Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.500

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ" | აქცია საკრებულოს წინ იპოდრომთან მშენებლობის წინააღმდეგ

„ტყეში ცათამბჯენებს არ აგაშენებინებთ”, „იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, „იპოდრომი არის უბეტონო მხარე”, – თბილისის საკრებულოს წინ დღეს აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის საფუძველზეც იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. კერძოდ, საკრებულომ შეცვალა ტერიტორიის ე.წ. ზონალური სტატუსი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით ტერიტორიაზე დადგენილი იყო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) და სარე

„ტურისტებს ხელბორკილები დაადო და ავტომატიდან გაისროლა“ — ვაშლოვანში მესაზღვრე დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარ

„ტიტანიკისკენ“ მიმავალი დაკარგული წყალქვეშა ნავი - რა ვიცით ამ დრომდე

„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე –  TITAN, რომელიც დაიკარგა,  ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა ბორტზე მყოფი  ხუთი ადამიანისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ტიტანიკის“ შესასწავლად ეს ამ ხომალდის პირველი წყალქვეშა მოგზაურობა არ არის და ამგვარ ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს. წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავდა, ჩაძირული „ტიტანიკის“ მიმართულებით 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. დამხმარე გემთა

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული. ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ , 30-ზე მეტი იყვნენ. ყველას ერთნაირი შა

„ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა 3 დღემდე შეამციროს“ – ბილ გეიტსი

ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების წყალობით ადამიანებს შეიძლება, ნაკლები მუშაობა დასჭირდეთ. „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ტრევორ ნოასთან გამართულ პოდკასტში წამყვანმა გეიტსს ჰკითხა, ხომ არ ემუქრება ხელოვნური ინტელექტის განვითარება და სულ უფრო ხშირი გამოყენება სამუშაო ადგილებს. გეიტსმა უპასუხა, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს ვერ ჩაანაცვლებს, უფრო პირიქით, ცხოვრებას გაუმარტივებს – დადგება დღე, როცა ადამიანებს შეეძლე

„ტექნიკური ხარვეზი იყო“ - დიმიტრი სამხარაძე რუსული კანონპროექტის მხარდაჭერაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. შეგახსენებთ, რომ რამდნეიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო. დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს, ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდა დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს შოვში წასვლაც დაგეგმეს. 2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა: „ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“. 3 აგვისტოს რაჭაში მზიანი დილა გათენდა: „სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სით

„სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება სახელმწიფოს წინააღმდეგ" | კობახიძის თქმით, ანაკლიის კონსორციუმმა დავა წააგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც 2020 წელს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ  ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობა

„სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ თსუ-ის რექტორს და აკადემიურ საბჭოს მიმართავენ

„სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართავენ საჯაროდ გამოხატონ პოზიცია „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ. სტუდენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წამოჭრილი საკითხი დადგება აკადემიური და საფაკულტეტო საბჭოების დღის წესრიგში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შსს-ში თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში თათია სამხარაძის საქმეზე (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით (ადევნება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე) გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში განუცხადეს, დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. „განცხადება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს გია ჯვარშეიშვილს და მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სოლიდარობას უცხადებს შშმპ უფლებათა აქტივისტს, გია ჯვარშეიშვილს, რომელიც მათი ცნობით, პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მეორედ გახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მისი საქმის ეფექტიან და დროულ გამოძიებას მოითხოვს. „2025 წლის 11 იანვარს, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ შშმ პირთა უფლებების აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი, კიდევ ერთხელ, ძალის გადამეტებით დააკავა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც რამდენიმე პოლიციელის

„სოლიდარობა ხასაიას და ჩიქობავას" - ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი ერთი საათით გაიფიცა

გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან. “ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდე

„სოვლაბი“ ეროვნული არქივის შენობაში ხანძრის შედეგებზე კომისიის შექმნას ითხოვს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გუშინ, 8 სექტემბერს ეროვნული არქივის კინოსაცავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ისტორიული კინოფირები გაანადგურა, განცხადებას აქვეყნებს და კატასტროფის შედეგების შემსწავლელი ღია ფორმატის კომისიის შექმნას ითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არაა დადგენილი რა პერიოდის და რა მოცულობის მასალა დაიღუპა აუნაზღაურებლად, მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეხსიერებისადმი სახელმწიფოს ზერელე, ხშირად კი დესტრუქციუ

