Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.347

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი შარაშიძე - ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ (ვიდეო)

“ოცნება” ჩამოყალიბდა რეჟიმად, რომელიც სრულ იზოლაციაში აგდებს მთელს ქვეყანას. ”ოცნებას” არათუ აღიარებენ, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ყოველდღე ახალ სანქციებს უწესებენ. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/481400888302342

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინისადმი გამოცხადებულ სრულმასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. „თავისუფალი საქართველოს“ დანაყოფის მეთაური, ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და

მეშახტეები აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, რასაც „საქნახშირი“ უარყოფს

მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მედიასთან საუბარში ის აცხადებს, რომ არჩევნებამდე იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, რასაც მოჰყვა მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა: მეორე მეშახტე ხვიჩა გაბუნია წერს, რომ ის და 100-მდე მეშახტე დარჩა უმუშევარი. მედიასთან სატელევიზიო კომენტარში მან განაცხადა, რომ კიდევ აპირებენ სხვა მეშახტეების გათავისუფლებას. კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენელი გვანცა დელიბაშვილი „

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. შემთხვევა დაახლოებით, 3-4 საათის წინ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. იპნ

გიგა სოფრომაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს

გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოსტზე მუშაობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ის აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთაგანაც ირკვევა, რომ სოფრომაძესთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კახა კალაძეს საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა მიმართა. მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭირო აღარაა, რადგან ჯანდაცვის ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი. გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ხელ

აქტივისტები აცხადებენ, რომ ზუგდიდში აქციაზე სახის დაფარვის გამო მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს

„დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით 30 დეკემბერს ზუგდიდში აქციაზე დაიფარეს სახე და გამოიყენეს პიროტექნიკა, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება მოჰყვა. „გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი მოვედით ე.წ. ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად. შუბლი, პირი რომ არ გაეყინოთ. მოვედით ბალაკლავებით, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ე

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე" გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის

„დურუჯის” ლაურეატებმა ლაშა პაპაშვილს ჯილდოები დაუბრუნეს

თეატრის გაფიცულმა ხელოვანებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ პრემია „დურუჯის“ ლაურეატები, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თეატრალური პრემია დაუბრუნეს. თეატრალური პრემია „დურუჯის“ დამფუძნებელია ლაშა პაპაშვილის „რედიქს ჯგუფი“. ხელოვანებმა მისთვის ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 დეკემბერს, BMG-ს ეთერში გასულ ინტერვიუში მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. პრემია „დურუჯის“ ლაურეატების უმრავლესობა ამჟამად გაფიცულია. ქანდაკების გარდა, პრემია გულისხმობდა ფულად ჯილ

ბერდია სიჭინავა - საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო - სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თავდასხმის საქმეზე სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო. სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „კარგად არის, სახლშია. უახლოეს დღეებში ის საზოგადოების წინაშე წარდგება და აუცილ

დავით ბლუაშვილი - მე, შესაძლოა გავმხდარიყავი უსამართლობის მსხვერპლი და გიორგი გახარია იდგა იქ, სადაც კეთილსინდისიერი სახელმწიფო პირი უნდა მდგარიყო - ასე შენდება ქვეყანა და მადლობა ამისთვის

"ვერიდები საჯაროობას, მითუმეტეს პოლიტიკურ თემებზე. საუბრით, მეგობრებთან ვსაუბრობ, პოლიტიკურ არჩევანს კი კაბინაში ვაკეთებ. ეს ამბავი იმ ადამიანზეა, ვინც საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა თავის დროზე. პრეისტორიით დავიწყებ, მიშას რეჟიმის დროს ჩემმა მშობლებმა კომპანიის წილები არ დათმეს და ზეწოლის შემდეგ მოგვიწია ქვეყნის დატოვება, სავაჭროდ რეჟიმმა მეც მიმაბა საქმეს და საერთო ჯამში 32 წელი მოგვისაჯეს. 2011 წელს დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, მობილიზება გავუკეთეთ ემიგრანტებს, ვიბრძოლ

თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ. მათი თქმით, აღნი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს

გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს. „გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს

ტატა ხვედელიანი - ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან

ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდა და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რის წინაშეც დღეს ქალები დგანან. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3871179713134823

კელი დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია - იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას. დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმ

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა სავარაუდოდ ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი

რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი გახდა. „პუტინმა წარუმატებლობა განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო“, – აცხადებს კალი. როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რუსეთის დანაკარგები უკრაინა

დავით ნარმანია - სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გა

ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი - მზად ვართ აღვადგინოთ რუსი ოკუპანტების მიერ გაძარცული და დანგრეული დეოკუპირებული ხერსონის ოლქი

თუ რა ვითარებაა დღეისათვის ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში, „ინტერპრესნიუსი“ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, იური სობოლევსკის ესაუბრა.   - ბატონო იური, გილოცავთ ქალაქ ხერსონისა და ხერსონის ოლქის დეოკუპაციას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან საუბარს არ ვაპირებთ ხერსონის ოლქში სამხედრო მდგომარეობაზე და სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო გეგმებზე, თქვენთან დაკავშირება მაინც გადავწყვიტეთ. კი ვნახეთ როგორ ზეიმობთ ხერსონისა და ხერსონის ოლქის გ

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ზელენსკის - ბატონო პრეზიდენტო, ქალაქის და ოლქის სამხედრო ადმინისტრაციებმა მოვალეობის შესრულება დაიწყეს

ხერსონში უკრაინული ქალაქისა და ოლქის ადმინისტრაციებმა მუშაობა დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იაროსლავ იანუშევიჩი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისადმი მიმართულ ვიდეოში აცხადებს. მინი ინფორმაციით, ხერსონში ქალაქისა და ოლქის კანონიერი ადმინისტრაციების გარდა, მუშაობა დაიწყეს ასევე ეროვნულმა პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა. “ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დავალებით, მოგახსენებთ. ქალაქში მოვიდნენ და მოვალეობის შესრულება დაიწყეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან - ის ამ ომს ვერ მოიგებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ საზარელ ომს ვერ მოიგებს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ფილტრაციის ოპერაციები, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და გაერო-ს წესდების დარღვევა. სასწრაფოდ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები, რათა დაასრულოს უაზრო ომი, რომელსაც ვერ მოიგებს

„გელათის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაშია“ - 24 ნოემბერს პროფკავშირი აქციას გამართავს

დღეს, 19 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის ძეგლთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა ბრიფინგი გამართა და გელათის კედლის მხატვრობის გადასარჩენენის მოთხოვნით აქცია დააანონსა. როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ აღნიშნა, აქცია 24 ნოემბერს, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება. მან კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს მოუწოდა, რომ გაასაჯაროონ გელათის შესახებ არსებული დოკუმენტები და ჩართულ შესაბამისი ექსპერტები. პროფკავშირის წარმომადგენლები გელათის სავალალო

რასა იუკნევიჩიენე - საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას

საქართველოს ნატო-ში ყოფნა არის ზუსტად ის, რაშიც ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. როგორც რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, „ფინეთი და შვედეთი გაწევრიანების გზაზე არიან, თუმცა საქართველოდან არ ისმის ძლიერი მესიჯები, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურადაა ნატო-ში და სთხოვს მათ წევრობას ან სტატუსის განახლებას“. ამასთან, ევროპარლამენტარის თქმით, 12

III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3.9-ჯერ მეტია - ყველაზე მეტი ვიზიტი საყიდლების მიზნით თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა

2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 693.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.9-ჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. „აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 531.

უკრაინის გენშტაბი - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 78 სარაკეტო და 23 საავიაციო იერიში განახორციელა, კიევის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 78 სარაკეტო და 23 საავიაციო იერიში განახორციელა, კიევის 70 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასახლებული პუნქტების და საჯარისო შენაერთების პოზიციების წინააღმდეგ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ჯერ გახსნეს ცეცხლი. უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურ

ირაკლი ღარიბაშვილი - წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,5%-ის ნაცვლად, გვექნება 10%, ეს ნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი პოლიტიკის შედეგია

25 ნოემბერს, ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, განვიხილეთ ბიუჯეტის საკითხი და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და, ნაცვლად 8,5%-ისა, იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნო

უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღდეგის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმები ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 10 დასახლებაში მოიგერიეს და ასევე ზიანი მიაყენეს ოკუპანტების ავიაციას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ბელოგორივკას დასახლებებსა და დონეცკის ოლქის სერებრიანკას, ვერხნეკამენსკოეს, ბელოგორივკას, იაკ
×
×
  • შექმენი...