Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.065

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნინო ჩხობაძე - ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს, რომელი უწყება რას და როგორ აკეთებს - ამ დროისთვის მოქმედების სისტემა არ არსებობს

მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებით, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით გასამართლებული მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი სასჯელს სახლში მოიხდის - მას საპატიმრო სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, მსჯავრდადებულ გიგა გიგაშვილის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებითაა გასამართლებული, სასჯელს სახლში მოიხდის. მას 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შინა პატიმრობითა და სპეციალური ელექტრონული მონიტორინგით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო. როგორც ვახტანგაშვილის ადვოკატმა კახა წერეთ

პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა - ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ღია წერილს „გულწრფელ ახალგაზრდებისადმი“. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება. „ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე

სალომე ზურაბიშვილი - არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ - რეალური ომის პარტია ერთია: რუსული იმპერიალიზმი - მაოცებს, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი

არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ - რეალური ომის პარტია ერთია: რუსული იმპერიალიზმი - მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის და „ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქ

გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" - ზოგიერთს ცოტა მეტი აქვს მოპარული და კონსპირაციის ავადმყოფური იდეები აწუხებს - ეს მცირერიცხოვანი ჯგუფია, თორემ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საჯარო სექტორი, ბევრად უფრო ევროპულია, ვიდრე მოლდოვის ან უკრაინის

"როცა ასოცირებულ ტრიოში ვიყავით ლიდერები, ვიყავით სამაგალითოები ყველასთვის!  ეს ყველაფერი დაბრუნდება, ამას ვერ გააუქმებს ვერავინ თავისი კონსპირაციების თეორიით. ამხელა პოზიტივის მერე ვინმე გაბედავს და ამ ხალხს, ამ ერს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რაღაც ნეგატიურ სენტიმენტებს შეუქმნის?! ყველას უნდა,  პოზიტიური დღის წესრიგის ნაწილი  იყოს, ყველას უნდა, რომ გამარჯვების ნაწილი იყოს. ჩვენ ყველას, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გვინდა, რომ დიდი გამარჯვებების ნაწილი ვიყოთ! არ გვინდა ვიყოთ ბოდვებში, ომ

გიორგი გახარია - იმდენად შეშინებულები არიან, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძალოვანი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ამერიკაში 

"ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას - ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ  გვაინტერესებს,  გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ  იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი.  ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძალოვანი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად ამერიკაში   და ჯობდა არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას  ი

შეშფოთებული ვარ არჩევნებზე სისტემატურ დარღვევებზე სარწმუნო ბრალდებებით – უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. „მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ. ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალ

პროკურატურა, არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადების გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იბარებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინე

ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის აეროპორტში ტექნიკური ავიარეისების განხორციელება დაიწყო

სოხუმის აეროპორტში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პირველი ტექნიკური ავიარეისები ხორციელდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ტელეკომპანია Абаза ТВ-თან ინტერვიუში განაცხადა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი - გიორგი გახარია

მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი, ეს არის კრიტიკულად მნიშვენელოვანი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ყველაფერს კომპლესური მიდგომა სჭირდება და ვინ იქნება მომლაპარაკებელი და გამფორმებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. “მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია მოემგზავრება

საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. „კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტი

რა შეიცვალა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში | ISFED შეფასებას აქვეყნებს

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას, – ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს და კანონში შესულ ცვლილებებს განმარტავს. გთავაზობთ ძირითად ამონარიდებს ISFED-ის შეფასებიდან: 1 – ცვლილებების მიღებამდე საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და მისი  მოადგილის თანამდებობაზ

დაკავებულის თქმით, სპეცრაზმელები ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ

საპროტესტო აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძის თქმით, სპეცრაზმელებმა ლისის ტბასთან მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ. „მასმენინებდნენ, ტრაქტორი რომ უნდა ამოეყვანათ, მიწა ამოეთხარათ, შემდეგ თითქოს შიგნით უნდა ჩავეგდე და დავემარხე.. რათა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია. ასეთი ზეწოლის ქვეშ ვიყავი მთელი დღე“, — განაცხადა მან სასამართლო პროცესზე, რომლის ვიდეოსაც „ტვ პირველი“ აქვეყნებს. ადვოკატის განცხადებით, სპეცრაზმელები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნე

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. უწყების ცნობით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს - ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციებს თავი

თბილისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვარკეთილში, ხანძრის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გაჩენის მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.   იპნ

აქტივისტები აცხადებენ, რომ ზუგდიდში აქციაზე სახის დაფარვის გამო მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს

„დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებისადმი დაუმორჩილებლობის მიზნით 30 დეკემბერს ზუგდიდში აქციაზე დაიფარეს სახე და გამოიყენეს პიროტექნიკა, რასაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება მოჰყვა. „გუშინ აქციაზე რამდენიმე ადამიანი მოვედით ე.წ. ბალაკლავებით, რომელშიც მხოლოდ თვალი ჩანს. ადამიანები ამ ბალაკლავებს იყენებენ სიცივისგან თავდასაცავად. შუბლი, პირი რომ არ გაეყინოთ. მოვედით ბალაკლავებით, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა კრიმინალური პოლიციის ე

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე" გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან - "ახალი წლის ჯადოსნური მარშით". ასევე, აქცია არის

ბერდია სიჭინავა - საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო - სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერს გიორგი გახარიას თავდასხმის საქმეზე სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „საგამოძიებო ორგანოსთან კომუნიკაცია იყო. სავარაუდოდ, დღეს მოხდება გიორგი გახარიას გამოკითხვა“, - განაცხადა სიჭინავამ. მისი ინფორმაციით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „კარგად არის, სახლშია. უახლოეს დღეებში ის საზოგადოების წინაშე წარდგება და აუცილ

მერიაში ადასტურებენ, რომ დოლიძეზე გაფიცულებს მათი თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ, “თუმცა მათ არ დაუწყიათ”

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გუშინ, 15 იანვარს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად თბილისის  მერიის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. მედიის ცნობით, მოძალადე ჯგუფთან ერთად, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ: თბილისის მერიის თანამშრომელი – თენგიზ ფოფხაძე თბილისის მერიის თანამშრომელი – ლუკა ბერბიჭაშვილი თბილისის მერიის თანამშრომელი – გია ზაქარაია თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი – დავით დოლიძე თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ი

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფომრაცია „პუბლიკას“ საიას იურისტმა დარეჯან სალდაძემ  დაუდასტურა. მისი თქმით, ქათამაძემ შიმშილობა გუშინვე, დაკავების შემდგომ დაიწყო და იღებს მხოლოდ წყალს. ადვოკატმა გვითხრა, რომ საქმე ქვეყნიდან გაძევების საკითხთან არის დაკავშირებული, სასამართლო სხდომა 48 საათში ჩაინიშნება და საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობა მაშინ მიეცემა. გუშინ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე, მას შემდეგ რაც ადმინისტრაციული პატ

თანამშრომლების თქმით, პარლამენტის კვლევით ცენტრს მათი საჯარო აქტიურობის გამო აუქმებენ

პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების თქმით, დღეს დირექტორმა გამოუცხადა, რომ ცენტრი უქმდება და განმარტა, რომ გადაწყვეტილების საფუძველი 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობა, კერძოდ, ევროინტეგრაციასთან და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის დაგმობასთან დაკავშირებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერაა. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან ბრიფინგზე ისაუბრეს ცენტრის თანამშრომლებმა - ნინი ლეჟავამ, სალომე ნატროშვილმა და მარიამ ჩაჩუამ. მათი თქმით, აღნი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს

გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს. „გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს

შათირიშვილამდე მე მთავაზობდა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას – ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად მას სთავაზობდნენ, რომ „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ წერილები მას გაევრცელებინა. ბაჩიაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან შეთქმულების თეორიებზე წერილების გავრცელებაზე უარი თქვა, მის ნაცვლად ეს საქმე ივანიშვილთან დაახლოებულმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა შეითავსა. „ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ [ზაზა] შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას

თეონა აქუბარდია - ერთობლივ წერილს ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას და ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას - შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალი პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს და შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ. აქუბარდიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს, რადგან 12 დღიანი შიმშილობა მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამა
×
×
  • შექმენი...