Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.496

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა და ჩაი 20.6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი კი 22,1 %-ით გაძვირდა

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა. მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც. „წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუ

„საქსტატი“ - საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საქართველოში მოსახლეობის აღწერა გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით ტარდება და მას არჩევნებში პირის მონაწილეობასთან, ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან არავითარი კავშირში არ აქვს. „საქსტატის“ განმარტებით, ტერმინი „მუდმივი მოსახლეობა“ საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ ტერმინს წარმოადგენს და მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გასაანგარიშებლად გამოიყენება. „სოციალური

„საქსტატი“ - ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიო

„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს. „2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრ

„საქსტატი“ - 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს - მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე - სომხეთი

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. „2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ან

„საქნახშირის" მფლობელ კომპანიას "ქართუ ფონდზე" 147 მილიონამდე ლარის სესხი აქვს გაცემული

„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია. კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი. თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თან

„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა“

„საქართველოში არსებული ბინების 70% 30 წელზე მეტი ასაკისაა,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, კვლევაში განხილულია 366 ათასი ბინა. საიდანაც, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 56% არის აშენებული 1961-1990 წლების პერიოდში; ბინების 14% 1960 წლამდეა აშენებული. შესაბამისად, გამოდის, რომ ბინების 70% ანუ 366 ათასიდან 256 200 ბინა 30 წელზე მეტი ასაკისაა. ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია

„საქართველოსთვის“ თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები თბილისის საკრებულოდან, პროკურატურას მოუწოდებენ, თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე გამოძიება დაიწყოს. დღეს, 25 აგვისტოს, საკრებულომ უნდა განიხილოს რამდენიმე სამშენებლო მეგაპროექტი, მათ შორის, ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში.  ოპოზიციური პარტიის თქმით, „ოცნების“ წევრები საკრებულოში აღნიშნული პროექტების მხარდაჭერას აპირებენ. მმართველ გუნდს საკრებულოში უმრავლესობა აქვს და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც არ გაუჭირდება. როგორც „საქართველოსთ

„საქართველოსთვის“ - სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი მოსაზრება დაადასტურა, შესაბამისად, პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა. პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ. ამა

„საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით

დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობით, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორ

„საქართველოსთვის“ - კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს „ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ „საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

„საქართველოსთვის“ - დღევანდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს,- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ გუშინ  განვითარებულ მოვლენებს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი ჯგუფებისგან განუყოფელია. „დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პა

„საქართველოსთვის“ - „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს

„ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი „ლოიალური ცესკოს“ მიერ

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე - 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება - ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება. როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება. „მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფას

„საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ევროპული არჩევანის ერთგული იქნება" - განცხადება

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.

„საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს“ – ჩეხეთის საგარეო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლი

„საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" — კოკოითი ივანიშვილს ეხმაურება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ე.წ. პრეზიდენტი იყო, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”. მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან „საქართველომ სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი მიაყენა”. მან ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან, ამერიკის შეერთებული შტ

„საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები" - PACE წინასაარჩევნო გარემოზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ. მათი თქმით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახების დაშინებას, თუ ოფისების დაზიანე

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ — 20 ოქტომბერს თბილისში მარში გაიმართება

20 ოქტომბერს თბილისში გაიმართება მარში სლოგანით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მარშის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეიკრიბებიან ხუთ ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი გმირთა მოედანი 300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა) მარჯანიშვილის მოედანი ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა) ხუთივე ლოკაციიდან მსვლელობა თავისუფლების მოედანზე დასრულდება, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტი გაიმართებ

„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ - მორიგი პეტიცია

„საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს“ – ამ სახელწოდებით მორიგი პეტიცია ვრცელდება რუსული კანონის წინააღმდეგ. პეტიციაში ნათქვამუა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი არიან„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. „მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაშ

„საუბარი შეეხო ანტიევროპულ რიტორიკას" - პრეზიდენტი ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად”, –

„სასტიკი ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში" - Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბრის შემდეგ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა. იქ საუბარია, რომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ათიათასობით დემონსტრანტი მშვიდობიანად გამოხატავდა საკუთარ უფლებას, პოლიციამ „წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა”, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. აქვე, მითითებულია, რომ სასამართლო ძირითადად უგულებელყოფს წამებისა და სამართლ

„სასაცილო და სამარცხვინოა“ — ტრენინგზე დასწრების გამო სუს-ში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს

USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს. ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე არ აპირებს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს. ტრენინგებზე, რომელსაც ნატალია ხელოვნების სფეროში მომუშავე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა, ამბობს, რომ უყურეს ფილმებს, გააკეთეს პერფორმანსები და ისაუბრეს, სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების ისტორიაზე. ხელოვანი ამბობს,

„სარედაქციო პოლიტიკით გახდა ფორმულა-2“ - კობახიძე „პალიტრანიუსზე“

„პალიტრა მედია“ სიცურეს უწოდებს ერთ-ერთი ვებგვერდის მიერ 27 მარტს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მედიაჰოლდინგს „კეზერაშვილი აფინანსებს“. დღეს, 28 მარტს კი „პალიტრას“ შესახებ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, თუ რას ინფორმაციას ფლობს კეზერაშვილისა და „პალიტრა მედიის“ კავშირზე. მედიაჰოლდინგი, რომელიც ტელევიზიას, რადიოს, რამდენიმე გაზეთსა და ონლაინგამოცემას აერთიანებს, აცხადებს, რომ კეზერაშვი

„სამწუხაროდ, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს EU-ის გზის ძირის გამოთხრისკენ“ - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. კელი დეგნანი იმ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და რითიც კონკრეტული ძალები ცდილობენ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას. კელი დეგნანის თქმით, ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც. მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეხვ
×
×
  • შექმენი...