Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.918

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში

2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში. შესაბამისი სადეპუტატო კითხვით საქართველოს ეროვნულ ბანკს პარლამენტის დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა. მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა 109 949 ანგარიში გახსნეს. ხოლო იურიდიულმა პირებმა - 6 ანგარიში. ოფიცია

2022 წელს საქართველოში 150-ზე მეტი ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის iMOVIES და adjaranet

2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში რამდენიმე ათეული ვებსაიტი დაიბლოკა, მათ შორის ისეთი პოპულარული ვებსაიტები, როგორიცაა iMOVIES და adjaranet. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევის მიხედით, დაბლოკილი საიტების უმრავლესობა (77%) საავტორო უფლებებს არღვევდა, თუმცა გამოიკვეთა პორნოგრაფიული მასალების (6,5%) გავრცელების შემთხვევებიც.   ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საიტების დაბლოკვის წესი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ რისკებს შეიცავს. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქა

2022 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს. ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.    

2022 წელს საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საქსტატის მიხედვით, საქართველოდან 2022 წელს 125 269 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის 80.5% საქართველოს მოქალაქე იყო. იმიგრანტების რაოდენობამ კი 179 778 ადამიანი შეადგინა და მათ შორის, საქართველოს მოქალქეების წილი მხოლოდ 30.3%-ია. განსხვავებულია მონაცემები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. საქსტატის მიხედვით, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოს 100 802 მოქ

2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში მოცემულია რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკაც. TI-ის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. გასულ წელს რუსეთიდან სულ 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. ეს მონაცემი 26%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში 2022 წელს რუსეთიდა

2022 წელს რეკორდულ რიცხვს მიაღწია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ანგარიშის მიხედვით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების განცხადებების რაოდენობამ 28 797-მდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე 2008 წლის შემდეგ 2022 წელს ყველაზე მეტმა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფრის მიღების მთხოვნელთა რაოდენობა ქვეყნების მ

2022 წელს მივლინებებში პარლამენტის წევრებზე 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა – TI

2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს. რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად: 2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან

2022 წელს გაცემულია 10 822 მშენებლობის ნებართვა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ნებართვების 77.2 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4 პროც

2022 წელს ბუნებრივი აიარით მოწამვლის 76 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 15 ადამიანი

ენერგოომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბუნებრივი არის მიწოდებასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხად უსაფრთხოების პრობლემა იდგა. ანგარიშში ბუნებრივი გაზის კომპანიებიდან მიღებული მონაცემებია ასახული. ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების სამოქმედო არეალებში დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის აფეთქების, გაჟონვის, მოწამვლის (მხუთავი არით CO-თი 64 ინტოქსიკაციის) და სხვა უბედური შემთხვევების რამდენიმე ათეული ფაქტი, უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა მძიმდება შემოდგომა-ზამთრის პერ

2022 წელს აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა - „გალტ & თაგარტი“

„გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სადაც საქართველოს 2022 წლის ელექტროენერგიის ბაზრის შედეგებია შეჯამებული, გასულ წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და შესაბამისად 1.5 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს იმპორტის ხარჯი 41.2 მლნ აშშ დოლა

2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლამდე იკლებდა, თუმცა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 13-ით გაიზარდა. ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა. აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671. იპნ

2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონი ლარი, „ლელომ“ 619 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 216 000 ლარი მიიღო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ შემომწირველები არ ჰყოლიათ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2022 წლის განმავლობაში, ჯამში, 1 953 200.25 ლარის შემოწირულება მიიღო. კერძოდ, 2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 1 036 000 ლარის შემოწირულება „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მას წლის განმავლობაში 28 შემომწირველი ჰყავდა, რომელთა ნახევარმაც მმართველ პარტიას 50-50 ათასი ლარი შესწირა. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი და დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი. საპარლამენტო პარტიებს შორის, „ქართული ოცნების“ შემდეგ, 2022 წლის

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, ორბელიანების სასახლის, ავლაბრის რეზიდენციის, ქუთაისის პარლამენტის შენობისა და საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლებზე 9 მლნ ლარამდე ხელფასი და დანამატი გაიცა

2021-2022 წლებსა და 2023 წლის 4 თვეში ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიის მოვლის, დაცვისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად, ჯამში, 3 470 882.4 ლარი დაიხარჯა, საიდანაც კომუნალური ხარჯები 2 442 442 ლარს შეადგენს, ხოლო დაცვის თანამშრომლების ხელფასებზე 1 028 440.4 ლარი გაიცა. ადმინისტრაციული შენობების შენახვისა და მოვლის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა, თუმცა უწყებამ სააგენტოს მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის კომუნალური ხარჯების შ

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ნერვული სისტემით ავადმყოფობის 116 363 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. მათივე განმარტებით, რეგისტრირებული მონაცემები მოიცავს შემთხვევებს, როცა ერთ პირს ნერვული სისტემით ავადმყოფობის ფაქტი რამდენჯერმე დაუფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პრევალენტობა 100 000 მოსახლეზე 3137.6-ს შეადგენს. ipn

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული

2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. რაც შეეხება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივ კატეგორიას, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო 71 525 შემთხვევა 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ 87 000 კვადრატული მეტრის ფართში 179 000 კვადრატულ მეტრამდე ფართი გაცვალა

2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ, ჯამში, 86 794 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ 178 996,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტმა 45 584 კვ.მ-ის ფართის ქონების გაცვლა-გამოსყიდვა განახორციელა, რისთვისაც მას ჯამში, ბიუჯეტიდან 142 756 ლარი აქვს გადახდილი, ფართების ნაწილის გაცვლისთვის კი, მესაკუთრეებს 84 127,53 კვ.მ-ის ფართის ქონება გადას

2021 წელს თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო“ გრიფით 5 მილიონზე მეტი დანამატია გაცემული - აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში წერს, რომ 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. 2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი

2012 წლის შემდეგ პირველად! სარჩელი გიული ალასანიას წინააღმდეგ – სოფიო ხორგუანი სააკაშვილის დედის მიერ უკანონოდ მიტაცებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს

უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში. სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება. სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება –  „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე  731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას

200 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის - ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 2 მლრდ ლარს აჭარბებს

საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მ

20-21 ოქტომბერს, საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 21 ოქტომბერს მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრც

20 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI)  ინფორმაციით, 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორისაა, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა. ორგანიზაციით განცხადებით, შესყიდვების სააგენტო კონტრაქტების არგამოქვეყნებას „ტექნიკური ხარვეზებით ხსნის“. TI-ის განმარტებით, „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშ

20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს

ანონსი: 20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს . მისამართი: პარტიის ოფისი, ა. ბელიაშვილის ქ. 68. აღნიშნულის  შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. 

2-3 ოქტომბერს ამინდი გაუარესდება — გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 2-3 ოქტომბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებაზე აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოსა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალი

2 წლის შვილის ცემისთვის კახეთში მშობელი დააკავეს - შსს

კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. პუბლიკა

2 წელში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება – ბითაძე

4 მარტს პარლამენტში „შინაურ და ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა. როგორც ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტის ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მისი თქმით, 2 წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ადამიანმა ცხოველის ყიდვის შემთხვევაში შესაბამის სწავლება გაიაროს. „დღეს ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო კა
×
×
  • შექმენი...