Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.098.937

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

SJC: ზამთარში ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა მკვეთრად არაჰუმანურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაგებობების დანგრევას ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, „ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა შემთხვევების მ

სალომე ზურაბიშვილი - ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე - მათი რეაქცია არის მხოლოდ პატარა კაცების პატარა ბოღმა

ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, ხოლო შემდგომ უკვე „ოცნების“ მიერ გამართლებული იყო ძალადობა პრეზიდენტის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აეროპორტში მასზე განხორციელებულ თავდასხმას, კერძოდ კვერცხების სროლის ფაქტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება. მან თავდასხმა შეაფასა "პატარა კაცების პატარა ბოღლად" და განაცხადა, რომ "ქართული ოც

ლევან გოგიჩაიშვილი - რატომ არ დაიბარეს ხარძიანის და „მაგნატის“ საქმეების მოსამართლეები? მათ თითს რატომ ვერ უქნევენ? ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? ხოლო ომის საკითხის შესწავლით, ხდება ქართული არმიის დისკრედიტაცია

ხარძიანის საქმეზე რატომ არ დაიბარეს მოსამართლე, ქალბატონი ნოზაძე? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ხარძიანი სისტემის მსხვერპლად? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ვერ ბედავს ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას - „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? - ეს საგამოძიებო კომისია ფარსია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგი

ბექა ლილუაშვილი - მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა, დღესაც იგივე ვნახეთ, რაც არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ ექმნებათ - სანქციებით ავტოკრატიული რეჟიმის კვების წყაროების შეზღუდვა მიმდინარეობს

მურუსიძე ადრეც გამოვიდა სიმღერ-სიმღერით და ალაზნის ველს ეფოფინებოდა - ეს ჩვენ გვინახავს, დღესაც იგივე ვნახეთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ ექმნებათ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების სანქცირების თაობაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ სანქციებს გავლენა აქვს, მათ შორის, შიდა ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით და კონკრეტული შედეგი ექნება. “ადამიან

თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით გახანგრძლივდეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი აცხადებს, რომ ანკარა გამოდის ინიციატივით, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ერთი წლით, 2023 წლის ნოემბრამდე გახანგრძლივდეს. შესაბამის ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს. „ჩვენ ვთქვით, რომ კონფლიქტი ცალკეა, ჰუმანიტარული პირობები კი ცალკე. უკრაინამ მისცა რუსეთს თურქეთის შუამავლობით წერილობითი გარანტია. ჩვენ შევთავაზებთ შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას“, – განაცხადა მინისტრმა. გასულ კვირას კრემლში განაცხადეს, რ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა

მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება. ანგარიშის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიე

ბექა ლილუაშვილი - IRI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები

IRI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ისევე, როგორც ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აინტერესებს ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის მათივე მხარდამჭერების ყოველდღიური პრობლემები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ამ კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ აქვს ერთდროულად დაცემული რეიტინგი იმ ორ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ეხმარებიან და ასაზრდოებენ. "მათ აქვთ საკუთარი ტელევიზიები, ყავთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა დაასახელა.

მარკ კლეიტონი - ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე

ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა პარტია გაერთიანდეს და იმუშაოს 12 პუნქტის შესრულებაზე. „ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და არ არის პირდაპირ ჩართული საქართველოსთვის მიცემული 12 პუნქტის განხორციელების პროცესში. შემიძლია, ვთქვა, რომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთ

საქართველოში მოქმედი საერთაშორიო მისიების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში მოქმედი საერთაშორიო მისიების წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ პრობლემის პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია. „ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას

საქართველოს საპატრიარქო - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი არ იგეგმება

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის საქართველოში ვიზიტი იგეგმება. ამასთან, როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან სტუმრების მიღება, ზოგადად, არ იგეგმება. „ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სე

ევროკავშირის ელჩი - ველოდებით საქართველოს, საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ ქართველების გადასაწყვეტია როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. „საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი განხილვა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდით, დასრულებულია და ველოდებით საქართველოს, ველოდებით საქართველოს მოსვლას და საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. ჩვენ, ევროკავშირი ღია ვართ, გადაწვეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშ

შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ, „ნაცმოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის რომანტიზებას რომ ცდილობენ, სწორედ ეს ჯგუფი ესროდა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილებს" - პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 7-8 მარტის აქციებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს „სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“. „ვნახეთ, როგორ "დაიბრენდა" ჯერ დაუწერელი პროექტი რ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 9

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება ხელს შეუწყობს, რომ რუსეთმა და მისმა მეთაურმა პასუხი აგონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყბს ხელს. „დღეს სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტ

ფინანსური დავალიანების გამო, ბაკალავრიატის სტუდენტების 12%-ს სტატუსი აქვს შეჩერებული - „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე

ანა ბუჩუკური: ფინანსური დავალიანების გამო, ბაკალავრიატის სტუდენტების 12%-ს სტატუსი აქვს შეჩერებული ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ბუჩუკურის განცხადება არის სიმართლე. რეზიუმე: განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე 178 450 სტუდენტი ფიქსირდება, რომელთაგან სტატუსი 59 750 სტუდენტს აქვს შეