Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.932

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახა კალაძე - არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, მაგრამ თუ მათ არ აქვთ „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული, სრული უფლება ჰქონდათ საქართველოში შემოსულიყვნენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ მოქალაქეს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს, საქართველოში შემოსვლა შეუძლია. კალაძე სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ცალკეული პირები სპეკულირებენ, რაც ორმაგი სტანდარტია. „არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონ

ოლაფ შოლცი - ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

ომის შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის 160-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ჩვენი კონტინენტის ისტორიაში მწარე პერიოდი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავის იმპერიალისტურ სიგიჟეში, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრის რანგში გაწევრიანებით დამთავრდება”, - განაცხადა შოლცმა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარე

არასამთავრობო ორგანიზაციები - დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია - მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ დანაშაულები და დასაჯონ დამნაშავეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბორჯომსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები, ასევე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. „2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბ

ვალერი ზალუჟნი კონტრშეტევაზე - ეს შოუ არ არის, ყოველი მეტრი სისხლითაა მოპოვებული, უკრაინელები ათავისუფლებენ თავიან მიწას, ალბათ არც ისე სწრაფად, როგორც შოუს მაყურებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ. The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ. „მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მ

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე წარმოადგენს იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ორი წლით ადრე ემზადება არჩევნების რეკორდული გაყალბებისთვის (ვიდეო)

“თუ ვინმე ამჩატდა, თუ ვინმემ გამოავლინა სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მთელ ამ პროცესებთან მიმართებაში, ეს არის ბატონი კობახიძე და შემდეგ “ქართული ოცნების” დანარჩენი წევრები. ბატონი კობახიძე წარმოადგენს იმ პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ორი წლით ადრე ემზადება არჩევნების რეკორდული გაყალბებისთვის. ძლიერი ხელისუფლების ქმედება ეს არ არის. მათი ტაქტიკაა, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა ჩვენი მტერია. აღნიშნული მკაფიოდ ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელსაც გზა და გზა აფორმებს ხელი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს, გილოცავ 4 ივლისს, ამერიკა - უკრაინის იმედი გქონდეთ

აშშ-ს ყოველთვის შეუძლია უკრაინის, როგორც მოკავშირის, იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ახლა ის, ვინც უკრაინასთან დგას, თავისუფლებას იცავს. და ჩვენი გამარჯვების შემდეგ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თავისუფლებას აფასებს. გილოცავთ 4 ივლისს, ამერიკა! და, გთხოვთ, გახსოვდეთ, რომ თავისუფალთა და მამაცთა კოალიციაში თქვენ ყოველთვის შეგ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტზე (ASAP) წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. შეთანხმებული რეგულაცია ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს მობილიზებას, რათა ხელი შეუწყოს სახმელეთო და საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე, რაკეტების წარმოების საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ გზით ის განახორციელებს 2023 წლის მარტში საბჭოს მიერ შეთანხმებულ გეგმას,

ჯოზეფ ბორელი - რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას - ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება

ევროკავშირი ცალსახად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უ

მედია - რუსებმა, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 80-ზე მეტი ეკლესია და 8 მონასტერი გაანადგურეს

რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი განმარტებით, ეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი ტაძარი არ არის, რომელიც რუსებმა გაანადგურეს. გამოცემა LB.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესი

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია - ეს კეთდება მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე

გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის ამოცანა არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და

ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შოვში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ, ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება

ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ. „ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახ

ბექა ლილუაშვილი - მთავარი მოთხოვნაა თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს. პარტნიორებმა დაინახეს, რომ ეროვნული ბანკი, როგორც სასამართლო, იმართება ერთი ტელეფონის ზარით

მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო. „მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშ

ბექა ლილუაშვილი - თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს (ვიდეო)

“თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის პრელუდია ემსახურება იმას, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი “ოცნების” ბოსებმა თავიანთი ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღების დროს. წაგებას, რომ მოგებად ასაღებს ის “ოცნება”, როგორ დაამთავრებს მმართველობას ამას ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ძალიან კარგად ვნახავთ. როგორ დაამთავრა “ნაცებმა” გვახსოვს”  ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393716763_872607851234001_399742530328523270_n.mp4

მიშა დაუშვილი - როდესაც ქვეყანაში ასეთი ინსტიტუციური ქაოსია, ამ დროს საჭიროა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი აირჩიოს არა “ოცნებამ”, ან ვინმე სხვამ, არამედ აირჩიონ პირდაპირ ჩვენმა მოქალაქეებმა (ვიდეო)

“როდესაც ქვეყანაში ასეთი ინსტიტუციური ქაოსია, ამ დროს საჭიროა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი აირჩიოს არა “ოცნებამ”, ან ვინმე სხვამ, არამედ აირჩიონ პირდაპირ ჩვენმა მოქალაქეებმა.”     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. GICWmAA8JhzVY2APAK4WBsL5gz84bmdjAAAF.mp4

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშ

სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან

სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნები გაითვალისწინა და საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარ

ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართულ მედიას

ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართულ მედიას. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 78 ჟურნალისტი, ნათქვამია: განცხადებას ხელს აწერენ: ანდრაშ პუსტაი – Telex.hu-ის აღმასრულებელი დირექტორი (უნგრეთი) მიროსლავა კერნოვა – Omediach.com-ის მთავარი რედაქტორი (სლოვაკეთი) ბურაკ უტუჩუ – სპეციალური კორესპონდენტი, Euronews (თურქეთი) ისა მიზირაი – ალბანეთის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (ალბანეთი) ლუკას ბურნარ – Medienhaus Andererseits-ის ა

NGO-ები: „ოცნების“ მიღებული ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივმა მრჩეველმა გიორგი ბურჯანაძემ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის მენეჯერმა ლიკა საჯაიამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ბრიფინგი გამართეს. მათი შეფასებით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მომიტინგეთა და საჯარო მოხელეთა რეპრესიებს. ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყ

NGO-ები: შსს-ს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება წინასწარ დაგეგმა. ნინო ლომჯარიამ, ეკა გიგაურმა და ლონდა თოლორაიამ წარადგინეს მათ მიერ გაანალიზებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. „აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრა

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. „იაპონიის ელჩე

ბედრია სიჭინავა - საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს

რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც ანა-ბანა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს, რითიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე  6 პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსების მიღებას ეხმიანება.   მისივე განცხადებვით, პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავისუფლების სული უტეხია - ძვირფასო ქართველებო, მყარად დარჩით - ლიეტუვა თქვენთანაა

დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ 'ბალტიის გზაში', რათა თავი დაეღწიათ საბჭოური ციხიდან, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა. „თავისუფლების სული უტეხია. დღეს ქართველი ხალხი ერთიანობის ჯაჭვში დგას დემოკრატიისთვისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის, როგორც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ „ბალტიის გზაში“, რათ

პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენპროკურორის მოადგილემ

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა. დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა. ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა. მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე

„მოითხოვეთ არჩევნები საქართველოში" - 43 დასავლელი პოლიტიკოსისა და მკვლევრის განცხადება

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს 43 დასავლელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება მთავრობების მიმართ, არ აღიარონ „ქართული ოცნების” მთავრობა, დააწესონ ერთიანი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ, ასევე, უარი განაცხადონ შეხვედრებზე მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. განცხადებას ხელს აწერენ: ჯო უილსონი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე; რიჩარდ ჰადსონი, კონგრესის წევრი,
×
×
  • შექმენი...