ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ.
„ჯერ ბრალი არ წარუდგენ
მე ვარ სანდრო მეტრეველი. ეს პოსტი გრძელი იქნება და ეს პოსტი ჩემზე არაა. მე არ ვარ არც გმირი, არც ანგელოზი, არც უკეთილშობილესი, არც ზეჭკვიანი ან ზეგანათლებული, და არც ვინმეზე რაიმეთი მეტი, მე არც საუკეთესო ექიმი ვარ, ზოგადად ექიმად არც ვითვლები, არც ლიცენზია მაქვს და არც სამედიცინო უნარები მაქვს ძალიან ბევრი, მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული და იდეალურ ექიმობამდე ძალიან ბევრი მიკლია. მე არ მაქვს საუკეთესო კომუნიკაციის, მეხსიერების, ყურადღებიანობის, იუმორისა და ღიმილის უნარი. მე ვერასდროს ვერ
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა.
აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ
ახლობლების ცნობით, ღამით დააკავეს მოქალაქე ლაშა გოგებაშვილი. მეგობარი ამბობს, რომ მის მანქანას გზა გადაუკეტეს და როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, გოგებაშვილი დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს.
ახლობელი „ტვ პირველთან“ ყვება, რომ მომხდარი შესაძლოა პარლამენტის წინ ნაძვის ხეზე დროშის დაკიდებას უკავშირდებოდეს. „ტვ პირველის“ ცნობით, გოგებაშვილთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
8 დეკემბერს გამთენიისას პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ნაძვის ხეზე ა
სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.
„ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვე
უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას განაცხადა.
„ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოშ
საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და
ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
„ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ? რატომ არ გაქვთ რეაქცია ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ცხვირ-პირ დამტვრეულებს რომ ხედავთ? ეს არ არის ქრისტიანობა, რომლის სახელმწიფო რელი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მა
ნება მომეცით, ძალიან ხმამაღლა და გარკვევით ვთქვა ევროკავშირის სახელით, რომ ვხედავთ ხალხს ქუჩებში, გვესმის მათი ხმა და შოკირებული ვართ ძალადობით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელსაც სურს უკეთესი მომავალი, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასულ კვირას იმყოფებოდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის 27 ელჩს, ასევე ახალ კოლეგებს ევროკავში
ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ "ყველა ზომა მაგიდაზეა".
„ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონ
ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ლაშა გოგებაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, გ.წ. დაახლოებით 01:30 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ქვედა ქუჩაზე დააკავეს. უფლებადამცველმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა.
მისი თქმით, სპეცრაზმელები ორივე დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს სახეზე ემჩნევათ ცემის კვალი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდა
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა.
აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
ბექა ჯაიანს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუზუსტდა. კერძოდ კი, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
ცნო
როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს.
„ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეო
ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ „გორგიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს, რომლის რეალიზაციაც შეეზღუდათ.
„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუ
გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვ
ტელეკომპანია „იმედთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი „იმედთან“ რუსთაველის გამზირზე დაშავებულების ფოტოებით მივიდნენ და განაცხადეს, რომ „ეს ირაკლი რუხაძის დამსახურებაა“.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, „„იმედი“ არის პროპაგანდისტული არხი“.
„ჩვენი მიზანია, ეთერი გახსნათ და შეწყვიტოთ ადამიანების ზიზღი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ „„იმედის“ ტელევიზია იქცა პროპაგანდის მანქანად“.
საქმეების გამოძიება უნდა მოხდეს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვინც ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდის, არა მარტო თბილისში, არამედ ბევრ სხვა ქალაქში, შემდეგია: იმედი არ დაკარგოთ, თქვენი ხმა გვესმის! ბევრი მათგანის მიმართ, ქალების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ ამდენი ძალადობა და სისასტიკე შოკისმომგვრელია. დღეს დილით უფლებადამცველებს შევხვდი. მ
პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
ცნობისთვ
ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის: მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ - დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა, რათა „ქართველი ხალხი
მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა, თანამდებობას ტოვებს.
ამ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზებზე ყურუამ „ფეისბუქზე“ დაწერა.
„დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებ
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, თუმცა, ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 10 დეკემბერს როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში მედიას უწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.
პუბლიკა
"პოლიციელებს, პროკურორებს, საჯარო მოხელეებს მოგმართავთ, განსაკუთრებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფონზე.
ახლა თქვენი გადარჩენის გზაც მხოლოდ ერთობაშია. ერთად იდგებით? - შეჩერდება წამება, გადარჩება ყველა."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/videos/570074789248163
ჩვენ შევხვდით აქციაზე დაკავებულ 327 ადამიანს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მე პირადად ვნახე ეს ადამიანები და პირადად მქონდა საუბარი. კიდევე ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ეს საქმე ძალიან ეფექტურად და დროულად გამოიძიოს და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, პასუხისგებაში მისცეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეების გამოუძიებლობა დაუშვებელია.