Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.512

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე. სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდი

MEGOBARI აქტი შექმნილია, რათა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში – ჰელსინკის კომისია

აშშ-ს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებს მხარს უჭერს. MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმ

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა - რა წერია პროექტში

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა. 4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“. „პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს. აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მ

McLaren, Rolls-Royce, Ferrari და სხვა უნიკალური ავტომობილები - როგორ გამოიყურება ბრუნეის უმდიდრესი სულთნის კოლექცია

ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰ იბნი ომარ ალი საიფუდიენ III 30 მილიარდ დოლარს ფლობს. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია დედამიწაზე და შესაბამის ფუფუნებაშიც ცხოვრობს. სულთანი ცნობილია, როგორც განსაკუთრებული გემოვნების მქონე ადამიანი. მედია მისი ცხოვრების წესზე ხშირად წერს. სილამაზის სალონებში დახარჯული ათასობით დოლარისა და მილიონობით დოლარის ღირებულების სასახლეების გარდა, ბოლკია უძვირფასესი ავტომობილების კოლექციას ფლობეს. მის კოლექციაში ყველაზე გამორჩეული ბრენდებია

Massive Attack - გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი კონცერტი მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო

პოპულარული ინგლისური ჯგუფი Massive Attack საქართველოში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს. ამის შესახებ განცხადებას ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს. „გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი შოუ 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად. ცემა, დაპატიმრე

LiveFeed | „ნაპოლის“ ფეხბურთელები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან - ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. მას მერე ქართველ ფეხბურთელზე პოპულარული გამოცემებიც რეგულარულად წერენ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებმაც ძალიან შეიყვარეს. ჩვენს LiveFeed-ში საშუალება გაქვთ, გაეცნოთ ყველაზე საინტერესო მომენტებს კვარაცხელიას ნეაპოლური, ასევე სანაკრებო ცხოვრებიდან. ინფორმაცია განახლებადია. 12.02.2023 „ნაპოლის“ ფეხბურთელები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან  

KIU-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ გაფიცვას უერთდებიან

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ — დამფუძნებლის თქმით, „ოცნების“ კლიპი მან გადაიღო

კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ. თანამშრომლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს, 10 ოქტომბერს, JWT Metro-ს დამფუძნებელმა, ნიკა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გადაღებულია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპი. ნიკა ბოჭორიშვილი წერს: „ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად“. კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელი სანდრო ჯავახიშვილი წერს, რომ არაფერი იცოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერ პროექტზე. ის ამბობს, რომ სააგე

ISW: უკრაინამ ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინამ სხვადასხვა შედეგით, ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაცია, 4 ივნისიდან მიმდინარე გაცილებით ფართო კონტრშეტევის ფარგლებში. ამერიკელი ექსპერტების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში. მანამდე, 4 ივნისს, უკრაინის ძალებმა ლოკალური კონტრშეტევის შედეგად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს დონეცკის ოლქის დას

ISW: რუსეთმა შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგური გაანადგუროს ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ამზადებს დარტყმას მის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, შესაძლოა, რუსული სარდლობა ვარაუდობს, რომ კაშხლის ჯებირის დანგრევის შედეგებით გადაფარავს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევას და აღკვეთს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას. ISW ყურადღებას ამახვილებ

ISFED: წინასაარჩევნო კამპანიაში „ოცნებას“ ჰქონდა უპირატესობა არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ: ISFED-მა წინასაარჩევო პერიოდში დარღვევებს შორის გამოყო: ამომრჩევლის მოსყიდვა; ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარა, ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება/დამუშავება; საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება;

ISFED: მოვუწოდებთ საგარეოს, გაასაჯაროოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით

„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება ცესკოს გადაწყვეტილებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბნის გახსნის შესახებ და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი სა

ISFED: გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც ცესკოს მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული. ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა. ISFED ამბობს, რომ

ISFED: არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, „არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია“. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ორგანიზაცია წერს, რომ პროცესი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.

ISFED: 16-მა პარტიამ 7.3 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, აქედან 84% — „ოცნებამ"

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ISFED ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საკუთ

ISFED: „ოცნებამ" Meta-ზე რეკლამაში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) საქართველოში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამების დანახარჯები იკვლია. „მეტას“ რეკლამების ბიბლიოთეკის (ads library) მიხედვით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ

ISFED, TI, საია კალაძის განცხადებაზე: დაუშვებელია პირის იძულება, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საია“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოხატეს პოზიცია და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები. განცხადება თბილისის მერიის 100-ზე მეტმა თანამშრომელმა 30 ნოემბერს გაავრცელა. 1 დეკემბერს კი მერმა და „ქართული ოც

ISFED-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რა საარჩევნო ტაქტიკა გამოიყენა ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ამის შესახებ დოლიძე ფეისბუკზე წერს. როგორც ნინო დოლიძე განმარტავს, ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით და გულისხმობს: “ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემი

ISFED ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს დაიცავს

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, დაიცავენ ცესკოდან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს. 2024 წლის 16 დეკემბერს ცესკოში დაიწყო რეორგანიზაცია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ბრძანებაში რეორგანიზაციის მიზნად მითითებულია სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა. ისფედი წერს, რომ ამ მიზეზის მიუხედავად, თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებსა და მათი გათავისუფლების კავშირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოზიციასთან. ისფედის ცნობით,ახალი საშტატო ნუსხის მიხ

ISFED და „საერთაშორისო გამჭვირობალობა-საქართველო“ - მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს

მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. ორგანიზაციების განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები უფრო მეტად შეამცირებს ცესკოს დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში. განცხადებ

ISFED - ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს,

IRI-ს წარმომადგენელი - მუდმივი დაშინება, ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე - „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა თვითმმართველობების წარმომადგენლებს, იყო დაშინება, რომ თუ მმართველ პარტიას არ მისცემდნენ ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას

მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი-„ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კა

IRI - წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა ფართომასშტაბიანი დარღვევებით - ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე

ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი. IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა. მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშო

IRI - შაბათს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“

IRI-ის კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“. "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის დაასახელა“, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ამა

IRI - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, გამოკითხულთა უმრავლესობა პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცნობით, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხა
×
×
  • შექმენი...