Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.975

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქალაქი თურქეთში, სტიქიის ზონაში, სადაც არცერთი შენობა არ დანგრეულა - რა გახდა ამის მიზეზი და ვინ არის ერზინის მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვალს მომ­ხდარ­მა და­მან­გრე­ველ­მა მი­წისძვრამ ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ამ დრომ­დე აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. მა­შინ, როცა სტი­ქი­ამ თით­ქმის მთლი­ა­ნად მი­წას­თან გა­ას­წო­რა თურ­ქე­თის ჰა­თა­ის პრო­ვინ­ცია, ამა­ვე პრო­ვინ­ცი­ა­ში არის ერთი ქა­ლა­ქი, ერ­ზი­ნი, სა­დაც ერთი შე­ნო­ბაც კი არ დან­გრე­უ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 7.7 და 7.6 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მქო­ნე ორ­ჯერ გა­მე­ო­რე­ბუ­ლი მი­წისძვრის ძალა ამ ქა­ლაქ­შიც

ანრი ოხანაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ამის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს

„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგე

ზურაბ აზარაშვილი - აფთიაქთა უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები თურქულ და იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც არ იყო გავრცელებული რეფერენტული ფასები, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შეთანხმებულ მოქმედებებთან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აფთიაქების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტების ფასები როგორც თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე, ასევე იმ მედიკამენტებზეც, რომლებზეც ე.წ. რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა. აზარაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებებს. „მინდა, შევეხო მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა. 15 თებერვლიდან მედიკამენტების ნაწილთან მიმართებით ძალაში შევიდა რეფერენტული ფასები და მაქსიმალ

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის“ დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია „უცხოური

სკვერების თვითნებურად გადათხრა-დაზიანებასა და მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე დატოვებაზე საჯარიმო სანქციები შემოდის

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო, ფიზიკური პირი - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილე

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო უწყებები - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ამის შესახებ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ბალტიისპირეთის ქვეყნების პირველი დიპლომატები აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ

ლინას ლინკევიჩუსი - მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ „მიესალმება საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი“. „ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმა. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და სა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მდინარე რიონზე მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების კვლევა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ. „მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის პრეზიდენტის დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი არსებობს, ეს არის გარდამტეხი მომენტი

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ ეჭვს არ ტოვებს, რომ ამ აგრესიის დასრულება რუსეთისთვის იქნება მისი პასუხისმგებლობის მთელი სპექტრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული კვირა აღინიშნა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულების მორიგი სერიით, რომელიც დაკავშირებულია მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებთან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ტერორ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მი

მედია - უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს კიევ-პეჩორის ლავრა სამუდამოდ უნდა დატოვონ

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს კიევ-პეჩორის ლავრა სამუდამოდ უნდა დატოვონ. მანამდე, ბერებმა მორწმუნეებს მოუწოდეს ლავრაში ერთობლივი ლოცვისთვის მისულიყვნენ. შეგახსენებთ, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია 29 მარტამდე უნდა დატოვონ. უკრაინის მთავრობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია. იპნ

გურამ მაჭარაშვილი - მოსამართლეთა დასანქცირება უსაფუძვლოა! - აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა

აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა - არ შეიცვლება „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არსებობს გარკვეული ინფორმაციები და საზოგადოება ეტაპობრივად უფრო მეტს გაიგებს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. ამავე კონტექსტში მაჭარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გამართლებულია, რაზეც აშშ-სთან მიმართებაში აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის ისრაელის, ნატოს წევრი თურქეთისა და ნატო-სა

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული მედიის აკრედიტაციის წესი პრობლემურია და შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს სადავო წესში ცვლილება შეიტანოს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობა

საგარეო უწყება - თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან

თურქეთში საქართველოს საელჩო, სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და ასევე, მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა და ყველა მიმართულებით მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგ

არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა მოსამართლეებზე შურისძიების მორიგი მცდელობაა - რადიკალური ოპოზიცია ვერ ეგუება იმას, რომ ამ მოსამართლეებმა გაასამართლეს მათი ყოფილი პოლიტიკური ლიდერები

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა სასამართლო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. მისივე თქმით, ინიციატივა ასევე, ევრორეკომენდაციების საბოტაჟია, რადგან ოპოზიციამ იცის, რომ სასამართლოს დაზიანებით და ამ პროცესის წამოწყებით, ისინი რეკომენდაციების შესრულებას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ეფექტურად შეუშლიან ხელს. ამასთან, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, საგამოძიებო

კახა კალაძე - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, ისე არიან დაბოღმილი, არ იციან, რა თქვან, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, არ იციან, რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ „ოპონენტების განცხადებით, სამუშაოები მერიას ზაფხულში უნდა დაეწყო“. კალაძის თქმით, „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე“. „კარგი, ვთქვათ, დავიწყეთ ზაფხულში. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი ხომ გადაიწევ

წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, მე-19 საუკუნის სამარხს წარმოადგენს [ფოტო]

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში აღმოჩენილია მიწისქვეშა ნაგებობები, რომლებიც, სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის სამარხს. მათივე ცნობით, შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე სამუშაოები წარმოებს სწორედ სპეციალისტების ზედამხედველობით, შესაბამისი წე

შვედეთის ელჩი - შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში

ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირ

კახა გოგოლაშვილი - რა არის ვიზის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში ცუდი? - ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დათბობა - აქტორთან აბამ "ფლირტს", რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რაზეც შენი მომავალია დამოკიდებული?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარის და ძალადობის ჩადენისთვის წარდგენილ ბრალდებაში, ლაშა ნაკაიძე დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ლ.ნ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - ვოლოდიმირ ზელენსკის „ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის წინადადებით არ მიუმართავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკოფოროვი „ფეისბუქში“ წერს. „The Times-ის ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს“, – წერს ნიკოფოროვი. მანამდე, The Times-მა

მიხეილ დაუშვილი - უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ერთი - ქვეყნის შიდა რეფორმები უკეთესი ქვეყნისთვის და მეორე - კანდიდატის სტატუსის წარმატებით მიღება ევროკავშირის წევრობისთვის

,,უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ერთი - ქვეყნის შიდა რეფორმები უკეთესი ქვეყნისთვის და მეორე - კანდიდატის სტატუსის წარმატებით მიღება ევროკავშირის წევრობისთვის.   მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იყო და არის, „ოცნების ხელისუფლება“ კიდევ უფრო ურტყამს და ამცირებს ნდობას ამ ორგანოს მიმართ. ამას „ოცნება“ აკეთებს იმით, რომ როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ასევე წევრების არჩევის წესი იცვლება არსებითად და ამ კანდიდატურ

ირაკლი კობახიძე - რაც ვახტანგ გომელაური შს მინისტრია, ყველა ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შს სამინისტროს მხარეს

რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.   მისივე თქმით, მოძალადეები, რომლებმაც 7-8 მარტის აქცი

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალა

„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი - სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა

სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ ფაქტის შესახებ პროკურატურას

ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევითი მოქმედებები მიმდინარეობს, უკრაინელი სამხედროები დადებითად არიან განწყობილი, ასე გადაეცით პუტინს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“. ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განცხადება გააკე
×
×
  • შექმენი...