აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”.
„მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობებ
რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტი ჩინოვნიკი დასანქცირდება.
დღეს “ოცნება” კედელთან არის მიყენებული და არანაირი სვლა აღარ აქვს დარჩენილი.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/622852366869536
საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს – როგორც ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა, მან მოინახულა მზია ამაღლობელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ჟურნალისტს „არასათანადოდ ეპყრობოდა და შეაფურთხა სახეში”.
საია მოუწოდებს:
სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით;
დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახ
თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალობით გამოირჩევა და პერიოდულად უარყოფს აპარატის თანამშრომლების მიერ დაწერილ კრიტიკულ მიგნებებს.
დემონსტრანტებისთვის მიუღებელია იოსელიანის განცხადება, თითქოს აქციაზე დაკავებული ასობით ადამიანის წამებაზე არ უთქვამს, რომ „სისტემურია“ და რომ მას არ სჯერა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების.
„ის არა ხალხის, არამედ რეჟიმის დამცველია“ – აცხადებენ აქც
ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.
“ევროკავშირი
რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა.
„კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდას
ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებას მიიჩნევს საკმარისად ძლიერ სამიზნედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვარჰეი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, ეს გზავნილი შეუსრულოს საქართველოს.
„ამ ახალ გეოპოლიტიკურ პერიოდში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მხოლოდ
პარტია "საქართველოსთვის" წევრები და დეპუტატები: მიხეილ დაუშვილი და ბექა ლილუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია განიხილეს. კერძოდ, რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, წარიმართება თუ არა პროცესები ყველა მხარის ჩართულობით.
პარტია "საქართველოსთვის" წევრების მხრიდან ყურადღება გამახვი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან პოლონეთის პრეზიდენტს რუსული აგრესიის გამო, ორი მოქალაქის დაღუპვა მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, გაიმართა ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მორიგი შეხვედრა რუსული სარაკეტო ტერორის ახალ ტალღასთან დაკავშირებით.
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ განცხადებებს, ვმუშაობთ პარტნიორებთან, ვიცავთ უკრაინის ინტერესებს. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოში ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება. ყველა იმ გარე
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საკუთარ პარტნიორებთან – მოლდოვასთან, საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, ასევე სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან.
როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ გამოწვევებს.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართვ
ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვსმენია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ „აი, რას შვრება მერია, ავიწროებს ქუჩებს“. მეგობრებო, მერია ქუჩებს არ ავიწროებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხზე პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, თბილისში, ფაქტობრივად, ყველგან არასტანდარტული გზები გვაქვს.
„აქ არიან კარგი სპეციალისტები და ისინი უფრო დეტალურად იტყვიან, ჩემზე უკეთ იციან აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. გვაქვს არასტანდარტული გზები, თქვენ
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი შეფასების დოკუმენტი და რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა „შეშფოთებას“ იწვევს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს კომისიის წინა ჯერზე გაცემული რეკომენდაციების უმეტესობას.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით ქუქჩიშვილი აცხადებს, მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი რუსეთის ძალებთან შეტაკების დროს, ბახმუტის მისადგომებთან დაიღუპნენ.
„ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურ
მივესალმები "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსეთის კანონის გაწვევის შესახებ. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მათ რომ თავიდანვე მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ამასთან, ევროპარლამენტარ
„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, 10 აპრილიდან პურის ფასი 10 თეთრით გაიაფდება.
როგორც მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფას
პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ ,,ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი ,,ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება, - ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება შშ-ის მიერ აოთხი მოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე.
მისივე თქმით, ელჩმა განმარტა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვა.
„სამ მოსამართლეს და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია – ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ.
მსგავსი აკრძალვა არსებობდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველ ვერსიაში არსებობდა. კორექტირებული ვარიანტში კი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან განომდინარე, ეს ამკრძალავი ნორმები ამოღებულია.
კანონპროექტში ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.
კომიტეტის თავმჯ
როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედს“ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას.
„სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართ
ეს სასწავლო ვიზიტები ნამდვილად პოპულარული და წარმატებულია, ვინაიდან ის ერთად კრებს მოსამართლეებს აშშ-დან, საქართველოდან და აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ოთხ ქართველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „აშშ-ს პროგრამები ღიაა მათთვის, ვინც არის კვალიფიცირებული, ასევე ვისაც შეუძლია სარგებელი მიი
სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!“ - წერს ევროპარლამენტარი.
ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ცესკო-ს განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე რეგულარულად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებებით აზიანებს ინსტიტუციას.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დამაზიანებელი განცხადებების საბაბი კიდევ ერთხელ გახდა.
ამჯერად საუბარია განცხადებაზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ ამ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა. გიორგი სიორიძე, რომელიც საარ
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ავიარეისების აღდგენას.
„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და ინარჩუნებს კონტროლს მათი ქვეყნის 20%-ზე. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალ
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა წელიწადნახევრიან კამპანიას.
„გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ ს