საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა.
ელჩის განცხადებით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება და უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული
19 ნოემბერს, თსუს-თან აქციის დარბევისას დაკავებული ქალი ნათია ძიძიგური ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში დაკავების დეტალებს იხსენებს.
„აქციის დროს ტროტუარზე ვიდექი და დავინახე, როგორ მიათრევდნენ ერთ-ერთ ბიჭს, თმებში ჩაფრენოდნენ 10 პოლიციელი. მივუახლოვდი და ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას. ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩემს მიმართ, პირდაპირ გინებაზე გადმოვიდა და მაშინვე ჩამსვა დაკავების მანქანაში.
დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექ
არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი.
ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“
დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში.
15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა.
“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კონსტიტუციის კიდევ ერთი და მთავარი პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობა აქვს კანონით ზღუდავენ ამ უფლებას, თუ დადგენილებით! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეს, 21:00 საათზე,
ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, - ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ.
„ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადო
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.
„ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
იპნ
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
„საქართველოს პა
დღეს, 24 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის („კოალიცია ცვლილებებისთვის”, „კოალიცია ძლიერი საქართველო”, ,,ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, პარტია ,,საქართველოსთვის”) ორგანიზებით, ქალთა მარში იმართება.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად სამზდავრო ჩემოდნები მიიტანეს წარწერებით,- „ბიძინა წადი! მე ვრჩები!“, „ჩვენ ვრჩებით, შენ წადი!“
მარში დასრულდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით.
„რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს აპრილი-მაისის "რუსული კანონის" საპროტესტო აქციებზე დაკავებული 6 აქტივისტის საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დიდი ხანია პატიმრობაში იმყოფებიან, საქმეების განხილვა მუდმივად ჭიანურდება.
„პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო
ხვალ, 25 ნოემბერს, 9:00 საათზე პარტია საქართველოსთვის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.
“25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას!
ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს!
ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ის
საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ერთობლივ საპროტესტო მარშს მართავენ.
მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) დაიწყო.
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაშლიან კარვებს და პროტესტის მონაწილეები ღამეს გაათევენ.
15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიულ
თბილისში კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც ლექტორ-მასწავლებლების მარშს შეუერთდნენ.
მარშის ორგანიზატორებმა მსვლელობისას მოქალაქეებს მოუწოდეს ხვალ, 25 ნოემბერს შეუერთდნენ დაგეგმილ საპროტეტსო აქცია პარლამენტთან.
თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იყო დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულ
25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი განცხადებას 10:00 საათზე გააკეთებს.
უცნობია, კონკრეტულად, რა საკითხზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე.
იპნ
25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცეს
ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა - 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გატარებული ზომები მედიასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ შეფერხების გარეშე იმუშაონ.
„ეს ზომ
ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი – დავით სონღულაშვილი.
სამივე მათგანმა არაერთხელ მისცა ხმა რუსულ კანონს პარლამენტში.
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ხელმძღვანელობდა ევროინტეგრაციის კომიტეტს. ბოჭორიშვილი იყო „ქართული ოცნების” 2024 წლის საპარლამენტო სიის მე-10 ნომერი.
ანრი ოხანაშვილი IX და X მოწვევის პარლამენტის წევრია. 2019 წლიდან იყო პარლამენტის
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნომებერს, პარლამნეტის პირველი სხდომის ჩატარება და ადეპუტატების უფლბამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც.
TI ჩამოთვლის იმ სამართლებრივ არგუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს:
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ „საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”.
მისი თქმით, არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ მის ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხარა.
დღეს, 25 ნოემბერს 12:00 საათზე ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.
კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამის მიუხედავად, ცესკოს შემ
„ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს“ — პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის კომენტარი აქციიდან.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/930233781822061
"ჩვენ ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევალთ, ამდენი ხმა თუ აიღეს, ამდენი პოლიციელი დასაცავად რაში სჭირდებათ?", - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის კომენტარი აქციიდან.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/619388630652654
"ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ლეგიტიმაციის გარეშე, ეს პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. ყველას მოვუწოდებ მშვიდობიანი პროტესტისკენ.", - პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის კომენტარი აქციიდან.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/502398556294032
რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს.
ბორელის თქმით, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, განსაკუთრებით ევროპაში, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები კი ევროპამ უკვე ნახა საქართველოსა და მოლდოვაში.
„ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგ
მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა, თუ დაჩოქების, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში.
როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს დეპუტატები პარლამენტში „გაყინული სახეებით“ ისხდნენ, რადგან მათ იციან, რომ არიან „გაყალბებული არჩევნების შედეგი“.
„მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხ
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ დღეს პარლამენტში გამართულ პირველ სხდომას თვალს ადევნებდნენ. გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და გაჟღერებულია მოწოდება მთავრობის მიმართ, განახორციელოს ოდირის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები.
XI მოწვევის პარლამენტმა დღეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ, სანამ არჩევნების შედეგები, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერება საკონსტიტუციო სასამართლ