Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.872

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

$61-მილიარდიანი დახმარება უკრაინას - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება

311 ხმა 112-ის წინააღმდეგ – რამდენიმე თვიანი განხილვისა და დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას. პალატაში გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ზოგიერთმა მათგანმა უკრაინის დროშები ააფრიალა. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და აღნიშნა: „დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, სანამ ამერიკა მის დაცვაში დაეხმარებ

#6 ეპიზოდი: გახარია პარტიის ახალ სახელზე, ახალ მეტროსადგურებზე, ივანიშვილის ფატალურ შეცდომაზე (ვიდეო)

#6 ეპიზოდი: პარტიის ახალ სახელზე, ახალ მეტროსადგურებზე, ივანიშვილის ფატალურ შეცდომაზე ვიდეო:    

#2 ეპიზოდი: Პრეზიდენტის ბუნდოვანი წინადადება, ნარკოპოლიტიკა, მედიის არაადეკვატური რეაქციები (ვიდეო)

#2 ეპიზოდი: Პრეზიდენტის ბუნდოვანი წინადადება, ნარკოპოლიტიკა, მედიის არაადეკვატური რეაქციები ვიდეო: 

#1 ეპიზოდი: ორი შესაძლო სცენარი, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებისთვის გეგმავს (ვიდეო)

#1 ეპიზოდი: ორი შესაძლო სცენარი, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებისთვის გეგმავს  

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა – 39 პალესტინელი პატიმარი

„ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. როგორც ისრაელის სამხედროები აცხადებენ, გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის არიან 6 ქალი და 7 ბავშვი. ისრაელსა და „ჰამასს“ კატარის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი

„ჰამასის“ ტყვეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში ებრაული შაბათის სუფრა გაშალეს

თბილისის დიდმა სინაგოგამ „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სოლიდარობის ნიშნად ტრადიციული ებრაული შაბათის სუფრა გაშალა. მაგიდაზე განთავსებულია ტყვეების ფოტოები, მათი სახელებით, ასაკითა და წარწერით „გატაცებულია“ [Kidnapped]. „21 დღეა რაც 229 ისრაელელი მძევლად ჰყავს „ჰამასის“ ტერორისტებს. ჩვენი 229 შვილი, ძმები, დები, დედები და ბაბუები ჯერ კიდევ არ არიან ჩვენი შაბათის სადილის მაგიდასთან. მადლობა ებრაულ თემს ამ მნიშვნელოვანი აქტისთვის და შეხსენებისთვის, რომ ჩვენი მაგიდები ჯერ კიდევ

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – განახლებადი

შვიდი ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ და მძევლებიც აიყვანეს. ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაში აწარმოებენ ბრძოლებს. ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბახტრიონის სატუმბ სადგურზე გადაუდებელი სამუშაოები ხორციელდება, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახლით იცვლება ჩამკეტ-მარებულირებელი ურდულები. მათივე განმარტებით, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ოთხ სხვადასხვა მისამართზე, რის გამოც 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საათამდე გარკვეულ ქუჩებს წყ

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე სამუშაოებთან და წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბახტრიონის სატუმბო სადგურზე დღეს წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 25 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 24 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 25 ნოემბრის 18:00 საა

„ჯორჯიან მანგანეზის" შპს-ის დირექტორმა „ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა

შპს „მაღაროელის” წილის 50%-ის მფლობელმა ჯემალ ხარაიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ჯემალ ხარაიშვილი ასევე არის დირექტორი „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი შპს-ის – „ჯმ-კონსტრაქშენის”. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ facebook-ზე 2022 წელს გავრცელებულ ინფორმაციებში ხარაიშვილი მოხსენიებულია, როგორც „ჯორჯიან მანგანეზის” ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის კოორდინატორი. იკავებს თუ არა დღემდე ამ პოზიციას ხარაიშვილი, შეკითხვაზე კომპანიაში არ გვიპასუხეს და წერილობით მიმართვა მოგვთხოვეს

„ჯორჯიან ეარვეისმა“ 20 მაისიდან მოსკოვში ფრენის ნებართვა მიიღო - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

დღეს, 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს. სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს. 15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა. „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მით

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი - სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ

