Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.885
  • comments
    0
  • views
    721.703

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინაში ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე მოკლეს

უკრაინაში დაიღუპა ბატალიონ „ოსეთის“ მეთაურის მოადგილე, ვიქტორ ჟიდაევი, რომლის სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. ტელეგრამის არხ "ალანიაში" გამოქვეყნებული ნეკროლოგის თანახმად, ჟიდაევი, რომელსაც სამხედროები „ვიტოსის“ მეტსახელით იცნობდნენ, ორი კვირის წინ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიალომ დააჯილდოვა მედლით „ოსეთის დიდებისათვის“.     საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი InformNapalm-ი 2018 წელს აღნიშნავდა, რომ ასეთი სახელისა და გვარის კაცი, ასევე ჩრდილოეთ ოს

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან

ნიკა მელია - პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა მიმაჩნია, რომ მსგავსი გეგმა ჩიხში შეიყვანს ოპოზიციას და არა ხელისუფლებას

ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, ოპოზიციამ კონკრეტული საკითხების გარშემო უნდა ითანამშრომლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად ს

ლევან დავითაშვილი - მომავალი წლის დასაწყისში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შესაძლებელი იქნება საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება

ემირატებში ვიზიტის დროს განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძ

კელი დეგნანი - აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა, რათა გადაწყვეტილებები დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე

აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რათა გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომელსაც ჟურნალისტებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა. კელი დეგნანის თქმით, ბევრ ქართველ მოსამართლესთან ჰქონდა შეხვედრა, რომლებიც ამბობენ, რომ დაინტერესებული არიან აშშ-ში მ

რუსეთში მობილიზაციის დასრულებისთანავე საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

დღეიდან, 1 ნოემბრიდან რუსეთის არმიაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა არმიაში 120 ათასი წვევამდელის გაწვევაა დაგეგმილი, მობილიზაციის დასრულებიდან მალევე, რომლის ფარგლებშიც 300 ათასი ადამიანის გაწვევა იყო გათვალისწინებული. რუსეთის გენშტაბის თანახმად, ახალწვეულებს უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში არ გაგზავნიან. სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება ითვალისწინებს წვევამდელების გაგზავნას კონფლიქტის ზონაში გაწვევ

შსს: ამოვიღეთ 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", ასევე "კეტამინი", "სუბუტექსი", "ჰეროინი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს. ჯამში ამოღებულია 2კგ-ზე მეტი "კოკაინი", 490 აბი "სუბუტექსი", ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება "კეტამინი" და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, "ჰეროინი" და "ალფა პვპ". "სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელ

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრაზე საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი: – კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა – მერიის ანგარიშვალდებულე

IAEA ამოწმებს უკრაინის ორ ობიექტს, სადაც რუსეთის მტკიცებით, "ბინძურ ბომბებს" ამზადებენ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაიწყეს ორი ობიექტის შემოწმება. სააგენტოს ექსპერტები კიევმა მიიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ე.წ. ბინძური ბომბების დამზადებასა და მათი გამოყენებით პროვოკაციის მზადებაში. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ინსპექტორები ორი ობიექტის შემოწმებას მალე დაასრულებენ. გროსი შედეგების საფუძველზე მომზადებულ წინასწარ დასკვნას ამ კვირაში გამოაქვეყნებს.

ანა ბუჩუკური - პრაიმერიზზე საუბარი „ქართული ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში მასკარადის მოწყობის მცდელობაა

ეს არის „ოცნების“ დახმარება და ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ, მასკარადის მოწყობის მცდელობა, სირცხვილია და უხერხულია, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოს“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტების კითხვას, პრაიმერზით ოპოზიციური პარტიების სიაში წევრთა რიგითობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. „ვიდრე გავიგებდი, ვისგან მოდის ეს ინიციატივა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბატონი ვაშაძე, რადგან ის გამოირჩევა ასეთი ინიციატივებით, რომელიც საბოლოო ჯამში ერთადერთი, რასაც აკეთებს, ეს არის „ოცნების“ გ

„ესოშიეტიდ პრესი“ - აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირებას ახორციელებენ

უკრაინაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედროების მცირერიცხოვანი რაოდენობა გასვლით ინსპექციას ახორციელებს, რათა უზრუნველყონ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სათანადოდ აღრიცხავენ დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანს, რომელიც მედიას ანონიმურად ესაუბრა, არ უთქვამს, კონკრეტულად სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან ამერიკელი სამხედროები ფრონტის ხაზთან.

