Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.790

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტიც

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად - 80-ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხებზე გამოძიებას პროკუ

„...დარბოდა, რომ ყველასთან მიესწრო, ყველა კმაყოფილი ყოფილიყო. ვეღარ მოერია...“ - თამარ მამაცაშცილი „გლოვოს“ კურიერის დაღუპვას ესხმიანება

აეროპორტის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას „გლოვოს“ კურიერი დავით ქურციკაშვილი ემსხვერპლა.„ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ. გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- დაწერა მეგობარმა სოციალურ ქსელში. უმძიმეს ტრაგედიას, ჟურნალ „ოჯახის ექიმის“, mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმ-თერაპევტი თამარ მამაცაშცილი ეხმიანება და სულისსემძვრელ პოსტს აქვეყნებს. „გლოვოს

მეიდანს შიგნით - როგორ გამოიყურება 30 მილიარდ დოლარიანი მიტოვებული ქალაქი დუბაიში

ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი მსოფლიოში - დუბაი, ცნობილია თავისი ცოცხალი კულტურით, მდიდარი ისტორიით, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ცათამბჯენებით. ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს და ყველას ერთი სურვილი აქვს - ცოტა ხნით მაინც იცხოვროს ისეთ ფუფუნებაში, როგორიც შეიხების ყოველდღიურობაში გვხვდება. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი ყოველწლიურად ახდენს ახალი მეგაპროექტების პრეზენტაციას. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ქალაქი ბრწყინვალე და ინოვაციურ არქიტე

სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დატოვა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღვკეთის ღონძიების გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ეტლით ფარიკაობის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. კონტინენტის პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში ჩვენი ნაკრების წევრებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგეს და გუნდური ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატზე ერთეულთა თანრიგში, ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ნინა თიბილაშვილი გახდა.   ავტორი - დ

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთ

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამის რეზოლუციას ხმა მისცა. რეზოლუცია, რომელიც ჰოლოდომორს გენოციდად აღიარებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „მწვანეების“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული. “შიმშილისგან და რეპრესიებისგან მთელი უკრაინა დაზარალდა, არა მხოლოდ მისი მარცვლეული მწარმოებელი რეგიონები. დღევანდელი თვალსაზრისით, როგორც გენოციდის

ფილიპ რიკერი - თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება, ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, - ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი, ელჩ ფილიპ რიკერი ვიდეოგზავნილში აცხადებს. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში, რადგან ეს არის მომავალი, რომელიც ხალხს სურს და იმსახურებს. „მოხარული ვარ, რომ

პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა 1,2 მილიარდიან კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს თავდაცვის უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პენტაგონმა შეთანხმებას ხელი Raytheon Technologies Co-სთან მოაწერა და უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ექვსი სისტემა დამზადდება.   "სამუშაო შესრულდება ტეუკსბერიში, მასაჩუსეტსი. სავარაუდო დასრულების თარიღი 2025 წლის 28 ნოემბერია“, - ნათქვამია პენტაგონის

ნენსი პელოსის წარმომადგენელთა პალატაში ჰაკიმ ჯეფრისი შეცვლის

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, წარმომადგენელთა პალატაში, პარტიის ლიდერად ჰაკიმ ჯეფრისი აირჩია, რომელიც კონგრესის ქვედა პალატაში ნენსი პელოსის შეცვლის. ჰაკიმ ჯეფრისი პირველი აფროამერიკული წარმოშობის პირი გახდა, რომელიც კონგრესში ასეთ მაღალ თანამდებობას დაიკავებს. დემოკრატიული პარტიის ახალი ხელმძღვანელი წარმომადგენელთა პალატაში მუშაობას ახალი, 118-ე მოწვევის კონგრესის ფარგლებში დაიწყებს, რომელიც 3 იანვარს შეიკრიბება. კონგრესის ქვედა პალატის დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა, 83 წლის ნენსი

უკრაინის ელჩის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა გაუგზავნეს იარაღის მწარმოებელ კომპანიასაც

