რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივ
როცა საქმე ეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფოებისაგან აუცილებელ სტანდარტებს, საქართველოში დაფიქსირდა არაერთი გაყალბება, რომელიც ძირს უთხრის არჩევნების თავისუფლებას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აუსტრევიჩუსი მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც სათავეში ევროკავშირი ჩაუდგება.
„ველოდებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საკმაოდ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში.
პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრი
სიის ჩახსნაზე უარის თქმის უფლება ცესკოს არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას , ეს "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, შესაბამისად ჩვენ ამ თამაშში შესვლას არ ვაპირებთ.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086900336553709
ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ერთპიროვნულად დანიშნული პაპუაშვილის გადასაწყვეტი გახდეს ჩვენი მანდატების ჩახსნა არ ჩახსნის საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მთავარია, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია.
გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/9151502004883060
გიორგი გახარია იყო პირველი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც არჩევნების მეორე დღესვე თქვა, რომ ჩვენი გუნდის ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნებოდა და ეს ასეც მოხდა, რაც ყველამ ნახა დღეს.
რა ფორმით ჩავხსნით სიებს, როდის ჩავხსნით ეს არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი, როცა ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან გვაქვს.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/556539093655789
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზ
საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წე
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
“საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომი
ივანიშვილმა წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთი ადამიანი, როგორც ხედავს თვითონ ქართულ სახელმწიფოს.
ივანიშვილის გარემოცვის 80% არიან ყოფილი ნაცები, მან გათვლა ამ ხალხზე გააკეთა, რადგან მონობაში კარგად გამოწრთობილები არიან.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2306769163035258
"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმ ხალხზე, ვის დასჯასაც ცდილობს "ოცნების" რეჟიმი - მინდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო და მათი ბრძოლა არ არის ფუჭი."
სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, უფლებადამცველი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7232904170166709
გიორგი გახარია სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის, გაერთიანებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე:
ამ ადამიანს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური წონა, შესაბამისად ყაველაშვილის არჩევით ივანიშვილმა დააკნინა და საბოლოოდ გაანადგურა პრეზიდენტის ინსტიტუტი.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1282382552983608
28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით
დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.
მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება.
მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ მინისტრი
რუსული მედიასაშუალებები – განსაკუთრებით, სპორტული მიმართულების – საინტერესოდ აშუქებენ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატადად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
ისინი იხსენებენ ეპიზოდს ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერიდან, როცა 1995 წელს ალანიას „სპარტაკის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა.
„ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა“ — ასეთი ან მსგავსი სათაურით მასალა სულ მცირე რვა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. მათ შორისაა რუსეთში საკმაოდ პოპუ
ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობი
დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა.
კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ივლისში კელოგი საუბრობდა გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინაში ომს დაასრულებდა, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე.
“გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.
მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
„ამ ქვეყანაში არის ერთადერთი ინსტიტუტი, ეს ინსტიტუტი არის ივანიშვილი - დამთავრდა.“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
"ფორმულა"
AQNXAg44u-Ed1rNPv4qn5Ha0Ivf5H1cKJO8tr-F4cbzaTTOQMvgVQY0ViSGRpHMP53JwQDDvJ2aFSayxqIx-lKOU.mp4
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, როდის შეწყვეტს პარტია საპარლამენტო მანდატებს და რა ფორმით, ეს თვითონ პარტიის გადასაწყვეტია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაცია აქვთ.
„პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას და პარლამენტის ლეგიტიმაციის განსაზღვრას იწვევს არა განცხადებების დაწერა, არამედ ის, რომ ჩვენ ამ პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი და ის, რომ არც საქართველოს მოქალაქეები და არც ჩვენის საერთაშორისო პარტნიორები არ თვლიან ამ პარლამენტს ლეგ
დღეს, 27 ნოემბერს, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტებზე მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, ოლიმპიური ჩემპიონები და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატები, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე თავიანთი ინიციატივებით გამოვიდნენ.
გენო პეტრიაშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემას გულისხმობს.
„პატარა ინიციატივით შემოვდივარ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს იმისთვ
დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს.
იპნ
„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოდან გასაწვევია.
ასე გამოეხმაურა ის გერმანიის ელჩის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია.
ზარქუას თქმით, ფიშერი თავისი განცხადებებით და ქმედებებით არ შეესაბამება ელჩის მანდატს.
„რაც შეეხება გერმანიის ელჩის განცხადებას, ამ ადამიანს თავი