21 წლის ბილალ დუიშვილს პოლიცია 4 დეკემბერს ფიზიკურად გაუსწორდა.
პანკისელი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად იყო.
მისი ადვოკატი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, მარიამ ყველაშვილი „პუბლიკას” ეუბნება, რომ დუიშვილი დააკავეს და სცემეს მაშინ, როცა პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო და ის პროტესტის ადგილიდან წასვლას ცდილობდა.
ყველაშვილისვე თქმით, ბილალს ზუსტად არ ახსოვს, რა დრო გაატარა მანქანაში, ასევე არ იცის, ზუსტად სად წაიყვანეს.
თუმცა, იურისტ
ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის , ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები.
ცქიტიშვილის თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე „შიდა და გარე ზეწოლით“.
„შიდა და გარე ზეწოლით, პოლიტიკური პროცე
უკრაინამ აშშ-სგან გაყინული რუსული აქტივების 20 მილიარდი დოლარიდან პირველი ტრანში მიიღო.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 1 მილიარდი დოლარი მიიღო, რომელიც გაყინული რუსული აქტივების სარგებლითაა უზრუნველყოფილი. ეს არის დაგეგმილი 20 მილაირდი დოლარის პირველი ტრანში, რომლის გადმოცემასაც აშშ “დიდი შვიდეულის” ინიციატივის ფარგლებში აპირებს. მადლობელი ვართ ამერიკელი პარტნიორებისა და მსოფლიო ბანკის სამართლიანობისკენ
სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა არ მინდა საზოგადოებას არასწორი მოლოდინები შევუქმნა, თითქოს 29 დეკემბრამდე საერთო გამოსავალს ვიპოვით - თანმიმდევრული მოქმედებებით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1507899233221933
თუ კიდევ ვინმეს სჯერა რომ საფრთხე სააკაშვილშია, რატომ ახდენს ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები მის შეუზღუდავ რეკლამირებას, მაშინ როცა ხალხის სამართლიანი პროტესტი გამარჯვებასთან ძალიან ახლოსაა.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/946484076947527
პრეზიდენტს როდის აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ეს პირდაპირ განსაზღვულია კონსტიტუციით.
კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კი არ უნდა გავიდეთ, არამედ პირიქით - ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1150456739772844
მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი, - ამის შესახებ აქტივისტი, საბა ცხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს , რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
ცხვიტარიძე წერილში დაკავების დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ მასზე ძალადობა მოხდა დაკითხვის დროსაც - „მირტყამდნენ ფეხებს და თავზე გადამამტვრიეს სხვადასხვა ხის ნი
ახლა აშშ-სა და მსოფლიოს დემოკრატიების ქმედების დროა, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი და დამოუკიდებელი, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღინიშნება, რომ ქართველები ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
"ქართველები თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულნი და კონგრესის ორივე პარტიის წევრები მათ გვერდში უდგან
კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
როგორც ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა,
ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა.
თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა
რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშშია აღნიშნული, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული.
საია-ს ცნობით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც უკავშირდება პრ
ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
„იაპონიის ელჩე
სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მავნებელი, ან გაუთიშონ ეგ ინტერნეტი, ან გადაიყვანონ ციხეში, რადგან ფაქტია, რომ თავს გადასარევად გრძნობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის “ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, სააკაშვილი თავისი განცხადებით აზიანებს პროცესს, რაც უკავშირდება პროტესტს თბილისსა და თბილისს გარეთ.
„ქუჩის პროტესტები თბილისში და თბილისს გარეთ – ამ პროცესებს უბრალოდ აბინძურებს და აზიანებს, ჩვეულებრივი მავნებელია. ჩვენს გუნდს სააკაშვილი ვერასდროს დააზიანებს,
რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის განცხადებით, დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე.
თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.
"გახარია საქართველოსთვის" გუნდის პოზიცია და მთავარი მოთხოვნა
საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებლებმა დღეს იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას".
„ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებ
პოლიცია არ მოქმედებს იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, პოლიტიკური ხელმძღვანელობა ავალებს მათ რეაგირება არ მოახდინონ ამ საკითხზე
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1635880383674582
სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 47 წლის იუბილეს, ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
მმართველი გუნდის განცხადებას, რომ 28 დეკემბერს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ცოცხალი ჯაჭვის აქციას "კანვასის" ტრეინინგებს უკავშირებენ, ოპოზიციაში პასუხობენ. ისინი უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, პროტესტი თვითორგანიზებული და გულწრფელია.
"ის, რომ ამ პროტესტს ლიდერი არ ჰყავს, ეს ძალიან აბნევს ხელისუფლებას და ხან სად ეძებენ ამ ორგანიზატორს, ხან რომელ ჩატში, ხან რომ
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, - აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 1
„საქნახშირის” მფლობელ კომპანიას, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” “ქართუ ფონდზე” 147 მილიონი ლარზე მეტის სესხი აქვს გაცემული.
ამის შესახებ კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებებში წერია.
კერძოდ, „შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” 2022 წლის ანგარიშგების თანამად, „ქართუზე” გაიცა 138,742,222 ლარი. თანხის დაბრუნების თარიღი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 31 დეკემბერი.
თუმცა, 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი. თან
პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაინიცირებული საბჭოს იდეას, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, იზიარებს.
როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ან თავად, ან მისი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი საბჭოს დაკომპლექტებასა და საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრება პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი გახარია პასუხობს - "ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ვართ, ხან მე ვიქნე
არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ რეჟიმად ჩამოყალიბდა, იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ახლა დაპატიმრებულები არიან უკანონოდ, სააკაშვილის კი არა - რაღაცეებს რომ ტლიკინებს "იმედით", - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას აღნიშნა, ახალ არჩევნებს, განგრძობადი, ეფექტური წნეხით უნდა მივაღწიოთ.
"ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება. რა თქმა უ
ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე ბევრი მიმართულებით, აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები - ამის მაგალითია, ტყიბულში ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება და „აგარის შაქრის“ თანამშრომლების მასობრივი გაფიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ისინი მზაობას აცხადებენ, „ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის საჯარო ინტერესის და თითოეული თანამ