Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.497

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ახალგაზრდები საპროტესტო აქციას დღესაც გეგმავენ, ისინი პარლამენტის შენობასთან კვლავ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ასევე იგეგმება მსვლელობა, თუმცა მომიტინგეები ლოკაციებს წინასწარ არ ასახელებენ. თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები - „არა რუსულ კანონს“ 15 აპრილიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოს, 19:00 საათზეც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. „ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტთან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატები სარჩელს ხვალ შეიტანენ

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციის სარჩელი შევა. "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში ბრალდებულ 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა და საბოლოო სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც. მან მოსამართლეს შეღავათის გაწევა სთხოვა, ამასთან დაზარალებულ მეხანძრე - მაშველს, რომელსაც ბუბუტეი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპროტესტოდ, თბილისში, 11 მაისს დაგეგმილი „ევროპის მარში“ 4 სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა და ევროპის მოედანზე გაერთიანდება, სადაც აქცია გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

„უცხოური აგენტების“ კანონის გამო მოსკოვმა კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია გაკოტრებულად გამოაცხადა

13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა. საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალის

„უფლებები საქართველო“- მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაზიანების საქმეზე, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა დაზარალებულად ცნეს

„უფლებები საქართველოს" ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უფლებები საქართველოს" ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმის მასალ

„უპრეცედენტო და აბსურდული ფორმულირება“ — ზელენსკი ნატოს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებს ვილნიუსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებს უკრაინასთან მიმართებაში. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ალიანსის გადაწყვეტილების ტექსტი უკრაინის გარეშე განიხილება. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინა იქნება წარმოდგენილი. იმიტომ რომ ეს პატივისცემის ამბავია. მაგრამ უკრაინაც იმსახურებს პატივისცემას. ახლა, ვილნიუსისკენ მიმავა

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო გეგმას 2023 წლის თებერვალში წარადგენს

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი 2023 წლის თებერვალში წარადგენს სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება. „უოლ სთრით ჯორნალთან“ საუბარში დიპლომატები აცხადებენ, რომ ზელენსკის გუნდი ახლა კონკრეტულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს. მისი წარდგენა კი 2023 წლის 24 თებერვალს იგეგმება. ამასთან, როგორც აშშ-ის, ნატო-სა და უკრაინის წარმომადგენლები ამბობენ, უკრაინის პოზიცია, რა დროსაც კიევი მოსკოვისგან მნიშვნელოვან დათმობაზე წა

„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა

რუსეთთან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, აშშ-მა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემაზე უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის მხარდაჭერაც ჰქონდა. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით კი, პენტაგონმა უარყო მოთხოვნა. არსებობდა შეშფოთებ

„უოლ სთრით ჯორნალი“ - თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს

თურქულმა კომპანიებმა რუსეთში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების მანქანების, ელექტრონიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სხვა საქონლის ექსპორტი განახორციელეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სავაჭრო მონაცემების მიმოხილვა აჩვენებს, როგორ შეუძლია მოსკოვს თავისი სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერა, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად. მონაცემები აჩვენებს, რომ, სულ მცირე, 13-მა თურქულმა კომპანიამ 18,5 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელ

„უნდა ვეომოთ ოკუპაციას, დამონების ყველა ფორმას - არა მაინცდამაინც ომით“ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი და ძალა თავისუფლებაა, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას!“.

„უნდა გვახსოვდეს, რუსეთი მუდამ აგრესორი იყო“ — ინტერვიუ პუტინის ტროლების მკვლევართან

როგორ მუშაობენ პუტინის ტროლები? როგორ ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას და რა მექანიზმებს იყენებენ საამისოდ? ფინელი ჟურნალისტი ჯესიკა არო ამ საკითხს უკვე 10 წელია იკვლევს. „არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ“, – გვითხრა მან რუს ტროლებზე საუბრისას. „ნეტგაზეთი“ აროს თბილისში 20 სექტემბერს ესაუბრა რუსული პროპაგანდის ახალ მეთოდებსა და მასთან ბრძოლის გზებზე, ფინურ გამოცდილებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ჟურნალისტების როლზე. ჯე

