Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.921

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.   იპნ

კინემატოგრაფისტებმა და კინომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

თბილისში, პროტესტის მე-19 დღეს კინემატოგრაფისტებმა და კინოს მოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.  ისინი აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი კინოთეატრ “აპოლოსთან” შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ.  “შეუძლებელია ადამიანი იჯდეს ციხეში და შენ ითამაშო სპექტაკლი ან გადაიღო კინო და თქვა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ ეხება”, – ამბობს რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, რომელიც დღეს კინემატოგრაფისტების მარშზე მივიდა.  “გარდა იმისა, რომ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პატივისცემას, ჩემი აზრი

ზოოპარკში მიყვანილ ლომის ბოკვერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ლომის ბოკვერს, რომლის ვიდეოც რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად თბილისის ზოოპარკში მიიყვანა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა. ის წერს, რომ დღეს თავად იმყოფებოდა ბოკვერის მოსანახულებლად და, როგორც დირექტორი ზურაბ გურიელიძისგან გაიგო, თუ ლომს ზოოპარკში არ მიიყვანდნენ, ის მალე დაიღუპებოდა. “მე რომ მივედი, კიდეც კნაოდა, მაგრამ თავს ევლებოდა ახალგა

ჯო უილსონი - მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს. „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი. ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა

რას წერს ციხიდან გამოგზავნილ წერილში პროევროპული აქციის მონაწილე რეზო კიკნაძე

პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აგზავნის. TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში ის აღწერს მისი დაკავების დღეს – “ყველაზე საშინელი დღე ჩემთვის”. ის, ასევე, ჰყვება სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლე მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “ჩემი დაკავება, რეალურად, მოხდა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირდაპირ გასატარებელი ავტომატების წინ, მაგრამ მათ გააყალბეს ოქმები და ჩაწერეს, ვითომდა დამაკავეს ლისზე. ანუ ადგილზე, სადაც ცხოვრებაში ერ

ანტიკორუფციული ბიურო ფეისბუკზე რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს

სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს,  ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ბიუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა, გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება, 2025 წელს 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში. შესყიდვების სააგენტომ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა. netgazeti

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იშლება!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იშლება. როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს. „არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ. ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალ

თსუ-ის სტუდენტები: ვცვლით ბრძოლის სტრატეგიას, სადამდეც საჭირო იქნება დავრჩებით პირველ კორპუსში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპირებენ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის პირველი კორპუსში ღამე გაათენონ და იქ დარჩნენ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. მათი თქმით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება სანამ თანამებრძოლებს თავისუფლებას არ მოუპოვებენ და საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არ დაბრუნდება. სტუდენტები ამბობენ, რომ ახალა, როცა მათთვის ყველაზე ძვირფასს – ქვეყანას ართმევენ, მიუღებელია აუდიტორიებში ყოფნა და ქულებზე ნერვიულობა. მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდე

მერიაში ადასტურებენ, რომ დოლიძეზე გაფიცულებს მათი თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ, “თუმცა მათ არ დაუწყიათ”

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გუშინ, 15 იანვარს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად თბილისის  მერიის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. მედიის ცნობით, მოძალადე ჯგუფთან ერთად, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ: თბილისის მერიის თანამშრომელი – თენგიზ ფოფხაძე თბილისის მერიის თანამშრომელი – ლუკა ბერბიჭაშვილი თბილისის მერიის თანამშრომელი – გია ზაქარაია თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი – დავით დოლიძე თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ი

შათირიშვილამდე მე მთავაზობდა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას – ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა. „ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას

ბერდია სიჭინავა - „ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი

„ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმა პოლიტიკური შურისძიების აქტი იყო, რომლის ავტორი ბი

გიორგი გახარია - მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად

მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“.

ბექა ლილუაშვილი მთავრობას - როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? - პასუხისმგებლობა აიღეთ, სესხების პრობლემის მოგვარებაში მაინც დაეხმარეთ

საქართველოს მთავრობა, როდის უნდა გაუჩნდეს ჭიათურის დაზარალებულ მოსახლეობას თქვენი იმედი? წინასაარჩევნოდ ხომ კარგად არბენინებდით ადგილობრივ ოლიგარქატს ხმების მოსაქუჩებლად? პოლიციას და ძველბიჭობას პირადობების დასატყვევებლად?! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ლილუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს და დაზარალებულ ადამიანებს საბანკო სესხების პრობლემის მოგვარებაში მიეხმაროს. „საქართველოს მთავრობა როდის უნდა გაუჩნ

ფიფას ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ირანის ნაკრები არ უნდა დაუშვან, ცნობას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. ბლატერი თვლის, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომელიც მოჰყვა თავსაფრის არასწორად ტარებისთვის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს, ირანის გუნდი უნდა ჩამოაშორონ ტურნირს. 11 ნოემბერს შვეიცარიულ ტაბლოიდ Blick-ს მოჰყავს ბლატერის სიტყვები. 86 წლის

პაველ ჰერჩინსკი - იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება,მაგრამ ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ელიტაზე - ეს მოითხოვს, რომ 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით, ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის განხორციელებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

ანჯეი დუდა - არ არსებობს მინიშნება, რომ პოლონეთზე წინასწარ განზრახული თავდასხმა მოხდა - ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, არ არსებობს მინიშნება, რომ სამშაბათს ჩამოვარდნილი რაკეტა პოლონეთზე „წინასწარ განზრახული თავდასხმა“ იყო. "არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 ტიპის რაკეტა. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ამასთან, დუდამ დასძინა, რომ არსებობს „ბევრი მინიშნება“, რომ ეს იყო საჰაერო თავდა

იენს სტოლტენბერგი - ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად გაისროლეს, მაგრამ ეს არ არის უკრაინის ბრალი

არ გვაქვს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმის შედეგი იყო, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან - ის ამ ომს ვერ მოიგებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაერო-ს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს

დავით ხიდაშელი - საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია, მე მთავრობის არ მწყინს, კანონმდებლობაა შესაცვლელი - მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია?

საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია - მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ კანონმდებლობაა შესაცვლელი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია. „საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უ

ანრი ოხანაშვილი - ვინმე თუ მზადაა, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამას ძლიერი პროტესტი მოჰყვება, ეჭვს აჩენს, რას შეიძლება, შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა

ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალება იქნება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ხალხის შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ხალხს პროტესტი გაუჩნდეს და საზოგადოე

ანდრია ჯაღმაიძე - რაც ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს - რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევებისას თუ მომხდარა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს. ამის შესახებ ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქში" წერს. „გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა. როგორ მივედით აქამდე?! - ყოველგვა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა აგრესიაზე პასუხი რომ აგოს, სპეციალური ტრიბუნალია საჭირო, უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად

იმისთვის, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი აგოს, საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი და უკრაინა ყველაფერს აკეთებს მის შესაქმნელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინამ უკვე დაამყარა თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და ეს პროცესი გაფართოვდება. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის აგრესიით დაზარალებული ყველა უკრაინელის სახელით, ქვეყნის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკ

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დღევანდელი იერეშებისას 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების დროს, შავი ზღვის ფლოტმა და ავიაციამ უკრაინის მიმართულებით 70-მდე რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 60-ზე მეტი საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყვეს. მათივე ცნობით, 38 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვისა და ვოლგოდონსკის რაიონებიდან აფრენილმა რვა თვითმფრინავმა გაუშვა, „კალიბრის“ ტიპის 22 ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის ფლოტმა, კიდევ ათი ფრთოსანი რაკეტა კი, შავი ზღვის რაიონიდან იყო გაშვებული. უკრაინის პრემიერ-მინის

ანდრეი კასიანოვი - უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება - ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა. „უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“, - ამის შესახებ აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა. „ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმ
×
×
  • შექმენი...