ესპანეთში უკრაინის საელჩოს გარდა, ფოსტით ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო იარაღის მწარმოებელმა კომპანია Instalaza-მ. მისი სათავო ოფისი ქალაქ სარაგოსაში მდებარეობს. ესპანური გამოცემის, El Periodico-ს და რადიოსადგურ SER-ის ინფორმაციით, საფოსტო პაკეტზე, რომელიც კომპანიაში 30 ნოემბერს მიიღეს, ეწერა, რომ ის უკრაინიდანაა გაგზავნილი. კომპანიის თანამშრომლებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, ამიტომ პაკეტი არ გახსნეს და პოლიცია გამოიძახეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან ვიდეოკავშირით განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა. „თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - მიმართა ზელენსკიმ მასკს. ოქტომბრის დამდეგს ილონ მასკ

თენგიზ ცერცვაძე - დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით - ამან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს პანიკა, სიტუაცია კარგად კონტროლდება

დღეს კლინიკები ძირითადად გადატვირთულია არა კოვიდით, არამედ სხვა რესპირაციული ვირუსებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს ამან პანიკა. სიტუაცია კარგად კონტროლდება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვისაც დახმარება სჭირდება, ის სამედიცინო დახმარების გარეშე არ რჩება. "კორონავირუსის შემთხვევები ძალიან შემცირებულია. თვეში სულ 200-300 შემთხვევაა. რაც მთავარია, გარდაცვალ

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

ზელენსკიმ გერმანიას მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის. "გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ზელენსკი ტვიტერზე. ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიცი

ერეკლე მეორის დროს აშენებულ გალავანს სატვირთო დაეჯახა და თაღი ჩამოანგრია

სიღნაღში ისტორიულ გალავანს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სატვირთო დაეჯახა. განადგურებულია გალავნის ნაწილი - ჩამონგრეულია თაღი, ნანგრევები საავტომობილო გზაზე ყრია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეფე ერეკლე მეორის დავალებით აშენებული გალავნის დაზიანებული ნაწილი სიღნაღიდან სოფელ ანაგისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ადგილზე მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის პოლიციის თანამშრომლები. ტერიტორიაზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობი

ფილიპ რიკერი - აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, განვაგრძობთ იმ ყველაფრის კეთებას, რაც დაგეხმარებათ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში

მოხარული ვარ საქართველოში დაბრუნებით, ქვეყანაში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისთვის, სტაბილურობისა და ურთიერთკავშირებისთვის. გასულ წელს აქ ყოფნისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ქართველ ლიდერებთან თქვენს მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიაციისთვის, – ამის შესახებ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩევლმა, ელჩმა ფილიპ რიკერმა განაცხადა. რიკერის განცხადებით, საქართველო განაგრძობს რეგიონულ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას. ამასთან, ფილიპ

ბოგდან აურესკუ - კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ პოლონეთში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ბოგდან აურესკუმ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ნეგატიურ ეფექტს ახდენს მთელ რეგიონზე და განსაკუთრებით ყველაზე დაუცველ ქვეყნებზე. აურესკუმ ყურადღებ

ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები. მათივე ცნობით, რეტროსპექტივაზე წარმოდგენი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ტობიას ბილსტრომმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგები გასცდა უკრაინის საზღვრებს და სერიოზული შედეგები გამოიწვია რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. „უკრაინელები იბრძვიან საკუთარი ქვეყნის, ეუთო-ს მთავარი პრინციპ

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში დღეს გადაიგზავნა

დღეს ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მოკლე ვადებში მომზადდება. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც უკრაინის კანონთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო გამოცემული, გავითვალისწინებდით

მიხეილ ჩხენკელი - დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაწყებულია მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში განაცხადა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამა

შალვა პაპუაშვილი - პრაქტიკულად ყველა საკითხს ამოვწურავთ დეკემბრის ბოლომდე, რამდენიმე საკითხზე დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებთან მიმართებითაც ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდებიან. პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება. „სამ საკითხზე ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია, ესენია: საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფ

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ბრძოლის ველზე 13 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომლის კომენტარსაც „ბიბისი“ ავრცელებს. „ბიბისის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია. „ჩვენ გვაქვს გენშტაბის ოფიციალური შეფასება, მთავარსარდლის ოფიციალური შეფასება და დაღუპულთა რაოდენობა 10 000-12 500-13 000-მდე მერყეო
×
×
  • შექმენი...