ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს.
რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისთვისაც ითხოვს.
რეზოლუცია, სახელწოდებით „გაღრმავებული დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ“, ასევე ითხოვს ბიძინა ივა
„საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ეხმაურება შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრებით საქართველოს მოუწევს, სავიზო რეჟიმი დაუწესოს დსთ-ის წევრ ქვეყნებს.
შალვა პაპუაშვილმა 27 ნოემბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში „ბევრ ქვეყანასთან მოგვიწევს თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება, მათ შორის, ჩინეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან”.
პაპუაშვილმა ევროკა
“ოცნებამ” აღიარა, რომ არ აპირებს დასავლეთისკენ სვლას და აპირებს სრული სვლით იმ წარსულისკენ სვლას, საიდანაც დიდი მსხვერპლის ფასად მოგვიწია თავის დაღწევა.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8798560380257290
„ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხად. კობახიძემ განცხადება მმართველი გუნდის სახელით გააკეთა.
მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
კობახიძემ თქვა ისიც, რომ ევროკავშირთან გაწევრების საკითხ
გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით , - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
გიორგი გახარიას განცხადებით, ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას „ვ
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს.
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი.
„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს, სანამ უკანასკნელი თავად გაწყვეტდა ურთიერთობებს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარა
გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იცავდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, საქართველოს მოვლენებს გაკვირვებული ადევნებდა თვალს.
“როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ, უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და
მთელი ეს ყალბი კამპანია, რომ თითქოს " ოცნება" ღირსებითა და მშვიდობით მიდიოდა ევროპისკენ, ერთი ხელის მოსმით ჩამოიშალა.
თუ ეს ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში გაზაფხულზე ეკონომიკური კრიზისი მძიმე ტვირთად დაგვაწვება, რასაც, პირველ რიგში, იგრძნობენ საქართველოს რიგითი მოქალაქეები.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/547697861378790
ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
„12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?" , - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
იპნ
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ.
“არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ",- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლა
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ.
ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყ
როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ევროინტეგრაციას, კონსტიტუციური წესრიგის მოშლას და ამ ღალატის აქტს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ზეპარტიული საკითხი, რომელ საკითხზეც ყველას შეგვიძლია ველაპარაკოთ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა , - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, ყველა პროცესში მისი გუნდი სრულად იქნება ჩართული.
“ძალიან მძიმე დღეა ქ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სცპერაზმთან მივიდა.
მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა.
„თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ დაშალოთ ხალხი.
რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე?, - მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს.
მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ, ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება.
“დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ყველას მოვუწოდე, ვინც უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ, ყოველთვის. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება,
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გ
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დღეს ევროინტეგრაციის შეჩერებაზე განცხადების შემდეგ და საპროტესტო აქციის პარალელურად, ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ მთავრობა რესტორანში იმყოფებოდნენ.
„ტვ პირველმა“ კობახიძე და მთავრობის სხვა წევრები წყნეთში, რესტორან „კაკლებიდან“ გამოსვლისას დააფიქსირა.
კობახიძემ და მინისტრებმა არ უპასუხეს ჟურნალისტის კითხვას, რას აღნიშნავდნენ.
„ქართულმა ოცნების“ პარლამენტმა დღეს დაამტკიცა მთავრობა და სამთავრობო პროგრამა. მოგვიანებით პარტიის ოფისში გაიმართა უმრავლე
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს მოუწოდებს, „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში”.
უწყების განცხადებით, „თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”.
პუბლიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
„ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევრო
საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს.
ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს.
„პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა.
როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში.
პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები.
„მცემეს, დამაკავეს, კამერები წამართვეს. მივყავარ ჯეო ჰოსპიტალში. დაკავებული ვიყავი. ცხვირი მაქვს გატეხილი. თავზეც ვნახავ, რომ გადამი
ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის.
მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა გამოკვლევები საავადმყოფოში.
ალექსანდრე ქეშელაშვილს ჩამოართვეს აპარატურა.
პოლიციამ სცემა „ტვ პირველის” ოპერატორ გიორგი შეწირულს – ის წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. დაუმტვრიეს კამერა.
ფოტოზე: გიორგი შეწირული
აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრ
აქციაზე დაშავდა „ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა. კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტის მიმართულებით გარბის, რის შემდეგაც გურამ როგავა ძირს ეცემა. პოლიციელმა მას, სავარაუდოდ, ჩაარტყა და გაიქცა.
რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს ძალადობრივად აკავებს და მათ ფიზიკურად უსწორდება. ანტირუსული აქციის გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
პოლიციამ ძალადობით დააკავა და სცემა „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილის.
მას გატეხილი აქვს ცხვირი. უკვე ჩაუტარდა
პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან გაუქმებამდე, უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა.
“უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება.
მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.
შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წ
გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და ისევ რუსთაველზე დააპირისპირო ქართველები ერთმანეთს?! როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გა
ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.
„თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი.
ნეტგაზეთი