Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.629

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა

„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე თქმით, მოძრაობის მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო დგას. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, ამ დრომდე მთავარი საფრთხე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ომში ჩართ

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს - ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება მოძრაობის სამომავლო საქმიან

„ხავთასა“, „ლეკვი“, „მოლა“ და „ხონსკი“ - შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული გამოძიებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 4 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. შსს-ს განცხადებით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებულებიი არიან: 1977 წელს დაბადებული ი.ხ. (მეტსახელად „ხავთასა“), 1983 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად „ლეკვი“) და 1976 წელს დაბადებული ლ.ა. (მეტსახელად „

„ჭიათურის გადარჩენა თქვენშია ჩემო სტუდენტებო" - მაღაროელები სტუდენტებს მხარდაჭერას სთხოვენ

ჭიათურელმა მაღაროელებმა ხვალიდან, პარლამენტთან შიმშილობა დააანონსეს, – ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს, საპროტესტო აქციაზე გაკეთდა. მათი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო, იქამდე სანამ მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული არ იქნება. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაღაროელებმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. „ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნე

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ - 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია გაიმართება

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. პუბლიკა

„წიხლი, ფეხი, მუშტი, ხელში რაღაც პლასტმასები ჰქონდათ, ყველაფერი მირტყეს“ - მოქალაქე

მოქალაქე გიორგი ჩუტკერაშვილი, „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ, ძალადობის პროცესში სამართალდამცველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.   publika

„წითელი ხაზები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“ — გახარია „ოცნებაზე“

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ წითელი ხაზები „ჯერ არ გადაულახავს“. ამის შესახებ გახარიამ 9 დეკემბერს რაჭაში, პარტიის ადგილობრივ წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში კორუფცია ღალატის ტოლფასია. გიორგი გახარია ხშირად საუბრობს კორუფციასა და ნეპოტიზმზე, როგორც ქვეყნის მთავარ პრობლემებზე. ამავდროულად, კორუფციის არსებობას თავისი პრემიერობის დროს უარყოფდა. „რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება

„წარმოიდგინეთ, რომ გითხრან, წადი საკუთარი სახლიდან" - თემქაზე მოხუცთა პანსიონატი იხურება

„წარმოიდგინეთ, რომ მოვიდნენ თქვენთან სახლში და გითხრან, წადი აქედან. ამ სიტუაციაში ვართ“, – თემქაზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი იხურება. 82 წლის დონატა პანჩენკო უკვე 23 წელია, პანსიონატში ცხოვრობს. ცვლილებებს შიშით და ნერვიულობით ხვდება. ამბობს, რომ თემქაზე თავს კარგად გრძნობს და მიაჩნია, რომ უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებენ. მისივე გადმოცემით, ამ სიახლემ პანსიონატში მცხოვრები სხვა მოხუცებიც ააღელვა. ისინი უარს აცხადებენ გადასვლაზე და ორგანიზებულად არ აწერენ ხელს თანხმობის წერილ

„წამალი ბავშვებს“ — 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატის დაფინანსებით მოთხოვნით აქცია 29 აპრილს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება: „მშობლები უკვე წელიწადნახევარია ველაპარაკებით სახელმწიფოს.წელიწადნახევარი გავიდა უშედეგო საუბარში. სახელმწიფოს გულგრილობამ მშობლები ქუჩაში გამოგვიყვანა. ჩვენ, კვირაზე მეტია, ღია ცის ქვეშ, ვათევთ ღამეს კანცელარიასთან, და ვითხოვთ ელემენტარულს – ყურადღებას ხელისუფლებისგან. ყურადღების ნაცვლად, მშობლები პასუხად ვიღებთ დეზინფორმაციის, დისკრედიტაციი

„წადი შენი დედაც..“ — ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტს აგინა

დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას აგინა. შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას აძახებს – „წადი შენი დედაც..“. თავად ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელეკომაპნიასთან შემდგომ უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.

„ძალიან მძიმე ცვლილებებია“ — ოპოზიცია დაგროვებით პენსიაზე ცვლილებს ეწინააღმდეგება

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს აკრიტიკებენ და ცვლილებების უკან საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკს ხედავენ. საუბარია პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა და საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებ

„ძალიან დიდი საჩუქარია პუტინისთვის“ — გიორგი თავდგირიძე ვაზიანში აეროპორტის აშენებაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე აცხადებს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება. ის ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ გადაწყვიტა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ახალი აეროპორტის მაინცდამაინც ვაზიანის სამხედრო ბაზასთან აშენება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს ბაზის სამხედრო პოტენციალს. მისივე განმარტებით, ვაზიანის სახმედრო ბაზის დასუსტება რუსეთს საშუალებას მისცემს, თბილისის დასაკავებლად დესან

