Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.579

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

TIME-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემის რედაქტორებმა უკრაინის პირველი პირი აირჩიეს პირად, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ამბებზე. „ვინც უკრაინის ამ ისტორიას იმედიანად თუ შიშის გრძნობით აღსავსე უყურებს - და ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დაწერილი - ზელენსკიმ მართლაც მუხტი მისცა მსოფლიოს ისე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“ - აღნიშნა TIME

TikTok-მა საქართველოდან უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციული ანგარიშები წაშალა

ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში. საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვე

TI:ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილმა და მისმა პარტნიორებმა „ოცნებას“ ნახევარ მილიონამდე შეწირეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, „ქართული ოცნების“ შემწირველ  კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას”. – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. TI-ის ცნობით, გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლ

TI: ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო

TI-ის ინფორმაციით, ხობის მერიამ 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიას მოარგო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ხობის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 10,818,151 ლარი იყო. ზუსტად ეს თანხა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ შესთავაზა, ეს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს „არქეოპოლისი” იყო.

TI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაიზარდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა. მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით

TI: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მერაბ გაბინაშვილს 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება არ მიუთითებია. ორგანიზაციის ცნობით, მერაბ გაბინაშვილს დეკლარაციაში არ შეუტანია მის საკუთრებაში არსებული 121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე; 801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფც

TI: სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულობა „ოცნებამ“, „ალტ-ინფომ“ და „ლელომ“ მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულობები დათვალა. 1 944 073 ლარის შემოწირულობიდან 666 000 ლარი (34%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით. „გამჭვირვალობის“ ცნობით, მმართველი პარტიის მიმართ გაცემული შემოწირულობების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების

TI: სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება. 57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე) 4000 კვ.მ მიწის ნაკ

TI: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟს ახდენს. ორგანიზაცია იმპიჩმენტს „სადამსჯელო“ პროცედურას უწოდებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველ ძალას თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს მიტაცებული და და მათზე სრულ კონტროლს ახორციელებს. TI პარლამენტარებს მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. პარლამენტში პრეზიდენტის იმპი

TI: პარლამენტის სხდომის ჩატარება და დეპუტატებს უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის უხეში დარღვევაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნომებერს, პარლამნეტის პირველი სხდომის ჩატარება და ადეპუტატების უფლბამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც. TI ჩამოთვლის იმ სამართლებრივ არგუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს: საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მ

TI: ოპოზიციამ თანამდებობის პირები პარლამენტში 12-ჯერ დაიბარა, ისინი არცერთხელ არ გამოცხადდნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო კონტროლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის შუალედს. ორგანიზაციის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შემცირდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ან ის ატარებდა ფორმალურ ხასიათს. „საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება ს

TI: მესტიაში 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც

TI: თელავის სასამართლოს თავმჯდომარე დეკლარაციაში ხელფასს და უძრავ ქონებას მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს. დარღვევა I – მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება: 60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე 71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვი

TI: ვაჟა სირაძის მამა, მოსამართლე შოთა სირაძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას და შემოსავალს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, შოთა სირაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის მამაა, დეკლარაციაში 7 უძრავ ქონებას და შემოსავალს მალავს. საუბარია, შოთა სირაძის 2024 წლის დეკლარაციაზე,  რომელშიც მას მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ აქვს მითითებული. TI-ს განცხადებით, შოთა სირაძემ დეკლარაციაში არ ასახა შემდეგი უძრავი ქონება: 873 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შ

TI: ბრიტანეთის მიერ დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, სანქციებში მოჰყვება ივანიშვილების ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია. ორგანიზაციის ცნობით, „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში, ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილების ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია, რადგან ეს კომპანიები, საბოლოო ჯამში, სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებ

TI: აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შეჯამებულად ავრცელებს. TI-ის ცნობით, აქციებზე პოლიციელების მიერ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი პოლიციელების რაოდენობა – 0. დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26); 300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;

TI: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მრჩევლად „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი დაინიშნა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“. ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი: 2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო  „ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი; არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პ

TI: ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ანტიკორუფციულ კანონში შეტანილი ცვლილებები ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და აუარესებს არსებულ წესებს. საუბარია, 2024 წლის 29 მაისს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებულ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე.   პუბლიკა

TI: „ოცნების" დელეგატის და მისი პარტნიორის კომპანიებმა შესყიდვებიდან 41-მლნ-მდე ლარი მიიღეს

„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევით, “ქართული ოცნების“ საარჩევნო დელეგატის, აკაკი ალადაშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიებმა 2016-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 40.7 მილიონი ლარი მიიღეს. აკაკი ალადაშვილი „ქართული ოცნების” დელეგატია საბურთალოს რაიონში. ის 2021 წლიდან დღემდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრია მმართველი პარტიიდან. ის 2016 წლიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

TI: „ელექტროსისტემაში“ ზარდიაშვილსა და სასამართლო კლანთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოავლინეს. სავარაუდო ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და სასამართლოს ე.წ. კლანთან დაახლოებულ ვანო ზარდიაშვილს უკავშირდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკით

TI და ISFED: მოვუწოდებთ შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად, არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, „არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.

The Washington Post საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიაში „ოცნებას“ ავტორიტარულს და პრორუსულს უწოდებს

The Washington Post საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება, სადაც „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ და ავტორიტარულ ჯგუფად მოიხსენიებს. სტატიაში საუბარია, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა ბოლო მოწოდება იყოს ქართული დემოკრატიისთვის, ხოლო აშშ-ს შეუძლია მეტი გააკეთოს მის  გადასარჩენად. ამასთან, The Washington Post წერს რუსული კანონის შესახებ და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებულ

The Wall Street Journal - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლო სანქციებსაც ითვალისწინებს

საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და

The Times - უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი მიიღო

უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს კიევი დანიიდანაც მიიღებს. შეგახსენებთ, გუშინ, Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ipn

The Times - ,,ზელენსკის სამხედრო ბუნკერი უკრაინაში: არც ტელეფონები, არც შუქი, არც ძილი"

ბრიტანული გამოცემა The Times- ის ჟურნალისტი ქეროლაინ უილერი იმ ბუნკერს ეწვია, საიდანაც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანას მართავს. „არც ტელეფონები, არც შუქი, არც ძილი“, - ასე აღწერს კორესპონდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიწისქვეშა ბუნკერში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, რამაც ბუნკერში ჩასული ყველაზე მეტად შეაძრწუნა, იქ გამეფებული სრული სიბნელე იყო. ,,გზას მხოლოდ თანმხლები დაცვის ტელეფონის ფანარი ანათებდა. ვვარაუდობდი, რომ ეს სიბნელე, ბოლო
×
×
  • შექმენი...