Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.895
  • comments
    0
  • views
    722.054

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შონ პენი კიევში ჩავიდა და თავისი "ოსკარი" დატოვა უკრაინის არმიის გამარჯვებამდე

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო -

"ქოლცენტრების" საქმეზე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულს ითვისებდნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს. "ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორ

კელი დეგნანი - საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლი აჩვენეს

საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე კონფერენცია – „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. „ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რ

უკრაინული მედია რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის კონგრესში მანდატების კვლავ მიღებისა და უკრაინისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ წერს

უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესში რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის მანდატების კვლავ მიღებაზე წერს. რესპუბლიკელმა რენდ პოლმა, რომელმაც მიმდინარე წელს უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება შეაფერხა, ხმების 61.4 პროცენტი მიიღო. დემოკრატ ჩარლზ ბუკერს კი 38.6 პროცენტი აქვს. უკრაინული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ კონგრესმენ რენდ პოლს რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა 2016 წელს „კრემლის აგენტი“ უწოდა, რადგან იგი ნატო-ში მონტენეგროს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა,  2018 წელს გავრცელდა ხმ

მიხეილ დაუშვილი - ევროკავშირმა როდესაც ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ განსახორციელებელია დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში რაიმე შეიცვალა

ევროკავშირმა როდესაც ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ განსახორციელებელია დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში რაიმე შეიცვალა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. „ევროკავშირმა არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია როგორც სისტემურ რეფორმებთან, ასევე სხვადასხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ევ

ტვინის იმპლანტის ჩადგმის შემდეგ, პარალიზებულმა, მეტყველების უნარწართმეულმა კაცმა 1500 სიტყვის დაწერა შეძლო — #1tvმეცნიერება

პარალიზებულმა კაცმა, რომელსაც არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტექსტის აკრეფა, ნეიროპროთეზული მოწყობილობის საშუალებით ათასზე მეტი სიტყვის დაწერა შეძლო; მოწყობილობა მისი თავის ტვინის ტალღებს სრულ წინადადებებად თარგმნის.     კვლევის ავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, სინ მეცგერის განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — ამ კაცის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, რომელსაც ხშირად წერს. შარშან ამავე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ტვინის იმპლანტს, სახელად 

მარკ კლეიტონი - მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად

ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ გაცნობია. მარკ კლეიტონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შეს

ირაკლი ნადირაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის. „დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „

მიხეილ დაუშვილი - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა

დეპოლარიზაციაზე, დანარჩენი პუნქტების შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერ მიღებაზე პასუხისმგებლობა "ოცნების" მხარეს არის - არ შეიძლება „ოცნებამ“ პიროვნება გახადოს ბარიერად ევროინტეგრაციის გზაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პირი იქნება სააკაშვილი, ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშით, რომელიც გუშინ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პო

კელი დეგნანი - დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია - იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ

ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროპარლამენტის ნაწილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული ამ დოკუმენტის შემუშავებაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის მიღებას. დეგნანის განცხადებით, დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. “დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. ჩვენ უდავოდ ვეთანხმ

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებ

ბრიტანეთის დაზვერვა - ყირიმის ხიდის შესაკეთებლად რუსეთის ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს

რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობითვე, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ ზიანი მიაყენა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ლოგისტიკურ მიწოდებებს, რამაც რუსეთისთვის სარკინიგზო ან საავტომობილო გზით, სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების რეგიონში გადატანი

სასამართლომ ჯარიმით გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა რუსეთის მოქალაქე, პაველ კოპილკოვი, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოსა და ქართველებს აგინებდა. ამ ეტაპზე რადიო თავისუფლებამ მხოლოდ ამ დეტალის გარკვევა შეძლო - უცნობია, კონკრეტულად რა თანხის გადახდა დაეკისრა მას. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 7 ნოემბერს გაიმართა - საჯარო ინტერესის მიუხედავად, ჟურნალისტებმა ამ პროცესზე დასწრება ვერ შეძლეს. პაველ კოპილკოვი პოლიცია მოქალაქის მიმართვის საფუძველზე "ადმინ

დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას ზამთრისთვის გაზისა და ქვანახშირის საკმარისი რაოდენობა აქვს და მარაგების შევსებას აგრძელებს