„ძალიან აწყობთ, მაგრამ ამაოდ" — ზურაბიშვილის თქმით, არც ერთი ძალის ლიდერი არ იქნება

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა – თქვა, რომ რჩება თანამდებობაზე, რჩება ფიცისა და კონსტიტუციის ერთგული. ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ვერაფერმა გატეხა“. ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ არ იქნება არცერთი პოლიტიკური ძალის წევრი, არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ ლიდერად. ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ არ აპირებს არავისთან შეჯიბრებას იმაში, თუ რა წვლილი მიუძღვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მისივე თქმით, ეს საქართველოს მიღწევაა და „გარჩევების დრ

„ცრუ დილემა“ – პაპუაშვილი რუსული კანონის გამო EU-ს კანდიდატის სტატუსის დაკარგვაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ცრუ დილემას” უწოდებს იმას, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, პირველ მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ელჩების ინიციატივით პარლამენტში გაიმართა და სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს შეეხებოდა. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღ

„ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული - ხსნიან აქ თავიანთ ტურისტულ კომპანიებს გამარტივებული წესით და მოგება რჩება ჩინეთში“

„ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული - ხსნიან აქ თავის ტურისტულ კომპანიებს გამარტივებული წესით და მოგება რჩება ჩინეთში,“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა, „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. "ჩინელი ტურისტების მატება უკვე შეინიშნება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს გარკვეულ საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული. კერძოდ, ჩინური ტურისტული კომპანიები, ტ

„ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის“ - მორგოშია ფრენების აღგენაზე

პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ „TV პირველთან“ თქვა, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მათი დიდ წვლილიცაა. პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერი დღეს საპატრიარქოს მიერ დანიშნული, ე.წ. ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ „აზიმუტსა“ და „ჯორჯია ეარლაინს“ ფრენების ნებართვა მისცა. ამ გადაწყვეტილებას და რუსეთიდან პირდაპირი

„ჩვენს სოფელში სკოლა არ არის“ | რა ბარიერებს აწყდებიან ადამიანები ჯავახეთიდან

ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ადამიანებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმისთვის, რომ იარსებონ. ენობრივი ბარიერი, რთული სოციალური პირობები, სრულფასოვანი განათლების მიღების პრობლემა – ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რა პრობლემებსაც აწყდებიან ნინოწმინდის, ახალქალაქისა თუ მათი მიმდებარე სოფლების მკვიდრები. სწორედ ამ პრობლემებზე მათ თავად ისაუბრეს ღია ტიპის შეხვედრებზე, რომლებიც სხვადასხვა სოფელში, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებთან „წინ ახალ

„ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“ — პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა რუსეთში მიმდინარე პროცესებს. „ყურადღებით ვაკვირდები რუსეთში დაწყებულ პროცესებს. ჩვენი საზღვრები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღის კონტექსტში“,  — დაწერა პრეზიდენტმა. ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია შეიარაღებულ ამბოხზე, რომელიც რუსეთში 23 ივნისის ღამეს დაიწყო. კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფ

„ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა“ | რას ამბობენ კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტები

დღეს, გამთენიისას, რუსეთის ქალაქ სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE ბათუმში ჩამოვიდა. გემს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტი არაა და „ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირში ვართ“. რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“  ჟურნალისტებმა ჩაწერეს. კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია და რუსეთი ოკუპანტი არაა. რუსი ტურისტების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მიზანმიმართულად არ გააკეთებს კო

„ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება“ - პარტია „საქართველოსთვის“

საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წერს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ პარტიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.   publika

„ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი — ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება“ — გიორგი გახარია

„ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი — ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   სრული ინტერვიუ  youtu.be/lRIlZuFb_Yc

„ჩვენ არ შევეგუებით ავტორიტარული რეჟიმის მიერ ამ ქვეყნის მიტაცებას“ - ლექტორ-მასწავლებლების მარში

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ საპროტესტო მარშს მართავენ. მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) დაიწყო. თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიულ

„ჩემი ხმა“: 29 საარჩევნო ოლქში წარვადგინეთ საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით

სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთანავე, თოლორაიამ განაცხადა, რომ სრულად იზიარებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მისი თქმით, „ჩემი

„ჩემი ხმა": აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა და შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და „აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდ

„ჩემი ხმა": 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 36 უბანზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან 36 საარჩევნო უბანზე გახსნის პროცესზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ. ამასთან, მათი თქმით, 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 13 უბანზე დაიწერა საჩივრები, ხოლო 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში. მათივე ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს
×
×
  • შექმენი...