დიდი ხანია, ჩვენი მფრინავები უარს აცხადებენ მასთან ფრენაზე, მაგრამ მე მაინც მიმაჩნდა, რომ არ იყო ეს სწორი, მინდოდა, ყველაფერი ყოფილიყო, როგორ წესია, მაგრამ წესები ქალბატონმა დაარღვია. ვფიქრობ, რომ ის ქართველების პრეზიდენტი არ არის და არ ყოფილა, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა, თამაზ გაიაშვილმა „კურიერს“ განუცხადა. მანამდე მედიით გავრცელდა თამაზ გაიაშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ და ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს ვიდრე

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება. კერძოდ, პირდაპირი ფ

„ჯორჯიან ეარვეისი“ - საქართველოს ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, ავიასატრანზიტო ქვეყანად იქცეს, ტყუილად ნუ ინერვიულებთ - რაც შეხება სანქციებს, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევ

საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ! - სანქციები მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება, ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე,- ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც კომპანია საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს ეხმაურება. რ

„ჯორჯიან ეარვეისი“ - არ ვადასტურებთ ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მსგავსი ცრუ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. „მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

„ჯივიპის" აქტივების მართვის დირექტორი - წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება - ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძემ აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება. კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება. „დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმო

„ჯივიპი“ - სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება

სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უაოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. „მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამ

„ჯეოქეისი“ - საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს დასათმობი არც ტერიტორია და არც საგარეო ორიენტაცია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფება არამხოლოდ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, არამედ ერთმანეთზე დამოკიდებული პრინციპებია. „ანალიტიკურ ცენტრს „ჯეოქეისი“ სურს, გამოეხმაუროს საზოგადოების ცალკეული წევრების მიერ იმგვარი დისკუსიის ინიცირების მცდელობას,

„ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები სუდანში ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან ევაკუაციის დაწყებას

ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ხელმძღვანელი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებიან ამ ეტაპზე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. როგორც კიკნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ავიაკომპანია ელოდება დასტურს, რომ თანამშრომლების შენობიდან გასვლა უსაფრთხოა, რის შემდეგაც დაიწყება მათი ევაკუაცია. „ჩემი თანამშრომლების ინფორმაციით, სუდანში დღეს დილიდან სროლები შეწყვეტილია. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, თითქოს დაიწყეს ევაკუაცია სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა.

„ხუთი დღით წავლენ, დაათვალიერებენ შენობებს" - მურუსიძე აკრიტიკებს აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ „პირველი არხის" ეთერში გააკრიტიკა საქართველოს მოსამართლეების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდ

„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ

„ხორუმით ევროპისკენ“ - ამ ლოზუნგით ქართველი მოცეკვავეები პარლამენტთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. აქციის მონაწილეებს მოცეკვავეებისთვის სპეციალურად დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული. მოცეკვავეების ხორუმი დღეისთვის ბოლო პერფორმანსია. შესაბამისად, პარლამენტთან აქცია დაიწყო. როგორც მოცეკვავეების პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ომიკო ხოფერიამ განაცხადა, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ აჩვენონ მსოფლ

„ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“ — 8 ქვეყანა

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. განცხადებაში, რომელსაც დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა და ლატვია ერთობლივად ავრცელებს ვკითხულობთ, რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მათი თქმით, გასული წლის დეკემ

„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს" - პრეზიდენტმა ელჩებს, ჯარსა და პოლიციას მიმართა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ. ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყ

„ხარებას“ დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გადადგა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი შაიშმელაშვილი გადადგა. გადადგომის განცხადებაში შაიშმელაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სთხოვს, ოჯახური პირობების გამო გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვოს შს სამინისტროს რიგებიდან. პატაკი ფეისბუქზე თავად თავად შაიშმელაშვილმა, საქართველოს და ევროკავშირის დროშებთან ერთად გამოაქვეყნა.   netgazeti

„ხალხმა აიტაცა, უნდოდათ, მას უკეთ ეცხოვრა“ - ბინა 4 წლის ლუსისთვის

შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა. 4 წლის ლუსის სოფო მარტო ზრდიდა. გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს. „ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში. 23 წლის იყო ჩემი
×
×
  • შექმენი...