უკრაინას ზამთრისთვის გაზი და ქვანახშირი საკმარისი რაოდენობით აქვს და აგრძელებს მარაგების შევსებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა. “ჩვენი გაზსაცავების შევსება ასევე გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია” , - აღნი

"ნიკოს ოჯახს" - ხვიჩა კვრაცხელიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საჩუქარი გამოუგზავნა

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე შვილის ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გამოგავნილი მაისური აცვია. იზა ომაძე მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ადამიანობისთვის და მას წარმატებებს უსურვებს. "ქართულ ენაზე სიტყვა ვერ მოძებნა , ძალიან დიდი მადლიერების გამოსახატავად...დიდი მადლობა და უამრავი წარმატება... პირველ რიგში, დიდი და კარგი ადამიანობის, კარგი შვილობის და დიდი ფეხბურთელობის ელჩს, უამრავი წარმატება ოქროს ბიჭს. ანასტასია კი, როგორც გამორჩეული “

ბერდია სიჭინავა - ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერად არის აღმართული

დღეს ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მოხსენიებულია, როგორც კრემლთან დაახლოებულ ერთადერთ ოლიგარქად, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეების ნებასა და ევროინტეგრაციას შორის ბარიერად არის აღმართული , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ისაუბრა, რითაც შეაფასა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებები. მისი შეფასებით, ის გზავნ

რადას ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაახლოებით 8 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათგან 430 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრი ლუბინეცი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგები ათასობით აღირიცხება, ხოლო მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა. კერძოდ, ლუბინეცის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად უკრაინაში 7 938 სამოქალაქ

პრეზიდენტი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, - აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა. ,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო. ევროპის საბჭოს ს

გაერო-ში აშშ-ს ელჩი - არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია - უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება

გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს. „ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომ

თურქეთმა აკრძალა თავის საჰაერო სივრცეში ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა

თურქეთის ხელისუფლებამ 1 ნოემბრიდან აკრძალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ რუსული თვითმფრინავების ფრენები, რომლებიც ორმაგი იურისდიქციით არიან დარეგისტრირებული. ლაპარაკია რუსეთის სხვადასხვა ავიაკომპანიის კუთვნილი უცხოური თვითმფრინავების უმრავლესობაზე, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე იყვნენ დარეგისტრირებულნი. მაგრამ მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თ

სანქტ-პეტერბურგში სამხედრო კომისარიატმა უწყება კრეისერ "მოსკვის" ეკიპაჟის დაღუპულ წევრს გაუგზავნა

სანქტ-პეტერბურგის ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარიატმა ჯარში გაწვევის უწყება გაუგზავნა კრეისერ „მოსკვის“ დაღუპულ მეზღვაურს და თან გამოუცხადებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა. საინტერნეტო გამოცემა „ფონტანკის“ ცნობით, ყოფილი წვევამდელი კავშირზე აღარ გასულა ამა წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც სარაკეტო კრეისერი სევასტოპოლის უბეში ჩაიძირა. ფრუნზეს რაიონის სამხედრო კომისარმა, ალექსანდრ ვორონინმა, დაღუპული მეზღვაური წვევამდელთა მობილიზაციასთან დაკავშირებული აღრიცხვისთვი

ზელენსკის აშშ-ის პრემია "თავისუფლების მედალი" მიენიჭა, მან ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო პრემია „თავისუფლების მედალი“, რომელსაც ყოველწლიურად გასცემს ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრი“. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ერთობისკენ მოუწოდა ამერიკელებს. ცერემონია ფილადელფიაში გაიმართა წუხელ, როცა უკრაინაში უკვე სამშაბათი დილა იყო. „მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა

ზელენსკი "დიდი ოცეულის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკის წარმომადგენელმა 8 ნოემბერს განუცხადა უკრაინულ ეროვნულ მაუწყებელ „სუსპილნეს“. მისი თქმით, ის დიდი ალბათობით ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას სამიტის მუშაობაში. გასულ კვირაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას, თუკი მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრებ

„თბილისი ენერჯის“ ორი ბავშვისთვის სარჩოს გადახდა და მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ სრ
×
×
  • შექმენი...