Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.473

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„როიტერის“ ინფორმაციით, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვასილე დინკუს თქმით, რუმინეთის პრეზიდენტთან არ შეუძლია თანამშრომლობა ზეწოლის ფონზე, რომელიც იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც დინკუ აღნიშნავდა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. „ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთ

„როიტერის“ ინფორმაციით, ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ

ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი

„როიტერი“ - ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა

ჩრდილოეთ კორეამ ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, აშშ-მა კი, რეგიონში სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ნასროლმა რაკეტებმა 20 კილომეტრის სიმაღლეზე, 130 კილომეტრზე იფრინა. ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულეს. წვრთნებში მონაწილეობას 240 სამხედრო თვითმ

„როიტერი“ - იტალიაში მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხუთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება

იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ა

„როიტერი“ - აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს

აშშ უკრაინისთვის HAWK-ის საჰაერო-თავდაცვითი სისტემის გადაცემის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული სისტემის საშუალებით, უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას სარაკეტო და დრონებით თავდასხმისგან. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის პირობა 10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ დადო. ამ ეტაპზე, უცნობია, HAWK-ის რა რაოდენობის სისტემის გადაცემ

„როდესაც შოვი, როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო.. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად“ - რას წერს არქიტექტორი შოვის სტიქიაზე

არქიტექტორი თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში კურორტ შოვის განაშენიანების შესახებ წერს. როგორც თემურ ტომარაძე აღნიშნავს, „თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო“. „ბავშვობის ზაფხულები შოვში პირველ კორპუსში (გერმანელი ტყვეების მიერ ნაგები, თანაც ულურსმნოდ) მაქვს გატარებული. ვინც შოვში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ, სად დგას და რა სავალალო მდგომარეობაში. შესაბამისად, კურორტის ყველა ძველი (მე-2, მე-3, მე-4) კორპუსი ტყის პირზეა, შემ

„როგორ შევეჩვიე სირენებს“ — რეპორტაჟი კიევიდან

მაისის ბოლო კვირას უკრაინაში კიევის დაარსებას აღნიშნავენ — მეორე წელია, ომის პირობებში და მოკრძალებულად. რუსეთმა სწორედ კიევის დღეს მიიტანა მორიგი მასიური საჰაერო იერიში უკრაინის დედაქალაქზე. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორ ცხოვრობს კიევი მუდმივი საჰაერო განგაშის პირობებში, ნახეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟში უკრაინის დედაქალაქიდან. კიევის ოპერამ ერთი წელია განაახლა ფუნქციონირება ომით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ. თავიდან კვირაში 2 სპექტაკლს ატარებდა, დასის წევრებ

„როგორ აუხსნით შვილებს, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი" | პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სული

„რობოკოპს ალბათ ბეისბოლის თამაში მოუნდა და როგორც ბიტა, ეგრე შემომცხო ცხვირში“ - მოქალაქე

სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე „ტვ პირველს“ მისი დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ უყვება, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. პუბლიკა

„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ

„რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ პოლიტიკა პუბლიკა11:40, 19 მაისი, 2024   მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ; საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიცირებული, ე.წ “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად,

„რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება“ — ნათია მეზვრიშვილი 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დღეს 613 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისსავე გვერდზე დაიდო სოციალურ ქსელში. დამატებით ინფორმაცია შეწყალებულთა შესახებ უცნობია. მიხეილ ყაველაშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნა, რომ ამ აქტის მიზანი რეპრესიებისთვის საჭირო „სამუშაო ძალის“ დამატებაა. „რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქ

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ვითხოვთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის

„რეალობასაა მოწყვეტილი“ – ნეთანიაჰუ ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინისტრის განცხადებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მემკვიდრეობის მინისტრის, ამიჩაი ელიაჰუს განცხადებები ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „რეალობასაა მოწყვეტილი“. „ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები რეალობასაა მოწყვეტილი. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტებით, რათა ზიანი არ მიადგეს [ომში] არჩართულ ხალხს. ასეც გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – ციტირებს პრემიერის განცხადებას „თაიმს ოფ ისრაელ“. ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინ

„რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე“ – ბელგიის პრემიერი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე. „ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. [პრეზიდენტ ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს იგი. გარეკანის ფოტო: EPA ნეტგაზეთი

„რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც" - ექსპო ჯორჯიადან მშობლების მარში დაიწყო

ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა

„რატომ უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად? - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ იყოს „მორიგი ავანტიურის მსხვერპლი“, - „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციების გაგრძელებასა და "ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე" და ამბობს, რომ მისთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას: "განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარუ

