Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.297

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ირაკლი კობახიძე - „კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა, პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ, ეს უზრდელობა არაა - პრეზიდენტი უზრდელობს დეპუტატების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს

სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, მაგრამ ინდივიდუალური დეპუტატების მიმართ ნდობა არ აქვს და ამის გამო მოუწოდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომ სხდომათა დარბაზში არ შემოვიდნენ, მეორე მხრივ კი არის ე.წ. კარწინკის ინტერესი, რომ საწყალი სალომე ზურაბიშვილი მარტო იჯდეს სხდომათა დარბაზში და ოპოზიცია არ უმაგრებდეს ზურგს - პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი შარაშიძე - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა (ვიდეო)

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს და რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა, განსაკუთრებით ბოლო 30 წლიანი ბრძოლისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვონ. კანდიდატის სტატუსის მიღებას საკუთარ დამსახურებად ვერავინ მიიწერს ქართველი ხალხის გარდა! ყველაზე მძიმე რეალობა არის ის, რომ საქართველო საგრძნობლად უკანაა იგივე მოლდოვასთან შედარებით და ჩამორჩება გაწევრიანების პროცესში. ჩვენი

საფრანგეთში ყოფილი ელჩი ხსნის, რატომ ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ჟესტი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ემანეულ მაკრონმა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან გამართა სატელეფონო საუბარი. „ხაზს გავუსვამდი იმის მნიშვნელობას, ეს როგორი სიმბოლური პროტოკოლური ჟესტი იყო — ევროპის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსმა, მაკრონმა, მიზანშეწონილად ჩათვალა.. ის, რომ პრეზიდენტი ესაუბრება თუნდაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს არაორდინარულია. ეს მიუთითებს, რამდენად ახლოს აქვს გულთან მიტანილი მაკრონს საქართველოშ

აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ საქმის განხილვის გაგრძელება იანვარში. თავდა

გიტანას ნაუსედა - „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას

ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, როგორც საქართველოს მეგობარი: ის, რასაც საქართველოში ახლა ვხედ

დიმიტრი ცქიტიშვილი - მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი, რომ არჩევნები არ მოიპაროს

მთავარი არის ის, რომ ივანიშვილმა გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს, ახალი არჩევების დღის გამოცხადება, იმისათვის, რომ ქვეყანამ აირიდოს ის სიღრმისეული კრიზისები, რომელიც მოსალოდნელია და რომელზეც პასუხისმგებლობა ცალსახად ექნება ხალხს, რომელიც ფაქტობრივად ახლა ხელისუფლებას მართავს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, ოპოზიციური პარტიების სამუშაო ფორმატის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია

ანჯეი დუდა - ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან

საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს. როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. “კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან”, -

გიორგი გახარია - პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს

პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს და სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. გახარია აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას მოითხოვს. „პრეზიდენტს ლეგიტიმაც

გადადგეს რექტორი – თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტების ახალი ნაწილი შევიდა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი  30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.  “დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.  “გვაქვს მყარი მოთხოვნა – გ

მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბლიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა

თბილისის მერია აცხადებს ტენდერებს, რომლის მიხედვითაც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. ტენდერები 24 დეკემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 14 იანვარს უნდა დარსულდეს. 24 დეკემბერს გამოცხადებული ტანდერები ნაწილ-ნაწილ მოიცავს გამზირს. შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას მოითხოვენ.    publika

შსს: საქართველოდან ვაძევებთ უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. მათგან 25 მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და „სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები”. შსს-ის თანახმად, მათგან 10-მა საქართველო უკვე დატოვა. პუბლიკა

კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“ და ახალ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“

აშშ-ს ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის კომისიის ლიდერთა ორპარტიული ჯგუფი ორ აქტს წარადგენს. კერძოდ, კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“. ასევე ცნობილი გახდა, რომ კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“. ამის შესახებ 3 იანვარს, კონგრესში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენი სტივ კოენმა განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია რას მოიცავს „ქართული კოშ