„უმოწყალოდ გვცემეს, 4-5 ადამიანი მირტყამდა. თავი მაქვს გატეხილი, კბილები ჩამტვრეული“ - მოქალაქე

მოქალაქე დავით ჯანიაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. როგორც ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ

„უმეტესად სექსუალურად შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია“ - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ქალთა თანასწორუფლებიანობის ნაწილში, ანგარიშში საუბარია სექსუალური შევიწროების შესახებ შესახებ და ნათქვამია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველს, აქტიურად მიმა

„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს

„უკრაინსკა პრავდაის“ ინფორმაციით, საზღვაო ქვეითს, მიხაილო დიანოვს აშშ-ში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა: რეაბილიტაციის შემდეგ „აზოვსტალის“ მებრძოლის დაზიანებული მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს. საზღვაო ქვეითი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. საზღვაო ქვეითი მიმდინარე წლის მარტში, მარიუპოლის დაცვისას დაიჭრა მძიმედ და რუსეთის ტყვეობაშიც იმყოფებოდა. ფოტო: FC SHAHTAR ბათუმელები

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს

„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი. „რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი.   „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი. 11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი

„უკრაინის მხარდამჭერ პროექტებზე მომუშავე რუსი აქტივისტი საქართველოში არ შეუშვეს" - კუროპტევი

სამხრეთ კავკასიაში ფონდი „თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელის, იგორ კუროპტევის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს. მისი თქმით, იგორ მიგლანს გუშინ თბილისის აეროპორტში „ახსნა-განმარტების გარეშე” შემოსვლაზე უარი უთხრეს. კუროპტევი წერს, რომ რუსი აქტივისტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად სხვადასხვა საემიგრაციო პროექტზე მუშაობდა, რის შედეგადაც 8 ათასზე მეტ უკრაინელს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. „ეს უქმნის საფრთხეს საქართველოს ინ

„უკვე ოდირის შეფასებითაც - ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“ - ბრაჭველი

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ნაბიჯებს საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც საარჩევნო დღის პრაქტიკას

„უკავშირდებოდა 10-დან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგოს, აიძულებდა ინტიმური ვიდეოების გაგზავნას | დაკავებულია 32 წლის კაცი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რ. ქ. -მ გამიზნულად შექმნა ყალბი „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის ანგარიშები, რისი მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ 10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას, მათ უგზავნიდა 15 წლის ასაკის ბიჭი

„უარყოფითად იმოქმედებს EU-ს სტატუსის მიღებაზე“ — გიგიაძე რუსეთთან ფრენებსა და უვიზოზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი , საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, უარყოფითად იმოქმედებს წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას გიგიაძე აღნიშნავს, რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების

„უარესდება პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა" | სამინისტრომ მეტადონის გატანება შეზღუდა

ჯანდაცვის სამინისტრომ ოპიოიდებით ჩანაცვლებით პროგრამებში ჩამანაცვლებელი პრეპარატის (მეტადონი, სუბოქსონი) გატანა უფრო შეზღუდა. 24 იანვრამდე არსებული რეგულირებით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების შეუძლებლობის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის ჩანაცვლებითი პრეპარატის მიღება/გატანა შეეძლოთ. განხორციელებული ცვლილებით კი პაციენტისთვის მისაწოდებელი პროდუქტის ულუფა 1 დღის ოდენობამდე შემცირდა. ცვლილება აგრეთვე შეეხო განსაკუთრებულ

„ტყვედ ასობით რუსი ჩაგვბარდა, ყველას ჰუმანურად მოვეპყრობით“ – ზელენსკი

კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, უკრაინულ ძალებს ტყვედ ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ამბობს, რომ უკრაინული მხარე ტყვეებ ჰუმანურად მოეპყრობა. „უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაგვბარდა ტყვეთ და ყველა მათგანს ჰუმანურად მოვეპყრობით – ასეთი მოპყრობა მათ თავიანთ, რუსულ ჯარშიც არ ჰქონიათ“, – ციტირებს მას „მედუზა“. ზელენსკიმ აგრეთვე მოუწოდა უკრაინელებს, „ისევე ეფექტურად და ერთიანად იმოქმედონ, როგორც ომის პირველ კვირებსა და თვეებ
×
×
  • შექმენი...