მოქალაქე დავით ჯანიაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს.
როგორც ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ
გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს - მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული.
ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და ძა
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.
განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.
„ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო.
აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
#ყველაფერიგასაგებია“, - აღნიშნავს საელჩო.
იპნ
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ხელისუფლება პოლიციისა და სპეცრაზმით ხელით ძალადობრივად არბევს ყოველ ღამით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, თავშეკავებას მოუხმოს და თავიდან აიცილოს მდგომარეობის მეტად გამწვავება.
იაპონია საქსტატის თანახმად, საქართველოში შემოტანილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მე-2 ადგილზეა 2024 წლის II კვარტალში.
„იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარება
ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულ ქალს 11 წლის შვილი ჰყავს და მასზე ნერვიულობს.
ადვოკ
საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს.
„ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ
ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დღეს დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს.
განცხადებას 90-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე უერთდება.
„ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ფონზე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები დაიცვას , - ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა დღეს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს პატივი სცეს და დაიცვას, ოთხი ღამის განმავლობაში თბილისში მიმდი
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს.
„ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი.
მის
„მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გაჩაღებულ ძალადობას“, – აცხადებენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „თბილისის ქუჩები ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის”.
ამის შესახებ ნათქვამია 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი, სენატორი როჯერ ვიკერი და სენატორმა ჯონ კორნინი აწერენ.
„ქართული ოცნების” ნაბიჯი, შეაჩეროს ევროკა
ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ.
როგროც ექიმი ამბობს, ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.
გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თუ პაციენტის სამკურნალოდ, უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას.“
თუმცა, მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.
3 დეკემბრის აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ალექსი თირქი
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს საუფლო დღესასწაულს.
„მშობლებმა, ღვთისადმი მიცემული აღთქმის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მარიამი ტაძარში დამკვიდრდ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია.
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“.
„რაც დაავ
სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე „ტვ პირველს“ მისი დაკავებისა და იზოლატორში გადაყვანის შესახებ უყვება, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს რომ დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პუბლიკა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 15 ადამიანი გადაიყვანა, საიდანაც 11 აქციის მონაწილე იყო, 3 მედიასაშუალების თანამშრომელი და 1 შსს-ს წარმომადგენელი.
მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული
„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე წერს.
როგორც კამპკამიძე განმარტავს, შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს ქიმიურ იარაღად აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მიტინგის მონაწილეებისაკენ.
მისივე განმარტებით, ამგვა
საჯარო სექტორში, სხვადასხვა უწყებაში დასაქმებული 300-მდე ადამიანი ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია. ასევე, გმობს აქციის მონაწილეებზე ძალადობას.
განცხადებაში ვკითხულობთ:
განცხადებას ხელს აწერენ მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, სემეკის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, სერვისების განვითარების სააგენტოს, თავდაცვის, განათლების, გარემოს, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა სამინისტროების, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში პოლიციაა მისული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად ღლონტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებიან სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში.
ipn
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
იპნ
ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა.
„ჩვენ გვჯერა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ.
„სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში სამართალდამცველები შევიდნენ, თუმცა მათ შენობა მალევე დატოვეს.
სამართალდამცველების პარტიის ოფისში შესვლისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩართო და მომხდარის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სამართალდამცველები პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ, თუმცა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
„პარტიის ოფისში დაახლოებით, 20-ზე მეტი ადამიანი იყო შესული. აპირებდნენ
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს.
“საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, უკურეაქ