Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.169

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რა წერია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში საქართველოს შესახებ

ევროპულმა საბჭომ 19 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შესახებ ნათქვამია: „ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ის მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მ

ევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ EU-ს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს

ევროპარლამენტარები საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ და მოუწოდებენ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ხელისუფლების ლეგიტიმაციისგან”. განცხადებას ხელს აწერენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალი

სოფიო ხორგუანი - დარწმუნებული ვარ, გახარიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, იყო გზავნილი გასაქცევად გამზადებული საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც (ვიდეო)

- დარწმუნებული ვარ, გახარიაზე თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, იყო გზავნილი -  გასაქცევად გამზადებული საკუთარი გუნდის წევრებისთვისაც.  - როგორ ფიქრობთ, ფულის ტომრები რომ უზით პარლამენტში, ვინც ფული ივანიშვილის გარეშე იშოვეს, გამოიარეს მხედრიონი, ნაციონალი მოძრაობა და აქამდე მოვიდნენ, დათმობენ ფულს? - გიორგი გახარიაზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ეს იყო ჩასაფრება. ცდილობდნენ ზვიად ქორიძე გაერიდებინათ ადგილიდან, რომელიც ჯიუტად იჯდა, რათა მოწმეები არ ჰყოლოდათ. სოფიო

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია თანამდებობას ტოვებს. ეს ინფორმაცია მან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა. იმის პარალელურად, რომ ბოლო რამდნიმე კვირაში სახელწიფო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, ბევრი მათგანი, ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები, პოსტებს საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებენ. ისინი ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკ

თუ ამაღლობელს სააპელაციო აღკვეთს არ შეუცვლის, სტრასბურგს მივმართავთ – ქურდოვანიძე

საიას თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ პატიმრობას არ შეუცვლის, მაშინ მისი ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ ქურდოვანიძემ დღეს, 20 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ისედაც კანონდარღვევით, დაგვიანებულად მიიღო საჩივარი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. მისი

ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან, - ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ად

რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ შესწორებაში გამოთქმულია „სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებულ შესწორებაში ნათქვამია: „რამდენადაც საქართველოში მედიაგარემო აგრძელებს გაუარესებას და ბოლო წლებში, უპრეცედენტოდ მაღალია ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების რაოდენობის მაჩვენებელი საქართველოში; მაშინ, როცა 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური - ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 9 ნოემბრის შემდეგ 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხდა. უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოგისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს რუსული ჯარების მართვისა და კონტროლის სისტემა, ამით მტერს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა გაქცევისა. ვალერი ზალუჟნის თქმით, ხერსონის მიმართულებით პირველი ოქტომ

ევროკომისარი ნიკა გვარამიას დაკავების და დეოლიგარქიზაციის შესახებ კითხვებზე - თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია

არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ერთი მხრივ ნიკა გვარამიას დაკავების, მეორე მხრივ კი იმის შესახებ, თუ ვის ეხება ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ და ვის გულისხმობს ევრ

საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელ​ი - დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, რადგან საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, რადგან საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანე ჟენეტმა მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყველა ქვეყანა უნდა იყოს ამ უსაფრთხოების ნაწილი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა გემის გადაადგილება და ეკონომიკური აქ

მედიის ცნობით, „ასოშიეითიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

მედიის ცნობით, „ასოშიეითიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში გასულ კვირას ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. „ასოშიეითიდ პრესმა“ რაკეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ისე ევროკ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ - გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. „ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი - უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან"

უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან". ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. "დღეს, როგორც ყოველ მეორე დღეს, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის თემები. მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-

ჯონ ჰერბსტი - ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ, მაგრამ, აშშ-ის მთავრობა სულელი არ არის

ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რამდენად შესაძლებელია, ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას. მან ამასთან განმარტა, რომ თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შე

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტიც

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ხმაური ნორმებს აღემატება, დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას გამოიწვევს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ

კელი დეგნანი - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს აძლევს შთაგონებას ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. „მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველები ძალიან კარგად, სიღრმისეულად გრძნობენ იმ ბრძოლას, რომლის წინა

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარებასთან დაკავშირებით, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას მხარს უჭერს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში ვითარების განსახილველად და მტრული რიტორიკის აღმოსაფხვრელად, სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატის გამოყენებას. ამის შესახებ განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში მიმდინარე „გენოციდის დანაშაულის საწინააღმდეგო“ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. „არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში რაიმე ფორმატში დავიწყოთ განხილვა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ვვარაუდ

ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამომავლო საგარეო ვიზიტებს არ გამორიცხავს, თუ მათზე პირდაპირ იქნება დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერების კონკრეტული შედეგები. ამის შესახებ მან უკრაინის ელჩების კონფერენციაზე განაცხადა. შეხვედრაზე ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა განიხილონ მისი აშშ-ში ვიზიტი, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი და “აწეული თამასა”. “არ მაქვს საგარეო ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა. დრო არ არის. ისე, როგორც ეს ადრე სხვა პირობებში კეთდე

„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში

„დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ შეინარჩუნა პირველი ადგილი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ სპორტსმენთა სიაში. 2022 წელს იაპონელი ჩოგბურთელის შემოსავალმა 51.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 50 მილიონი სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი – კორტზე გამომუშავებული ჰონორარი. ოსაკა ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენი. Forbes-ის სიაში მეორე ადგილი უკავია ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული აგრესია დამარცხდება ისე, რომ მსოფლიოს ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა ვერ გაბედოს იმის გამეორება, რასაც დღეს „რაშისტები“ აკეთებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან. მისი თქმით, ეს ბრძოლა მარტივი არ არის, თუმცა უკრაინელები დანებებას არ აპირებენ. “ჩვენ ვიბრძვით უკრაინისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებიც აერთიანებს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს, სიცოცხლის გლობალური ღირებულებისთვის. ყველაფრისთვის, რის განადგურებასაც ცდილობს ტერორისტული სახელმწიფო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავუმკლავდებით და რუსულ

სალომე ზურაბიშვილი - ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება. „მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას ევროპულ საბჭოში. ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ევროპის მომავლის შეფასებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს დამოუკიდებელ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი აქვს დადებული უკრაინის დამარცხებაზე და სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკა ამაზეა აწყობილი

ეს პოლიტიკა იმის გამოხატულებაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ფსონი უკრაინის დამარცხებაზე აქვს დადებული და მთელი პოლიტიკა სამწუხაროდ, ამაზეა აწყობილი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც თითქოს ფრთხილი და დაბალანსებულია, სინამდვილეში სიფრთხილესთან და დაბალანსებულ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „უკრაინაში ომის დაწყებისთანავე „ქართული ოცნების“ ხელი

პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება, უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ელჩის თქმით, გაერო-ს წესდების შესაბამისად, უკ

გიორგი გახარია - ე.წ. აგენტების კანონს „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით განიხილავს, რაც მოღალატეობრივ მცდელობას წარმოადგენს

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონს „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით განიხილავს. როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა წაართვას. „ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდ

მარკ კლეიტონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული - ეს არ შეიძლება იყოს სწორი

გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღე გაეროს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციის იმპლემენტაციისთვის საქართველოს მე-4 ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ღონისძიებაზე ვისაუბრე. მოხარული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობას საქართველოს მთავრობასთ
×
×
  • შექმენი...