საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. დასკვნას ერთვის სამი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
„საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ პუნქტის, „ა“
ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდეგ ორსული გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
როგორც მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ქალის ოჯახის წევრი ჰყვება, ორსულს საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში ჩაუტარდა და მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის კლინიკა BAU-ში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკა „ბაოს“ რეანიმაციული განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშიძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, ქალი კლინიკაში სხვა კლინიკიდან „უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს“ და მისი გადარჩენ
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ეწვევიან. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.
პუბლიკა
პელეს კარიერა – დიადი მოვლენების წყებაა, მაგრამ არის ერთი ფოტო, რომელიც იდეალურად იჭერს „ფეხბურთის მეფის“ ლეგენდარულობას.
„დღეს ჩვენ არ ვმუშაობთ, რადგან მივდივართ პელეს საყურებლად“, – წერია მექსიკის ქალაქ გვადალახარას ძველი თეატრის აფიშაზე. ეს ფოტო მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალის დღეს არის გადაღებული.
ბრაზილიამ მაშინ მსოფლიო პირველობა მოიგო. პელემ ეს მესამედ გააკეთა და დღემდე ერთადერთი მოთამაშეა ისტორიაში სამი ტიტულით.
ფინალში ბრაზილიამ 4:1 დაამარცხა იტალია. პელემ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია:
ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამ
„დიდი საშიშროებაა „აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში მოხდეს გადახედვა იმ გრანტების, რომელსაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის იღებს სახელმწიფო,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს დონორებისგან 3.943 მლრდ ლარის გრანტები აქვს მიღებული.
მათ შორის მიმდინარე
გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მედიასთან ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი ფრაქციის წევრებმა, ჩხეიძეებმა, ქარდავამ და მაჭუტაძემ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა და აცხადებს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა, თუმცა უწყების პრესსამსახურში არ გვითხრეს რამდენი მათგანი რჩება ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში.
განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იგულისხმებოდა, რომ ხელწერილის საფუძველზე არავინ გათა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გან
“აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
380342442_684773199911062_7777315380249
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ბლინკენი თელ-ავივში, აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩთან ჯეკ ლუსთან ერთად ჩავიდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისრაელში გამგზავრებამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ისრაელის მთავრობასთან „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შესახებ საუბარს და იმ ნაბიჯების განხილვას გეგმავს, რომელიც მშვიდობ
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო.
ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
იპნ
16 აგვისტოს თბილისის საკრებულოში პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგი გამართა.
პარტიის განცხადებით, საკითხი ეხება - „ოცნების შემომწირველისთვის ნოშრევან ნამორაძისთვის სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე დამატებით 12 სართულის მშნენებლობის ნებართვის უკანონოდ გაცემას - როგორც პოლიტიკური კორუფციის და არჩევნების გაყალბების მორიგი მცდელობას."
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/496197343231050
ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ.
“მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით პატიმრ
ბრიტანეთში გამომავალმა ჟურნალმა The Economist-მა წლის სახელმწიფოდ უკრაინა დაასახელა.
"ჩვენი 2022 წლის ქვეყანა მხოლოდ უკრაინა შეიძლება იყოს, მისი ხალხის ჰეროიზმისთვის, მჩაგვრელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის", - წერს გამოცემა.
"ჩვეულებრივ დროს The Economist-ის წლის სახელმწიფოს არჩევა რთულია. ჩვენი ავტორები და რედაქტორები, როგორც წესი, იწყებენ თავისუფალ დებატებს, რომლის დროსაც ისინი კამათობენ მოკლე სიაში მოხვედრილი ექვსიოდე ქვეყნის შესახებ. მაგრამ წელს, პირველად მას შემდეგ, რაც 2013 წე
საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ის დაღუპვის გარემოებებს, გამოაცხადა, რომ რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ეჭვმიტანილთა ძებნისთვის, მაგრამ სხვისთვის აღარავისთვის შეუძლია ბრალდების წაყენება. ამასთან, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
გაერთიანებულმა საგამოძიებო ჯგუფმა ივარაუდა, რომ პუტინი შესაძლოა პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს სეპარატისტთა კონტროლქვეშ მყოფ უკრაინის
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთა
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, ზუსტად ერთი წლის წინ უკრაინას უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, რასაც უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა.
უკრაინელი სამხედროები და მოხალისეები გმირულად იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის! ქედს ვიხრი მათი გმირობისა და თავდადების წინაშე! ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს დაურიგდათ ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა.
წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ.
პარლ
მესტიაში, სასტუმრო „ფოსტას“ გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სასტუმროში გაჩენილი ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.
იპნ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
იპნ
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფიცი დადო.
„მე, როგორც პრეზიდენტი, ვფიცავ ჩემს ღირსებასა და პატიოსნებას დიდი თურქი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, პარლამენტში გამართულ ცერემონიაზე.
ერდოღანმა ფიცის დადებამდე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მანდატი მიიღო.
პარლამენტში ფიცის დადების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ცერემონია, რომელსაც 78 ქვ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და აცხადებენ, რომ პროტესტის გამოხატვა დანაშაული არ არის.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, გუშინ, 2 ი
გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები დაზიანდა ელექტროსადენები.
შედეგად, 25 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
“თელასის" მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მომხმარებელთა დიდ ნაწილთან პრობლემა აღმოფხვრილია. რჩება 5 600 აბონენტი, რომელსაც ამ დრომდე არ მიეწოდება დენი. მათივე ინფორმაციით, ელ.მომარაგება თბილისში სრულად 14:00-მდე აღდგება.