Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.092.498

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დეპუტატებს ანტისემიტური და კონსპირაციული წიგნი დაურიგდათ

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს დაურიგდათ ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა. წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით,  არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ. პარლ

მესტიაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია. იპნ

რომან გოცირიძე: ნათია თურნავამ უკანონო ბრძანება უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია თურნავამ „გარე ზეწოლით მიღებული თავისი უკანონო ბრძანებულება“ უნდა გააუქმოს და ეროვნული ბანკი დატოვოს. გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში სამოქმედო გეგმის რამდენიმე პუნქტს ასახელებს. მისი თქმით, უნდა დაიწყოს ქუჩის აქციები „ეროვნული ბანკის საქმიანობაში უხეში ჩარევის აღსაკვეთად“. „1. დღესვე უნდა გააუქმოს ნათია თურნავამ გარე ზ

მიხეილ დაუშვილი - რაც გააკეთა "ოცნებამ" და თურნავამ - შეასრულეს რუსული ბრძანება (ვიდეო)

“აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  380342442_684773199911062_7777315380249

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო. ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ

სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც გირჩევთ 14-21 თებერვალს

„ნეტგაზეთი“ გირჩევთ სპექტაკლებს, რომელთა ნახვასაც 14-21 თებერვალს თბილისის თეატრებში შეძლებთ: 14 თებერვალი – „გრონჰოლმის მეთოდი“. „მარჯანიშვილის თეატრი“ – დასაწყისი – 20:00 პრემიერიდან მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, „გრონჰოლმის მეთოდი“ ერთ-ერთი ყველაზე თანადროული სპექტაკლია, რომელსაც ქართული თეატრების რეპერტუარში ნახავთ. მართალია, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში მოქმედება კატალონიაში ვითარდება, თუმცა  გეოგრაფიული მდებარეობა და დრო მალევე გახდება უმნიშვნელო. აქ და ახლა, მიადევნებთ

პირი, რომელიც საკუთარ ფერმაში ოთხ ადამიანს იძულებით ამუშავებდა, შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს,

ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. ”ის გარდაიცვალა მშვიდად საკუთარ სახლში, სამი შვილისა და მისი ოჯახის გარემოცვაში”, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში, რომელსაც „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. ალენ დელონს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. იპნ

ფრანს ტიმერანსი - პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს

პუტინმა უკვე წააგო ომი, როგორც ჰიტლერმა 1943 წელს, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერანსმა განაცხადა. „სანქციებს დიდი ეფექტი აქვს, ომი ძვირი ჯდება და პუტინმა უკვე წააგო. ის შეცდა უკრაინელების მდგრადობასთან დაკავშირებით. უკვე ვერავინ ბედავს, მას სრული სიმართლე უთხრას, მათ შორის, მისი არმიის მდგომარეობასთან დაკვაშირებით, რომელიც კორუფციულმა ოფიცრებმაა გაანადგურეს“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ომი კ

კობახიძის თქმით, აშშ-ს სავიზო პოლიტიკა ქართველებს მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება. ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთა

კობახიძე ომის წლისთავზე: Слава Україні!

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა. უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ

სახალხო დამცველის მოადგილეები თანამდებობებს ტოვებენ

სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობებს ტოვებენ. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს. გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის 31 მარტიდან აღარ იქნება ომბუდსმენის მოადგილე და მან ამის შესახებ ლევან იოსელიანი არჩევის დღიდან ჩააყენა საქმის კურსში. „მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვ

შოვში დაღუპულთა შორის არიან მეგი და გიგი გუტაშვილები

შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა – 25 წლის მეგი გუტაშვილი და 18 წლის გიგი გუტაშვილი. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, მეგისა და გიგის და, მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ეძებდა. უკვე შემდგომ მარიტა ინტერვიუებში ამბობდა, რომ  შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად რომ ხდებოდეს მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა  და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები. მარიტას ოჯახის სხვ

თბილისში წვიმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება 25 000 აბონენტს შეუწყდა - რამდენ მომხმარებელს არ მიეწოდება დენი ამ დრომდე

გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები. შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.

USAID საქართველოში განათლების სექტორს $14 მილიონით დააფინანსებს

USAID-ის ახალი პროექტი საქართველოში განათლების სექტორს 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს. პროგრამის წარდგენა დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ელჩი ერინ ელიზაბეტ მაქიი. პროგრამა „განათლება მომავლისთვის“, რომელსაც USAID საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზო

როგორ ქრება ქართული ენა გალის სკოლებში – რეპორტაჟი

როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ. ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს? უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის

თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის, თავის პრინციპულ მეტოქეს, ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი, რომელშიც ხვალ გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროსთვის იჭიდავებს, დაახლოებით 21:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა დ

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა. Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება. საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტ

მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა

რამდენიმესაათიანი დახურვის შემდეგ მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დროებით დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.   ავტორი - თამთა რუხაძე

"ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე" რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, მან ამ ინიციატივას "შემაშფოთებელი" უწოდა. ბორელმა, ასევე საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. "სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება დ

ევროპაც მინდა და აღმოსავლეთიც. ორივე მიყვარს, ამათ კი მოსკოვში მივყავარ – ალეკო შუღლაძე

“არ მინდა მოსკოვი!” – ასე ეხმაურება მწერალი ალეკო შუღლაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. “ქართული ოცნება” აპირებს მიიღოს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგი, რაც როგორც ევროკავშირის არაერთი განცხადებიდან დასტურდება, წინააღმდეგობაში მოვა კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12-პუნქტიან პირობასთან ალეკო შუღლაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ: ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია ჩემს სურვილებს. ასეთ

ჯაბა სამუშია: თსუ-ს არჩევანი ევროპაა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება „უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო სტუდენტების პროტესტს. სამუშია აცხადებს, რომ კანონპროექტის საკითხზე უახლოეს დღეებში ფიქრობს სტუდენტებთან შეხვედრას. „თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთ

„ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა" - იოზვიაკი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტზე

„საბოლოოდ საქართველოს პრეზიდენტი აღარ მიმართავს მომავალ კვირას სტრასბურგში დაგეგმილ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას, ითქვა, რომ ქართულმა მხარემ გააუქმა” – წერს ტვიტერზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი. დღეს საქართველს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპარლამენტში გადადებულია. „18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამო

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო EU-ს საპირისპიროდ შეაბრუნოს“ – იან ბონდი

იან ბონდი, რომელიც ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი და ამჟამად მკვლევარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა [ევროკავშირის] საპირისპირო მიმართულებით შემოაბრუნოს“. „რონდელის ფონდის“ მიერ გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე „ევროპული რეფორმის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის დირექტორმა იან ბონდმა აგრეთვე თქვა, რომ მოსკოვის მიერ პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნა არის „ქრთამი“ და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გახსნილი „მეორე ფრონტის“ ნაწილი. მისივე თქმით,

კახაბერ ქემოკლიძე - რეალურად ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს...

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!" მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო.    "-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით
×
×
  • შექმენი...