საბჭოთა კავშირის ცნობილი მსახიობი, 84 წლის ლია ახეჯაკოვა, პუტინის პოლიტიკის კრიტიკის გამო, მშობლიური თეატრიდან გამოაგდეს.
ახეჯაკოვა თეატრის ხელმძღვანელობამ ყველა როლიდან მოხსნა, ზოგ შემთხვევაში კი, სპექტაკლები, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა საერთოდ ჩაიხსნა.
ახეჯაკოვას განცხადებით, რომელიც მან მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდგომ გააკეთა, მისთვის ეს გასაკვირი არ არის და არც იმას გამორიცხავს, რომ ძალიან მალე ის უცხოელი აგენტების სიასაც დაამატონ და დიდი ფულადი ჯარიმებიც დააკისრონ, თუმცა,
დავით ბუხრიკიძე17:11, 18 აგვისტო, 2024
ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მედიაში ბევრჯერ და წინასწარ „გამოცხადებული“ სიკვდილის შემდეგ, ევროპული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში, ნამდვილად გარდაიცვალა. ეს ფაქტი ფრანგულ მედიას თავად ალენ დელონის შვილებმა დაუდასტურეს, რომლებთანაც მას ბოლო დროს მხოლოდ დაუსრულებელი სკანდალები, დავა და სასამართლო პროცესები აკავშირებდა. თავად კინოვარსკვლავს კი ბოლო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ხარებისა (7 აპრილს) და ბზობის (9 აპრილს) დღესასწაულებზე სამების სახელობის ტაძარში მედიის მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს დაუშვებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა, აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა მიმართონ.
„სამართლიანი არჩევნები“, ცესკოდან რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული 6 პირის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოში სარჩელს წარადგენს.
ცესკოში რეორგანიზაცია 2024 წლის 16 დეკემბერს, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და ოფიციალურ მიზეზად „ინსტიტუციური განვითარება“ და „ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფა“ დაასახელა, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებენ. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს
2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ გუშინ გამთენიისას დააკავეს და სპეცრაზმელებმა რამდენჯერმე სცემეს. მან ინგოროყვას კლინიკა ამ დილით დატოვა.
ლაზარე მაღლაკელიძე ჰყვება, რომ ცემის შემდგომ გონება დაკარგა, გამოფხიზლებულს კი ისევ თავიდან დაუწყეს ცემა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტ
საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.
როგორც „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, შემოთავაზებული რეფორმა არ პასუხობს ევროკომისიის მიერ გაცემულ მე-4 რეკომენდაციას, რომელიც ქვეყანას სთხოვს: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“განმარტავს, რომ დაგეგმილი რეფორმა არ მოიცავს არც სხვადასხვა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 326 კომპანია დააფუძნეს, რაც წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით ეს რაოდენობა გასამმაგდა.
შესაბამისად, ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, უკ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა. მათ ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანეს და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავეს“.
მათივე თქმით, გადაფორმებული კომპანიების განთავსებული საწესდებო კაპიტალი 163,187,800 ლარია.
„2024 წლის დეკემბერში ამერიკის ფინანსური სანქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწ
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11, 293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2, 088,500 ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სამი უძრავი ქონება და აღებული ხელფასი არ გაასაჯაროვა, - აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ზავრადაშვილმა ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
„დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ) არ ასახა. ასე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება.
მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წ
პარლამენტში მედიის აკრედიტაციის ახალი წესის შედეგად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანო, სადაც ნაკლები კრიტიკული კითხვა ისმის - საპარლამენტო რესპუბლიკაში ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ხელს უშლის კარგი მმართველობის განხორციელებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე თქმით, საჯაროდ გავრცე
ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განმარტავენ, ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო.
მათივე ცნობით, აქ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.
მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგი
მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში მთლიანად მიშვებულია, არანაირი ინსტიტუციური მექანიზმები, რამაც ეს უნდა შეაკავოს, არ მუშაობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ხელმძღვანელმა სანდრო ქევხიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, თუმცა, „ელიტური კორუფციის“ პრობლემა აქტუალურად დგას.
„ქვეყანაში დაბალი დონის კორუფცია არ არის, ამ მხრივ, ასე თუ ისე, პრობლემა მო
2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ბოლო კვარტალში 42 255 ლარი შემოწირულობის სახით მიიღო პარტიამ
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით 1,724,814 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა კომპანიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველს, და წარსულში ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ არქიტექტორს გიორგი ჭყონიას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელე
მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმე
ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“.
„2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღ
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 - ამასთან, 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმადვე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 1995-2021 წლებთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.
„უკრაინ
მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება.
ანგარიშის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიე
საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება - იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში - “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“.
როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, დამოკიდებულების ზრდა ყველა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებასა და საკუთარ თავზე მორგებას ხშირად ცდილობს.
ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს.
„მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 2023 წლის დეკემბერში დეკემბერში მთავრობის მიერ გასხვისებული 14 სახელმწიფო ქონებიდან 6 კითხვებს აჩენს.
ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
„ყოველ კვირას საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს რა