„ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი და, უპირველეს ყოვლისა, სანქციები“,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის გარკვეული პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი.
14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის არალეგიტიმური - კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არ მონაწილეობს პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში და არ ცნობს დე ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკანონოდ არჩეულ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები ერთი მხრივ, ტარდება კონსტიტუციის მიღმა, არალეგიტიმური პა
მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ.
“რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
“ნეტაზეთი” ინფორმაციის მოძიებას შინაგან საქმეთა სამაინის
"რომ მეუბნებიან, განსხვავებული აზრის მიმართ ბულინგს აქვს ადგილიო, სულ მიკვირს - როდესაც უყურებ ძალადობას, რა განსხვავებული აზრი უნდა გქონდეს იმას გარდა, რომ ის დაგმო და იყოს შენთვის მიუღებელი? თუ არ გმობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალადობა შენთვის მისაღებია და მიიღებ ჩემგან პასუხს - ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ. ეს არ არის ბულინგი, ეს ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა."
სოფო ხორგუანი სტუმრად აჭარის ტელევიზიაში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე".
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/v
სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტან
ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა დააყენა ქართული სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის” მფლობელი კომპანიის ბრიტანეთში სანქცირების საკითხი.
კერძოდ, მაკდუგალმა ლეიბორისტული პარტიის წევრს და თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს მიმართა, თანახმა არაა თუ არა, რომ განიხილონ ეროვნული კრიმინალური სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და Hunnewell Partners-ისთვის ოპერაციების აკრძალვა.
მაკდუგალმა ხაზი გაუსვა, რომ ტელეკომპანია „იმედი” იმართება ბრიტანეთიდან,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩევა, – მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და იმ არგუმენტით, რომ საქმეში არ არსებობდა ახლად გამოვლენილი გარემოებები, ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
რაც შეეხება საქმის განხილვას, საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა მისული. დაცვის მხარე ოქტომბრიდან მოყოლებული საქმის განხილვის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. როგორც ოკმელაშვილის ა
არასრულწლოვანის მიერ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა მშობლის დაჯარიმებას გამოიწვევს.
ასეთ შემთხვევაში მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება
“ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ მუხლშიც შეიტანა, რომელიც მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილებებ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ.
ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ.
მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნი
ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. პასუხისმგებლობა მკაცრდება სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებაზე, რაზეც ამჟამად მხოლოდ 1 000 ლარიანი ჯარიმაა. ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე.
გარდა ამისა, შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება.
კერძოდ, გადამუშავდა “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგ
დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა.
მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.
“დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. და
ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან სოლიდარობას უცხადებენ ქართულ მედიას.
განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 78 ჟურნალისტი, ნათქვამია:
განცხადებას ხელს აწერენ:
ანდრაშ პუსტაი – Telex.hu-ის აღმასრულებელი დირექტორი (უნგრეთი)
მიროსლავა კერნოვა – Omediach.com-ის მთავარი რედაქტორი (სლოვაკეთი)
ბურაკ უტუჩუ – სპეციალური კორესპონდენტი, Euronews (თურქეთი)
ისა მიზირაი – ალბანეთის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (ალბანეთი)
ლუკას ბურნარ – Medienhaus Andererseits-ის ა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა.
სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების“ წევრებს, პ
სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ. აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავ
იქნება უფრო მკაცრი სანქციები და „მაგნიტსკის სიაში“ კონკრეტული ადამიანების შეყვანა - სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება, დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად მოხდა ახალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის, ამიტომ მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქა
აქტივისტ ანა კვანჭილაშვილის დედა, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი იხსენებს, როგორ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა მის სახლში, როცა იქ მისი შვილებიც იმყოფებოდნენ.
პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის სახლშიც
მან ამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ვარ საავადმყოფო ფურცელზე, ტყუპები ჩემთან არიან. ჩემთან არიან იმიტომ, რომ ანუკი აქციაზეა. ანუკი ღამე ჩვენთან დარჩა და მიამბო, რომ ვერაზე, ეზოში საეჭვო ტიპი შენიშნა და არ მოეწონა. ს
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.
28 ნოემბრიდან დღემდე შსს-მ ადმინისტრაციული წესით აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამ დარღვევებზე გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი
ადმინისტრაციული წესით დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. გიორგი ნაკაშიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეებიც, მათ შორის, შსს-ს მხრიდან. კერძოდ, სა
სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ.
ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. მათი თქმით, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება.
აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირ
წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს.
„სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ნაკაშიძემ.
კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ დადებითი პასუხი გასცა.
„ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინაა
მეთექვსმეტე დღეა, დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება საპროტესტო აქციები „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ხელისუფლების გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში.
ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის ერთი საათის განმავლო
„ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთ-ერთია იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის, ვინც ბარიერი გადალახა, მაგრამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და სახალხო პროტესტს უერთდება.
პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც წარსულში არაერთი სისტემური პრობლემა და გახმაურებული საქმე უკავშირდება, ბოლო თვეების განმავლობაში იკვეთება ლიდერად, რომლისგანაც საზოგადოების ნაწილს ძველ ცოდვებზე მეტად მომავლის გეგმები და ხედვა აინტერესებს
ჩვენ მასთან ვისაუბრებთ მისი ყოფილი გუნდის
„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
ამასთან, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და დანიშნულია ექსპერტიზები.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა.
უწყების ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, Facebook-ში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრ