Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.909

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის ნიშანია“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ის აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება, მას პირველ მერცხალს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ წერს. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ

სოფო ხორგუანის ჩართვა აქციიდან - ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა ავტოკრატიულ რეჟიმად და ავტოკრატიული რეჟიმი, რისი რეჟიმია, თუ განსხვავებული აზრი აიტანა... ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

სოფო ხორგუანის ჩართვა აქციიდან - ეს ხელისუფლება ჩამოყალიბდა ავტოკრატიულ რეჟიმად და ავტოკრატიული რეჟიმი, რისი რეჟიმია, თუ განსხვავებული აზრი აიტანა? ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ! სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.   AQNBtK5JxS1uQsiRLcttLq69xqCX7MgxVgxNj_VejuDYOMNgUWMTOB0QFMGNKR5wPrqyFlSIKTpzWE6wcJ6-ZpEm.mp4

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძის თქმით, თანამდებობას ტოვებს. გაბეხაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მას პირველი მერცხალი უწოდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს ფაქტი „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია“. პუბლიკა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ პირების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი და ვახტანგ გომელაური

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, ვისაც ლიეტუვაში შესვლა აეკრძალათ, მათ შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. „უარი ეთქვათ ლიეტვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირ

პრემიერი მიხეილ ჯანელიძის და თინა ხიდაშელის შეთავაზებაზე - ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა, თუ სურვილი აქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ საჯარო დისკუსიაში

ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სურვილის შემთხვევაში, დისკუსიისთვის მზად არის. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს ს

ანდერს ფოგ რასმუსენი - აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს

აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდ ძალადობას პასუხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ ყველა მათგანის გვერდით ვდგავართ, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.   ipn

რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნებია – ჯაში

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი ვადამდელი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა მოლაპარაკებების გზით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, პოლიტიკურად ნეიტრალური მანდატის მიუხედავად, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობას ან გაეროს გენერალური მდივნის მიერ კრიზისულ სიტუაციებში დანიშნულ საგანგებო ელჩს შეუძლია მიუკერძოებელი მედიატორის როლის შესრულება. „2019 წლის ნოე

საჯარო პროტესტის შემდეგ კალაძემ თანამდებობის დატოვება მომთხოვა – ნინია მაჭარაშვილი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ კრიტიკის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ნინია მაჭარაშვილის ცნობით, გაერთიანების დირექტორის განთავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროი

მეთიუ მილერი - სანქციებს ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ, როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ვაკეთებთ - აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას

ნათლად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რაც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ საპასუხო ზომებზე. „როგორც იცით სანქციებს ამ ტრიბუნიდან წინასწარ არ მიმოვიხილავთ, მაგრამ როდესაც სანქციების შესახებ განცხადებები გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მათ ვაკეთებთ. თქ

საქართველოს ელჩი ჩეხეთში გადადგა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე გადადგა. „დავწერე განცხადება ჩეხეთში საქართველოს ელჩის პოსტიდან გადადგომის შესახებ. დიდი პატივი იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებისთვის თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შემეწყო მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისთვის, და დამეცვა მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა. მე საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები“, — წერს მაისურაძე X-ზე.   თეა მაისურაძ

სენატორები რიში და შაჰინი - დროა, აშშ-ის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ - ქართველი ხალხი იმის ცოდნას იმსახურებს, რომ აშშ ვითარების გაუარესების ფონზე უქმად არ იჯდება

აშშ-ის კონგრესში ქართველი ხალხის მიმართ ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ. „ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული ვითარებით, სადაც მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უხეში ძალითა და ძალადობით დაუპირისპირდნენ. ეს საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომე

მოქალაქის თქმით, სპეცრაზმელებმა სცემეს და ფეხსაცმელიც კი წაართვეს

აქციაზე დაკავებული დავით ჯალიაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა, დაკავების პროცესში და მის შემდეგაც,  სასტიკად სცემეს, ხოლო ერთ-ერთ სხვა დაკავებულს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ. ამასთან ერთად, ჯალიაშვილის თქმით, ძალოვნებმა მას ფეხსაცმელიც კი წაართვეს. „ფორმულასთან“ საუბარში იგი ყვება, რომ 1 დეკემბრის 4 საათზე დააკავეს, შემდეგ კი: „ვცდილობდი ხალხს დავხმარებოდი, გარეთ გამეყვანა, სადაც არ დაიჭერდნენ. მე დამიჭირეს ამ დროს. აქციის მონაწილე რომ მეგონა, რობოკოპი ან შენიღბული ვინმე ყოფილა. ე

შემოსავლების სამსახურის 150-მდე თანამშრომელი - ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ვრჩებით კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ერთგულები

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და ემიჯნებიან საქართველოს მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის მომდევნო 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით. განცხადებას ხელს შემოსავლების სამსახურის 150-მდე თანამშრომელი აწერს. „ჩვენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, წლების მანძილზე აქტიურად ვართ ჩართულები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რასაც საბოლოოდ საქართველოსთვის კანდიდატ

საია - 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - დევნიდნენ დემონსტრანტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ და ისროდნენ გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. მათივე ცნობით, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო. „შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას. აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდ

ჯო უილსონი - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულ

სალომე ზურაბიშვილი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე - სრული პროპაგანდა - ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ლეგიონის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი რუსულ დეზინფორმაციად აფასებენ და უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩამოსვლას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას გეგმავენ. „ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღ

შსს-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს

2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება. დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. იპნ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართ

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია. „გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყ

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა - ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით - აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს. „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვ

ნატო-ს გენერალური მდივანი - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად - ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და ვგმობ მას

ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, როდესაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას. „მტკიცედ მჯე

ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს – საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 60 თანამშრომელი აწერს, აღნიშნულია, რომ გრძნობენ, რა მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. „საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია,

აქტივისტის და ბლოგერის, დოდი ხარხელის სახლში პოლიცია შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ დააკავეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში. მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აკავებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ. შსს-ს ამ დრომდე არ ამბობს მიზეზს და იმას არის თუ არა ოფიციალურად დაკავებული დოდი ხარხელი. პოლიციაში არც იმას აცხადებენ რა მუხლით მიმდნარეობს გამოძიება. დოდი ხარხელის საცხოვრებელ სახლში პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინ

„საკუთარი საწვიმარი თავზე გადამაფარეს და მცემეს. ორს ვეჭირე, დანარჩენები სახეში მირყამდნენ“ - მოქალაქე

2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე ნაცემი მოქალაქე ლაზარე მაღლაკელიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ გუშინ გამთენიისას დააკავეს და სპეცრაზმელებმა  რამდენჯერმე სცემეს. მან ინგოროყვას კლინიკა ამ დილით დატოვა. ლაზარე მაღლაკელიძე ჰყვება, რომ ცემის შემდგომ გონება დაკარგა, გამოფხიზლებულს კი ისევ თავიდან დაუწყეს ცემა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტ

„წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს“ - მოქალაქე

მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი, „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.   publika
×
×
  • შექმენი...