მომხმარებელს დღეიდან უფლება აქვს, შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი

საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია, ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და

გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს

გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა შეაჩერა და არ შეუწყვიტავს. „მჯერა, მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა განახლდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ. ამისთვის 18 ნოემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს ინიციატივა შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. სხვაო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება საომარ მოქმედებებს უნდა გამოეყოს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს, რომ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება საომარ მოქმედებებს უნდა გამოეყოს. ამის შესახებ ჰულუსი აკარმა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კურბაკოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. როგორც თურქული მედია წერს, მოლაპარაკებების დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა „მარცვლეულის შეთანხმების“ მნიშვნელობას. აკარის თქმით, ამ შეთანხმების საშუალებით უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტი მოხერხდა. თურქი მინისტრის განცხ

საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა

საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. „ჩვენ არაერთხელ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩვენი სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მივიღეთ შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში ხელს არ უწყობს საცირკო ხელოვნებასო. სულ ბოლოს ასეთი შენიშვნა ჩვენ მივიღეთ მინისტრის საათის დროს პარლამენტში. ვინაიდან,

ძალაში შევიდა კლინიკების დაფინანსების ახალი წესი, რომლითაც ერთსა და იმავე მომსახურებას ყველა კლინიკაში ერთნაირი ტარიფი ექნება

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე

გიორგი ბახტურიძე - ყოველი მეხუთე მოქალაქე საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ნაადრევად გარდაცვლილი ადამიანია, მწეველების საშუალო ასაკი 56 წელია

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, თუ 1-ელი იანვრიდან კომპანია რეგულაციას დაარღვევს და თამბაქოს შეფუთვა სადა არ იქნება, ის 5000 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთფეროვანი კოლოფები მნიშვნელოვანი ბერკეტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში თამბაქოსადმი ინტერესი და მიმზიდველობა დაიკარგოს. მან სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაცემებზე დაყრდნობით,

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ 87 000 კვადრატული მეტრის ფართში 179 000 კვადრატულ მეტრამდე ფართი გაცვალა

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ, ჯამში, 86 794 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ 178 996,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტმა 45 584 კვ.მ-ის ფართის ქონების გაცვლა-გამოსყიდვა განახორციელა, რისთვისაც მას ჯამში, ბიუჯეტიდან 142 756 ლარი აქვს გადახდილი, ფართების ნაწილის გაცვლისთვის კი, მესაკუთრეებს 84 127,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გადას

ვალერი ზალუჟნი - ომს ვაწარმოებთ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?

ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულო ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში. „გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 72 470-მდე რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 650 ბოლო დღე-ღამეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 72 470-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 650 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2698 ტანკს, 5501 ჯავშანტექნიკას, 1730 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 276 საბრძოლო თვითმფრინავს და 257 ვერტმფრენს, 4143 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1415 უპილოტო საფრენ აპარატს, 154 ერთეულ სპეცტექნიკას,

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. „როგორც ჯანდაცვის მინისტრ

გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. "ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - აღნიშნა მან. გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება. ipn

ვლადიმერ პუტინი - მადლიერი ვარ ალიევის შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორც ხედავს, შეხვედრის მიზანია 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. პუტინის თქმით, მადლიერია ალიევის იმ შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, დღეს კი, უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად. „მადლობა, რომ ჩამ

დევი მეზურნიშვილი - პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში, ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქ

დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა

"დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა." მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ. ფოტო: Alex Siradzé Entrepreneur Georgia
×
×
  • შექმენი...