რასა იუკნევიჩიენე - პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მი

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა, „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. კერძოდ, სანქციები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ადმინისტრაციის მინისტრს, ანტალ როგანს შეეხო „კორუფციაში მისი ჩართულობის გამო”. „მისი სამთავრობო პოზიციებზე, მათ შორის ორბანის კაბინეტის ადმინისტრაციაზე პასუხისმგებელი მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, როგანი, ცნობებ

ნიკა კაცია გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც იყო ანტისანიტარია, ეყარა სარემონტო ნარჩენები - ადვოკატი

„გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ანტისანიტარია იყო, ეყარა სარემონტო სამუშაოების ნარჩენები – ცემენტი, რაც თავად ავფხიკეო”, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი ნინო ლომინაძე აცხადებს. ნიკა კაცია, რომელსაც პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება. ის ამჟამად ბრალდებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამო გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. ადვოკატის გადმოცემით, კაცია პირობების გაუარესებაზე რამდენიმე მიმართულებით საუბრ

სალომე ზურაბიშვილი - ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! - თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!

თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! - ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელშ წერს და ეხმაურება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მონობა ცუდად სრულდება“. „ქეთევა

საია: დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, სახეში შეაფურთხა

საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს – როგორც ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა, მან მოინახულა მზია ამაღლობელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკავებულ ჟურნალისტს „არასათანადოდ ეპყრობოდა და შეაფურთხა სახეში”. საია მოუწოდებს: სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით; დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახ

SJC შეწყალებაზე: აჩენს ეჭვებს, რომ ეს საფასურია არჩევნებზე კრიმინალური ჯგუფების მიერ პროსახელისუფლებო მოქმედებებისთვის

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) „ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდადებულის შეწყალებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდადებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწროპარტიული ინტერესებით გამოიყენა”. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეწყალების აქტი დროში თან სდევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, „რომლის შედეგებზე მანიპ

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს „ჯაშუშობის გამო" 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21 იანვარს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, კახა მურადოვი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. აფხაზეთის რეჟიმის ე.წ პროკურატურა აცხადებს, რომ თავად მურადოვმა დანაშაული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ აღიარა. ე.წ პროკურატურისვე ცნობით, „მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა. თუმცა, 2024 წელს, დაკავების

ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისი - ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა სანქციებისთვის, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე

ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას - ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე.- ამის შესახებ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს. მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას. “ჩვენ ვით

კელი დეგნანი - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი ფოკუსირებულია ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მუქარის გათვალისწინებით

შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი წელს ფოკუსირებულია რეგიონში ბირთვულ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია იმის გათვალისწინებით, რა მუქარებიც გვესმის რუსეთისგან ამ სფეროში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების ახალ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. „მოხარული ვართ, რომ ამ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინას ვთავაზობთ 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს - ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირისკენ გზაზე უკრაინის აღდგენისთვის

ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას. “ევროკავშირი

მაია სანდუ - კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, მკაცრად ვგმობთ ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმას

რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, მოლდოვაში ელექტროენერგიის გათიშვას ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მაი სანდუმ რუსეთის მიერ უკრაინაზე სარაკეტო იერიში დაგმო და უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმად შეაფასა. „კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდას

დიმიტრი მედვედევი - პოლონურ ფერმაზე სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო დარტყმის" ინციდენტი ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარმა აფეთქებამ აჩვენა, რომ დასავლეთი კიდევ ერთ მსოფლიო ომს უახლოვდება. „პოლონურ ფერმაზე, სავარაუდოდ, უკრაინის "სარაკეტო დარტყმის" ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაჩაღებით, დასავლეთი მსოფლიო ომს უახლოვდება", - წერს მედვედევი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში,

სენატორი ჯინ შაჰინი - უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში - მთავრობამ აშკარად უღალატა საკუთარ სიტყვას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. „საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმ
×
×
  • შექმენი...