„სიურპრიზად გავიგე ახლახან“ - „პალიტრანიუსზე“ პოლიტიკური გადაცემა დახურეს

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ პოლიტიკური თოქ-შოუ „ნიუსრუმი“ დაიხურა – ინფორმაციას გადაცემის წამყვანი კოკა კვირკველია ავრცელებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ „სიურპრიზად, ახლახან“ გაიფო. „პუბლიკა“ ცდილობს, „პალიტრა მედიასთან“ დააზუსტოს, რა გახდა გადაცემის დახურვის მიზეზი. მედიაჰოლდინგის პასხუს მიღების შემთხვევაში გაგაცნობთ. „პუბლიკა“ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ დირექტორს, ლევან ტაბატაძეს ესაუბრა. მისი თქმით, გადაცემა „ნიუსრუმის“ დახურვა „ჩვეულებრივი შიდა გადაწყვეტილებაა“.

„სიტყვის ფეტიშები არიან“ - პაპუაშვილი მთავრობის 25 თებერვლის განცხადების კრიტიკაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ახსენებს საქართველოს მთავრობა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში საბჭოთა რუსეთს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ყველამ იცის და ეს წერია ყველგან, სადაც კი საუბარია ქვეყნის ოკუპაციაზე. მან ასევე თქვა, რომ ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც ამაზე აპელირებენ „სიტყვის ფეტიში“ აქვთ. „ეს სიტყვის ფეტიშობაა, რომელიც გარკვეულ ჯგუფში არის დამყარებული, აჩვენებს თუ რამდენად

„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა და პრეზიდენტსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა,- ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის ფონზე აშშ-ის ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ. „სიენენის“ წყაროებს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ. მათივე განცხადებით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ომის დაწყების შემდეგ ახლა ყველაზე

„სიენენი“ - უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს

უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს რაკეტა იგივე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სიენენის“ ცნობით, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნა ვაშინგტონის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქების გარემოებებ

„სიენენი“ - გელზენკირხენში ისეთი ხმა გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში

„სიენენი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. „გელზენკირხენში, სტადიონის შიგნით ისეთი ხმა გაისმა, რომ შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა. რეიტინგში 74-ე ადგილზე მყოფი და ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის ერისთვის ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე ქვეყნის ისტორიაში“, – წერს „სიენენი“. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფ

„სიენენი“ - აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს

აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. როგორ ტელეკომპანიას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განუცხადეს, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან. როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს „პეტრიოტის“ სისტემების მართვისა და

„სიბიესი“ - ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატების კანდიდატი შევა, ამ გამარჯვებით პარტია 50 ხმას აგროვებს

„სიბიესის“ პროგნოზის მიხედვით, ნევადას შტატიდან სენატში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევა. წინასწარი მონაცემებით, კეტრინ კორტეს მასტო რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს მცირე სხვაობით ამარცხებს. როგორც ტელეკომპანია წერს, ამ გამარჯვებით დემოკრატები სენატში 50 ხმას აგროვებენ და ფაქტობრივად ინარჩუნებენ უმრავლესობას, რადგან კიდევ ერთი გადამწყვეტი ხმა აქვს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც კონსტიტუციით სენატის თავმჯდომარის ადგილს იკავებს. „ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრი

„სვანური დღეების“ ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში სვანური სამართლისა და სვანური ტოპონიმების შესახებ საჯარო ლექციები და დისკუსიები იმართება

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება არავის მიუქცევია. დღევანდელი ჩ

„სახლებში არ გვიშვებენ" — ობსერვატორიის თანამშრომლების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშომლების და მათი ოჯახის წევრების თქმით, მათ და/ან მათი ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში არ უშვებენ, მიზეზად კი „მასშტაბურ მშენებლობას” ასახელებენ. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე „არავითარი მასშტაბური მშენებლობა არ მიმდინარეობს”. როგორც ყვებიან, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აბასთუმანში,  ე.წ. მთა ყანობილის ტერიტორიაზე. აქ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი და კერძო ბინაა, სადაც ობსერვატორიაში მომუშავე ადამიანების ოჯახის წევრები პერიოდულად ცხოვ

„საქსტატმა“ ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ატარებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოკვლევის საველე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოკვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 400 რესპონდენტი - 3 300 ქალი 1 100 მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას. „გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკ

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 443 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 27.7 %-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 443.6 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მათი ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. „შემოს
×
×
  • შექმენი...