მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუ
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს
პროევროპულ აქციაზე სპეცრაზმელების მიერ ნაცემი მთარგმნელი დათა ხარაიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან დღეს, 5 დეკემბერს გამოწერეს. ის დეტალურად იხსენებს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მოქალაქეებს. ხარაიშვილი ჰყვება, რომ ერთ მოქალაქეს რამდენიმე სპეცრაზმელი სცემს, პარალელურად კი ფოტოებს და ვიდეოებს იღებენ.
დათა ხარაიშვილი იხსენებს, რომ უშალოდ მის ცემას განსაუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება იღებდა.
ხარაიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მოქალაქეებს კრიმინალუ
დროა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში წერს.
„დროა, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესდეთ. სიის სათავეში ამ „რეორიენტაციის“ ნათლიმამა ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს. ასევე, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო პრეზიდენტ ზელენსკის სიას კარგად უნდა დააკვირდეს“, - წერს მ
"ჩვენ, ყველანი აქ ვდგავართ იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო ევროპული სახელმწიფო იყოს - ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვერცერთი გაზულუქებული, პატარა, 30 კაციანი ჯგუფი, ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ამიტომ ვდგავართ აქ და როგორც არ უნდა ეცადონ ამ აქციების გაშარჟებას ან გაშავებას, დაცინვას, პროტესტის ჩახშობას, ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ!"
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, უფლებადამცველის, სოფიო ხორგუანის ჩართვა აქციიდან.
AQMspq1bRgzsOALAeeBukXL_14z8BW9IY4hkV39WZmu
„ინტერვიუს ნაწილი არასწორად გახმოვანდა“ — ამბობს ამერიკელი პოლიტიკოსი კიმბერლი ლოუ, რომლის, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლის ინტერვიუს ამონარიდები პირველმა არხმა და „იმედმა“ გამოაქვეყნეს. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ინტერვიუს რა ნაწილებზე საუბრობს, ან ვინ დგას ამ „არასწორი გახმოვანების“ უკან.
„ვიდეოს ნაწილი არასწორად იყო გახმოვანებული და მაკავშირებდა მე, კიმბერლი ლოუს, ირანულ რეჟიმთან და სხვა ტყუილებთან. ავტივრთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, ყველამ რომ ნა
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.
„მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელ
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამის, ოთარ ჭიჭინაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავებისას პოლიციელები „კორექტულობის ფარგლებში“ მოქმედებდნენ.
როგორც ის აღნიშნავს, რადგან ანდრო ცნობადი სახეა, მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა.
„დაახლოებით 19:00 საათისთვის მოვიდნენ. იყო ზარი კარებზე, რომელიც თვითონ ანდრომ გააღო და პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა არ იყო საჭირო. შევედით ოთახში და გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით. შეადგინე
ლიეტუვის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო.
ასევე, რეზოლუციაში სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე; შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავ
ყოველ საღამოს, ყოველ ღამით ათასობით ქართველი ქუჩებში გამოდის დემოკრატიის დასაცავად, საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად, - ამის შესახებ ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა მანიპულირებული, რუსეთის ძლიერი ზეგავლენით ჩატარებული არჩევნების გზით.
„ის რუსეთის და უზომოდ მდიდარი ოლიგარქის ზეგავლენის ქვეშაა. მათ გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან ქართველთა 80 პროცენტზე
ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები კი იამაყებენ ჩვენით.
ვატო გვაზავა, ექიმი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/592947709879967
სახელმწიფოს ე.წ. დე ფაქტო მმართველები უკვე აბსოლიტურად კონსტიტუციურ ჩარჩოებს მიღმა ოპერირებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ღრმა კრიზისშია.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/500381419006022
ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები.
ხელისუფლების ეს ესკალაციის მცდელობები, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს თავისი მოსახლეობა, ყველაფერთან ერთად იწვევს სისტემის შიგნიდან რღვევას.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597635042814780
100-მდე ქართველი მუსიკოსი უარს ამბობს სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ისინი აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” არალეგიტიმური ხელისუფლებაა.
გარდა ამისა, ისინი გმობენ პროევროპული აქციის მონაწილეებზე ძალადობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მხრიდან.
“ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყო
“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი, რომელიც ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში წაიყვანეს, 35 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას.
ორგანიზაციის ცნობით, დიღმის იზოლატორის ექიმები გულგრილად მიუდგნენ ნაცემი ახალგაზრდის თხოვნას და უარი თქვეს მის გადაყვანაზე საავადმყოფოში. იზოლატორში მას შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. თუმცა ორივე უწყების წარმომადგენლებმა უგულებელყვეს ნაცემი ახალგ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 3 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ლ.ჯ., ხოლო 1971 წელს დაბადებული გ.ტ. -ს და 1998 წელს დაბადებული რ.კ., -ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სის
პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით. მე საქართველოს მებრძოლი, 5 შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულმა ვეფხია კასრაძემ საქმის პროკურორებს.
როგორც მან აღნიშნა, ის ომია ვეტერანია და ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.
„54 წლის კაცი ვარ და არასდროს ჩ
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა (EQAR), 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება დროებითია.
ამასთან, როგორც ცენტრი აცხადებს, ENQA-ს წევრობა და EQAR-ში რეგისტრაცია არ არის დაკავშირებული საქა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. TI-ის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0.
დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26);
300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია.
„საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს.... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბესლან ჯოპუამ განაცხადა, რომ რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტზე აკრძალვა არ არის, თუმცა ჯოპუამ განმარტა, რომ რუსეთის საკარანტინო სამსახურმა ციტრუსის ხილის ერთ-ერთ გადაზიდვაში აღმოაჩინა კალიფორნიული ტრიფსი, რომელიც დააბრუნეს.
“იმპორტის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ ყოფილა. მოხდა გაუგებრობა, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში აფხაზური მანდარინის იმპორტის სავარაუდო სრული აკრძალვის შესახებ. ასეთი აკრძალვა რუსეთის მხრიდან არ არსებობს”, – გა
საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობას განვიხილავთ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქალაქ კლაიპედაში, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, ედგარს რინკევიჩსთან და ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიტანას ნაუსედას ცნობით, კოლეგებთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.
„უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად განსხვავდება 2008 წლის ვითარებისგან, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა ქვეყან
პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ლიდერები იტყუებიან, ისინი ევროკავშირს ატყუებდნენ მაგრამ რაც მთავარია, დიდი ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს ატყუებდნენ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ნიღბები ჩამოხსნილია და ეს უკვე რამდენიმე თვის წინ იყო აშკარა, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რაც რეალურად ქართველ ხალხს არ სურს და ასევე, დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალადობა, ეს
ლეგიტიმური პროტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი თქ
მასშტაბური პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე, რეზო კიკნაძე, რომელიც დაკავებულია და ამჯერად იზოლატორში იმყოფება, ციხიდან წერილს გზავნის, სადაც ჰყვება, როგორ აიძულებენ იზოლატორში კონკრეტული პოლიტიკოსების დასახელებას, თითქოს მათგან ფინანსდებოდა.
რეზო კიკნაძის წერილს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ავრცელებს. წერილის ადრესატი მრავალათასიანი ჯგუფი „დაიტოვეა“, რომელიც თავის დროზე სწორედ პროევროპული დემონსტრანტების თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარებისთვის შეიქმნა და რომლის ადმინისტრატორების სახ