„რასაც ახლა ირანში ვუყურებთ - ეს სახალხო რევოლუციაა“ - ინტერვიუ ნობელიატ შირინ ებადისთან

„ის, რაც ახლა ირანში ხდება, სახალხო რევოლუციაა“, - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს შირინ ებადი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი და ადვოკატი, ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებელი, ასევე ყოფილი მოსამართლე, პოლიტიკური აქტივისტი და მწერალი, რომელიც წლებია სამშობლოდან შორს, დიდ ბრიტანეთშია გადახვეწილი - ირანი მან იძულებით 2009 წელს დატოვა. 75 წლის შირინ ებადი ისევ აგრძელებს ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას. ამ ინტერვიუში შირინ ებადი ირანში

„რამდენიმე თვეში წარმოვადგენთ გეგმა-გრაფიკს" - მინისტრი სასკოლო კვების ეტაპობრივად დაწყებას განიხილავს

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმა-გრაფიკის შედგენაზე მუშაობს, რათა ეტაპობრივად დაიწყოს კვების საკითხის გადაჭრა, – ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის” გადაცემაში ისაუბრა. აქამდე გაცხადებული პოზიციებისგან განსხვავებით, ამილახვარმა აღნიშნა ისიც, რომ მას არ სურს დაელოდოს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს; რომ სულ რამდენიმე თვეში მზად იქნება აღნიშნული გეგმა-გრაფიკი და შედეგად გავიგებთ, რა იქნება შესაძლებელი. მინ

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული“

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული,“ - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მთელ რიგ განახლებებს და დახვეწას საჭიროებს. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 2009 წელს დამტკიცებული ბრძა

„რადიო თავისუფლება“ - ევროპული საბჭო დოკუმენტის პროექტში, რომლის განხილვა დეკემბერში მოხდება, საქართველოს მოუწოდებს, შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და ევროკავშირთან სრული თავსებადობისკენ სვლა განაგრძოს

საქართველომ ნეგატიური ტენდენცია უნდა შეცვალოს და ევროკავშირთან სრული თავსებადობისკენ სვლა განაგრძოს, - „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში წერია, რომელიც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მოიპოვა და რომლის განხილვაც ევროკავშირში დეკემბრის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, დოკუმენტის პროექტი ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციებზე დაყრდნობით არის შედგენილი და გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიად რჩება. როგორც მედიასაშუალება წერ

„რადიო თავისუფლება“ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. როგორც „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დავით კეზერაშვილისთვის ვიზის არ მიცემის მიზეზად ფულის გათეთრებაზე ეჭვი წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედ

„რა? სად? როდის?" - ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. მათივე ცნობით, თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება. „ევროკავშირი აქტუალურ

„პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, ბოროტებას უნდა დავუპირისპირდეთ“ – კემერონი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დეივიდ კემერონი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ევროპაში 1930-იან წლების, ნაცისტური გერმანიის აგრესიის დაწყების პერიოდის მსგავსია. კემერონის თქმით, უკრაინა მისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ხოლო მოსკოვის აგრესია თაობის გამოწვევაა. „ესაა გამოწვევა ჩვენი თაობისთვის. მსგავსია ვითარებისა, რომელშიც 1930-იან წლებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იყვნენ. პუტინი კი არ უნდა დავაშოშმინოთ, უნდა დავუპირისპირდეთ იმ

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ხორბლის გარკვეული მარაგები ქვეყანაში არსებობს - რამდენიმე თვე სტაბილური მდგომარეობა იქნება

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამჟამად პური სტაბილურად მიეწოდება მოსახლეობას და ფასებიც შედარებით სტაბილურია. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რა სიტუაცია იქნება სამომავლოდ, ამის თაობაზე პროგნოზები ცვალებადია. „ფქვილის მწარმოებლებს ჰქონდათ თავიანთი წინადადებები, რომ ფქვილი დაბეგვრილიყო და მერე ეს სტაბილიზაციაში გამოყენებულიყო, მაგრამ ძალიან რთული ფორმულა იყო და გარანტიას ვერავინ იძლეოდა, რას იზამდა

„პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი პარლამენტთან დააკავეს

„პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტები ავრცელებენ. ჟურნალისტების თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობის დატოვების შესაძლებლობა მისცა, პარლამენტიდან გამოვიდნენ, სად მიმდინარე აქციაზეც პოლიცია მოქალაქეებს აკავებდა. სწორედ ამ დროს დააკავეს „პუბლიკის“ რედაქტორიც: „უბრალოდ ეცნენ, ჩატენეს მანქანაში, არ ვიცით სად წაიყვანეს… ეს არის ზუ
×
×
  • შექმენი...