Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.930

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახარია აშშ-ს ივანიშვილის და „ოცნების“ სანქცირებას მოუწოდებს

გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და „ოცნების“ ლიდერები. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა „აშშ-ს პასუხი სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია ვამბობთ: „ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას. ეს

ნათია მეზვრიშვილი - გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს. მეზვრიშვილის განმარტებით, ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, „რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი“. „ეს განცხადება იქნება ივანიშვილის და მისი ა

პრეზიდენტი - პრემიერის განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია

პრემიერის დღევანდელი განცხადებები, მერე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ არ ელოდებოდა საზოგადოებისგან იმგვარ რეაქციას, როგორიცაა და „დაბნეულები არიან“. „არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არა მხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იცია

პრეზიდენტი - საკონსტიტუციო სასამართლო სხდომას არ ნიშნავს - ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში

საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას, ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა - სარჩელის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მის სარჩელზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მ

პრეზიდენტი - გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, ვითომც უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან ან ჩამოსულები არიან, რომ როგორც სამხედროები ჩაერთონ პროტესტში, რაც პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებულების ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა. „მათი დაცვა, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოებიდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს,

პროტესტი უნდა დარჩეს თვითორგანიზებული, არ სჭირდება პარტიების ჩარევა, არც ჩემი - ზურაბიშვილი

„ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, და თვითორგანიზებით. არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს? – ზურაბიშვილმა რამდენიმე ასპესქტზე გაამახვილა ყურადღება: publika

თეიმურაზ ჯანჯალია: თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ამბობს, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი გუშინ, 30 ნოემბერს დატოვა. დღეს, 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო. publika

სენატორი ჯიმ რიში - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. „ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება“, - წერს ამერიკელი სენატორი.

ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "საპროტესტო აქციებს ახშობდა", ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. იპნ

მოვუწოდებ “ოცნებას” შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა- გია დვალი

ფიზიკოსი გია დვალი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების დარბევა. “ქართულ ოცნებას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს თუ რამხელა კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების დარბევა და დათანხმდეს ახალ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური კონტროლით. ამ კრიტიკულ პერიოდში პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც სტაბილურობის და ქვეყნის სუვერენიტ

შსს - მოვუწოდებთ მშობლებს და კანონიერ წარმომადგენლებს, ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები - ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ასევე, შსს აფრთხილებს აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. „საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუა

პროტესტი დარბევის შემდეგაც გრძელდება

მას შემდეგ რაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, გაუსწორდა მოქალაქეებს მეტროში და დააკავა მათი ნაწილი, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა. მზიურთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა აქაც გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ერთი მოქალაქე ძალადობრივად დააკავა. მოქალაქეები შეიკრიბნენ ვაკის პარკთანაც. netgazeti

ილია თოფურია - ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე - მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს, ამას თავისუფლება არ ჰქვია

ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს, - ამის შესახებ UFC-ის მებრძოლი, ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს. თოფურია ეხმაურება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განვითარებულ მოვლენებს „ინსტაგრამზე“ და წერს, რომ რცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. “ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე. მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს

გიორგი გახარია - მივმართავ საქართველოს მეგობრებს აშშ-ში: ქართველი ხალხი ისმენს თქვენს მხარდაჭერას, მაგრამ ითხოვს მოქმედებას - სიტყვები აღარ კმარა, ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მარტო ამ ბრძოლაში, დადექით მათ გვერდით ახლა, სანამ გვიანი არაა

ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები და ამ ქმედებებით, მხარი დაუჭირეთ ქუჩაში მყოფ ხალხს, რათა მივაღწიოთ არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას, - ასე მიმართავს „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს. ის მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხალხი მოქმედებას ითხოვს, რადგან სიტყვები აღარ კმარა. „საქართველოს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში: ქართვ

გაი ვერჰოფშტადტი - ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები მათ, ვინ პასუხისმგებლები არიან საქართველოში ძალადობაზე - დროა, სიტყვების ნაცვლად, ევროპამ იმოქმედოს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ამბოხის დროს ძალადობაზე, - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი და ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაი ვერჰოფშტადტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროპამ, საუბრის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. „ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები შინაგან საქმეთა

სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომ თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! - აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც პროტესტს ხელს აწერს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. „სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვ

გიორგი ბახუტაშვილი - მირტყეს, ჩემს გარშემო ადამიანებსაც უმოწყალოდ ექცეოდნენ - უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი გამოვიყვანე და მეორე ბიჭის გამო შევბრუნდი, რა დროსაც ცემით შემაგდეს მანქანაში - ბევრი რგოლია ჩართული სისტემურ დანაშაულში

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, დღეს დილით, 06:00 საათზე დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსახიობი განმარტავს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა გულწასული ადამიანის დახმარებას ცდილობდა. ბახუტაშვილის თქმით, მასაც, ისევე როგორც დემონსტრანტების უმეტესობას, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „დღეს დილი

მიხეილ ჯანელიძე დისკუსიის გამართვის შესახებ ირაკლი კობახიძის შეთავაზებაზე - მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია

მზად ვარ თქვენთან ერთად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავჯდე და გავმართო საჯარო დისკუსია, - ამ შეთავაზებით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო“. “მგონი, კარგად მიცნობთ და ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ. თუ რაიმე შედეგს მიაღწია “ქართულმა ოცნებ

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ჩვენ, საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების” მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, დაფიქსირებულ პოზიციებს, და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს და “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას. ტექნოლოგიური სექტორი მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყნის სწრაფ განვითარებაში. საქართველოს

მზექალა შანიძის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვა თანამშრომლების განცხადება ევროპული კურსის მხარდასაჭერად

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. ისინი გმობენ დემონსტრანტებზე ძალადობასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულ

თბილისში აქციის დარბევისას IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური დააკავეს

2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული.

აქციებზე დაკავებულ 17 და 21 წლის პირებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით 17  და 21 წლის პირები არიან დაკავებული. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით,  მიმდინარე აქციების ფარგლებში, „ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად იფიცებიან და გაკვეთილებზე არ შედიან. სკოლებს შორის, სადაც მოსწავლეები პროტესტს გამოხატავენ, არის თბილისის 52-ე საჯარო სკოლის, თბილისის 199-ე საჯარო (კომაროვის) სკოლა, ილია მართლის სახელობის სკოლა, ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა, ქობულეთის 138-ე სკოლა, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა… ფოტო: Facebook-ის ჯგუფიდან „დაიტოვე“   ნეტგაზეთი

ISFED, TI, საია კალაძის განცხადებაზე: დაუშვებელია პირის იძულება, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები. განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა. 1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოც

გიორგი გახარია - როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე ვიყავი, კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ

როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი, დღევანდელებივით კი არ ვიმალებოდი, სადმე კონფლიქტი თუ იყო, წინა ხაზზე მე ვიყავი. კი არ ვქეიფობდი, მაშინ როცა ხალხს არბევდნენ, ვიყავი იქ - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარია სახალხო დამცველის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ლევან იოსელიანი მასზე საუბრობს და აღნიშნა, რომ სჯობს, სახალხო დამცველმა აქციაზე დაკავებული მოქალაქეები დაიცვას. „მე, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ
×
×
  • შექმენი...