გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
publika
საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს
2 ივნისიდან თბილისის მერია იწყებს აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, რის გამოც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მერიის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთში ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
“აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამო
„ოცნების” დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა 22 თებერვალს დეკლარაცია განაახლა.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კუთვნილი ფარმაცევტული კომპანიიდან შემოსავლის სახით 4 357 225 ლარი მიიღო.
ობოლაშვილი წამლების იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის” 100%-იანი წილის მფლობელია. მისივე დეკლარაციის თანახმად, ამ კომპანიიდან მან 2020 წელს – 1 187 918 მილიონი, 2021 წელს – 94 715, ხოლო 2022 წელს 348 439 ლარი მიიღო.
უახლესი დეკლარაციის მიხედვით, „ოცნების” დეპუტატს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 2 ბინა აქვს დ
ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება, რომელსაც დღემდე ეძებენ.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 19 წლის გიო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დათბება.
„ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22 გრადუსამდე დათბება.
ქალაქ თბილისშ
პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით ინტერპელაციით პარლამენტში დაბარებული არიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. მინისტრის მიმართ მათი კითხვა ეხება, თუ რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც
19 მაისს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე
შოვში სტიქიის ზონაში ამ მომენტისთვის 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროებით შეეკრიბა ინფორმაცია მათ შესახებ და 4 აგვისტოსთვის 19 დაკარგული ადამინის ვინაობა დაადგინა.
მეორე დღეა, ათობით ადამიანი სოფელ შოვში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებს.
ეძებენ, ვისაც როგორ შეუძლია.
ზოგი ფიზიკურად, სტიქიის ადგილას, ზოგი ოდნავ მოშორებით. პოლიციელები ხალხს ტრაგედიის ადგილზე არ უშვებენ.
ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 6 საათზე, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცული თანამშრომლები სოლიდარობის ჯაჭვს აანონსებენ. ისინი მხარდამჭერებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ პროტესტს.
უკვე 37-მე დღეა, რაც კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. მიზეზი, შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. გაფიცვის 37 დღიდან, ბოლო 6 დღეა 4 თანამშრომელი შიმშილობდა. თუმცა, გუშინ, ერთ-ერთმა მათგანს, ლუკა კიკნაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობის შეწყვიტა მოუწია.
“ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისთან ხმაური იყო დღესაც
თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით, 1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება.
ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შ
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილ წინადადებას “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ, 18 დეპუტატი აწერს ხელს. ინიციატივაზე ხელმომწერთა პარტიული შემადგენლობა მრავალფეროვანია – მათ შორის არიან როგორც ლიბერალ-დემოკრატები, ისე ლეიბორისტული პარტიისა წვერი და დამოუკიდებელი დეპუტატი.
ინიციატივა 13 იანვარს, 6-მა დეპუტატმა წარადგინა, მალევე ხელმომწერთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, 18 იანვრის მონაცემებით კი მას 18 ადამიანი აწერს ხელს.წინად
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 768 816 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 50,6%-ია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.
წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული
17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.
გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.
17 წლის ლუკა რამიშვილს Google-მა კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა.
„ახლახან ჩამოვედი ამერიკაში და გადავწყვიტე Google-ს რაღაცა დაზიანებების გამოსწორებაში დავხმარებოდი. ეს არის ჰაკერული დაზიანებები რის გამოც შეიძლება Google კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს და ძალიან რთულია ამ დაზიანებების ნახვა. მივიღე Google-ის Bug Bounty-ში მონაწილეობა და როგორც ჩანს ჩემი ნაპოვნი დაზიანებით ძალიან დავეხმარე, რის გამოც Google-მა Honorable სიაში შემიყვანა სადაც მხოლოდ 1500 ადამიანია.
ეს სია წლებია არ
17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს.
„გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება.
გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 57701
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება – 17 მოსამართლის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
განცხადებას ხელს აწერენ:
ლევან დარბაიძე;
მადონა მაისურაძე;
ეკა არეშიძე;
მანანა მესხიშვილი;
ციცინო კიკვაძე;
თამარ ჩიხლაძე;
დევი დევიძე;
თამარ ხაჟომია;
დავით წერეთელი;
ქეთევან მესხიშვილი;
ვლა
თბილისის მერიის ცნობით, ხვალ 17 მაისს მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
12:00 საათიდან მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.
ბარათაშვილის ქუჩის ჩაკეტვის დროს, ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და
დღეს, 19 ივნისს 16:00 საათზე გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს.
დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.
„დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან,“ – წერენ მაღაროელები.
ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებე
აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების 16-მა სენატორმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს სთხოვა, გადახედოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინას არ მიეწოდოს მოიერიშე დრონები MQ-1C Gray Eagle. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს კონგრესმენების წერილზე დაყრდნობით.
„უკრაინისთვის MQ-1C-ის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი პერსპექტივით,“ ნათქვამია წერილში. მისი ავტორები დარწმუნებული არიან, რომ Gray Eagle-ები შეიძლება ეფექტიანად იქნეს გამოყენებული უკრაინაში.
ადრე
აშშ, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი მკაცრად გმობენ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელზეც ხელმოწერები გრძელდება, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოში ნიდერლანდების ელჩმა წარადგ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ipn
16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზ