Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.511

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ რეისებს იწყებს - რა ეღირება ფრენა

ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება. შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულ

Gen Z-ის თაობას პატივისცემას ვუდასტურებ - ხუნდაძე

ამბობს "ხალხის ძალისა" და გაუქმებული რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხინდაძე "იმედის" ეთერში.

GDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) საპროტესტო აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ GDI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებს სწავლობს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ჭრილში. ახლა კი ანგარიში ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. G

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა

G20-მა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი შეათანხმა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებით, რომელიც G20-ის ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, „ოცეულის ჯგუფმა“ ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმა და უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით კომპრომისულ ფორმულირებებზე შეჯერდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "რთული მუშაობის შედეგად, დეკლარაციაზე კონსენსუსს მივაღწიეთ, რაც იმას მოწმობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე კომპრომისულ ფორმულირებებზე შევჯერდით. დეკლარაცია

FT: საქართველო ორი შესაძლო მომავლის წინაშეა, რუსეთთან მიახლოება ან პროევროპული გზა

Financial Times საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი, ტონი ბარბერი, რომელიც ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში ამბობს, რომ პოლიტიკური განწყობა საშინლად დაძაბული და პოლარიზებულია. ჟურნალისტი წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, საქართველო გადაიქცა ბრძოლის ველად ორი ფრონტით:  ქართულ ოცნებასა“ და მის ოპონენტებს და თითოეული მხარის შესაბამის რუს და დასავლელ მხარდამჭერებს შორის. ტონი ბარბერის შეფასებით, პოლი

Freedom House-ის ანგარიშით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებლი კიდევ გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კიდევ გაუარესდა. 2023 წელს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს შედეგი ერთი ქულით გაუარესდა და 34 ქულა შეადგინა. ქვეყნის ინდექსი მედიის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე შემცირდა: ანგარიშის მიხედვით, მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი არის კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენცია საქართველოში, რომელიც აფერხებს მმართველი ორგანოების ანგარიშვალდებულებას და გაშუქების შესაძლებლობ

Freedom House - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტები გადასინჯოს

ორგანიზაცია Freedom House-ი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლებას მათი გადახედვისკენ მოუწოდებს. „ვიმეორებთ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, რომ თუკი პარლამენტი მიიღებს საქართველოს ორ კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ, ამას საშინელი ეფექტი ექნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადასინჯოს ეს კანონპროექტები“, - აღნიშნულია Freedom House-

Fox News - რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს. მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტი

Fox News - ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების ბრძანებას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი საზღვრის უსაფრთხოებასთან და იმიგრაციასთან დაკავშირებით 11 აღმასრულებელ ბრძანებას გამოსცემს. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელებისა და საზღვარზე აშშ-ის ჯარების განლაგების განკარგულებას გასცემს. ასევე, ერთი-ერთი აღმასრულებელი ბრძანების თა

Fox News - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა. სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება.   იპნ

Forbes: რუსებმა ვოვჩანსკში, სავარაუდოდ, 83-ე სადესანტო ბრიგადა დაკარგეს

Forbes-ის ინფორმაციით, 9 მაისს – დღეს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს – დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში ისე დამარცხდა, რომ ბრძოლის უუნარო გახდა. სტატიის თანახმად, “რუსეთის გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაგეგმილი ეს შეტევა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, სავარაუდოდ, მიზნად ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას ისახავდა, რათა მძიმე არტილერია ქალაქ ხარკოვს მიახლოებოდა. რუს მეთაურებს, შესაძლოა, ვოვჩანსკიდან თვით ხარკოვისთვის შ

Forbes – კურსკში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა შეუერთდა

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა - შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. „ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომე

Forbes - საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს. „საქართველოში კომპანიების ასეთი მასიურ

Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა. „თებერვალში [რუსეთის] შეჭრამდე ბევრ უკრაინელს ის ეგონა მასხარა და დილეტანტი, რომელსაც არ შესწევდა უნარი, მიეღო გამოწვევა მაღალი თანამდებობის სახით, მაგრამ 44 წლის ზელენსკიმ მოახერხა ღირსეული ადგილი დაეკავებინა ისტორიაში იმის წყალობით, რომ არაჩვეულებრივი ლიდერობა და სიმამაცე გამოავლინა“, - წერს FT. უკრაინამ განაცვიფრა მსოფლიო, როცა კიევის შტურმი მოიგერია და კონტრიერიშზე გადავიდა დონბას

Financial Times-ი: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს „დაიკარგა“ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი „დაიკარგა“ რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი, რომელიც ამ ვითარებას „შავ ვაჭრობას“ უწოდებს. ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შევიდა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატრანზიტო საქონელი. ამასთან, აღნიშნავს გამოცემა, ამ „შავი ვაჭრობის“ რეალური მოცულობა ბევრად უფრო დიდია. ევროპაში წარმოებული

Financial Times - “დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება

“დიდი შვიდეული” გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უახლოვდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აშშ და ევროკავშირი ვერ ბედავდნენ ამ სახსრების უკრაინისთვის გადაცემაზე გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ვითარება იცვლება. ეს პირველ რიგში უკრაინის ხარჯების საკუთარი სახსრებით დაფინანსების კრიზისს უკავშირდება. Financial Times აღნიშნავს, რომ

FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ. როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითებ

FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება. Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება. „FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, —

FDA-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) სისხლის შედედების იშვიათი დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომლის ფასიც საკმაოდ სოლიდურია. მსგავსი: ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა... მისი ერთი დოზის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია და წარმოადგენს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ წამალს. ერთი შეხედვით, ფასი წარმოუდგენლად მაღალია, მაგრამ როგორც წამლის ფასთან მიმართებაში ეფექტიანობის უახლესი ანალიზი მიუთითებს, ფასი შედარებით

FBI-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა. „FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში. ფედერალური გამოძიების ბიურო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას დაეხმაროს, გააგზავნონ ის ელექტრონულ მისამართზე: FBI.gov

FBI-ის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა. ”FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია”, - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში. მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა. ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრ

Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Facebook-ი და Instagram-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. DownDetector-ის თანახმად, სოციალური ქსელების მომხმარებლებს პრობლემები აქვთ Facebook Messenger-თან დაკავშირებითაც. ბოლო მონაცემებით, “ფეისბუქზე“ 300 000-ზე მეტი ანგარიშის გათიშვის შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა, ხოლო “ინსტაგრამის“ გათიშივის შესახებ 47 000-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა. "მეტას" სერვისებზე პრობლემას გამოეხმაურნენ კომპანიაში. "ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს პრობლემა აქვთ ჩვენს სერვისებზე წვდომზე. ჩვე

Euronews - წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია , - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს. წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერ

EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - როდის იქნება შესაძლებელი ბილეთის შეძენა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება. კობახიძის თქმით, ბილეთების შეძენას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ. „ჩვენ ვსაუბრობდით ავია ბილეთების სუბსიდირებაზე, რაც უკავშირდება გერმანიაში

eurasianet -ი საქართველოსა და უკრაინის შესახებ სტატიას აქვეყნებს - სანქციებით საქართველო-უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა

„სანქციებით საქართველო უკრაინის ურთიერთობა უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოვიდა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა eurasianet. სტატიაში უკრაინის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებზეა საუბარი. „უკრაინის მთავრობამ საქართველოს ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ნათესავს სანქციები დაუწესა, იმ ფონზე, როდესაც კიევსა და თბილისს შორის გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მთავრობაში ქართველი ოპოზიციონერების ყოფნის გამო. ევროსაბჭოში საკამათო კენჭისყრასთან დაკ
×
×
  • შექმენი...