კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს - ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, „გაჩუმებას ურჩევდა“.
„ნაწილობრივ ვეთანხმები [საგარეო საქმეთა მინისტრს], რომ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაჩუმდეს. ი
ადამიანები იმის გამო მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ და მათ მშვიდობიანად ცხოვრება სურდათ“, - განუცხადა მაკრონმა ისააკ ჰერცოგს.
შეხვედრაზე მაკრონმა ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და პრეზიდენტ ჰერცოგის აზრი გაიზიარა, იმასთან დაკავშირებით, რომ მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„მინდა, დარწმუნებულე
“ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეები რას ფიქრობენ, გუშინ კი ჩვენ ქართველი ხალხის ზეიმი ვიხილეთ და სიამაყის გრძნობას არ დაუტოვებია თითოეული ჩვენგანი…
ვინც ამ პროცესში თავის თავს ვერ დაინახავს, ეს იქნება მისთვის განაჩენი. როცა მოქალაქეები ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენს პოლიტიკურ ამბიციებსა და ეგოზე მაღლა არ დავდგეთ, რადგან ეროვნული ამოცანის წინაშე ვდგავართ.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
3975
"ოცნებას" სადაც გაუჭირდა იმდენჯერ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარა კვორუმის შეკვრაში და პირდაპირ ხმები აჩუქა."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
401005540_3545220209084966_7538422811471828524_n.mp4
ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.
ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს.
„თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტი
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმო
„ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4736354173255495/
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
„მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთა
სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, საერთოდ გაუგონარია ის ფაქტი, რომ ს
2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855653779719426/
პარტია „საქართველოსვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
იგი ხაზს უსვამს, რომ „არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“ და ამატებს, რომ პარტია ახლა ამის აღიარებაზე მუშაობს.
„ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ ი
ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.
„თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი.
ნეტგაზეთი
რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ ა
ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან: მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი.
ისინი გეგმავენ, რომ მსვლელობისას შეჩერდნენ გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმთან, სადაც თავიანთ პოზიციას გააჟღერებენ. საბოლოოდ კი, ისინი რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას შეუერთდე
მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა.
ამის შესახებ ნათქვამია 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორი
ცენტრალური საარჩევნო კომიისიის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საფუძველზე ბიუჯეტიდან დაფინანსების უფლება ექვსმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. ესენი არიან:
„ქართული ოცნება“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„კოალიცია ცვლილებისთვის“
„გახარია საქართველოსთვის“
„ლელო საქართველოსთვის“
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„გირჩი“
რას ამბობს კანონი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლით, ბიუჯეტიდან გამოყოფილ
Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაია კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" აშშ-ის კონგრესში უკვე წარადგინეს.
"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია", - წერს ის.
კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი.
ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთ
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის მოსამართლეების წვეულებაზე, რომელიც რესტორან ბაბილოში იმართება, მიწვეული არ არის.
ხუჭუას თქმით, მის მიმართ ზოგიერთი მოსამართლის მხრიად სულმდაბალი ქმედებები არ უკვირს.
"მე ამ წვეულებაზე მიწვეული არ ვარ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან იყო გარკვეული წლები, როცა დაპატიჟებული არ ვიყავი. თუ ეს ნამდვილად კორპორატიული შეკრებაა და არ მომიწვიეს, მე ამით არაფერი დამაკლ
საქართველოს ბანკისა და თიბისის დირექტორებმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირობა დადეს, რომ ბანკების თანამშრომლებს, ვისაც სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება, პრობლემები არ შეექმნებათ.
ამის თაობაზე ბანკების დირექტორებს 13 იანვარს აქციებისას დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე, პროტესტში ჩართული აქტივისტები შეხვდნენ: პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე,
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია.
ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში.
გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად.
„კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხ
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხნის წინ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, აქცია იმართება.
პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.
ისინი ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები - „რუსებო“.
აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას
საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები.
გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.
პროტესტ
შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრის, გუსტავ გეტბერგის განცხადებით, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
. პუბლიკა
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.
იპნ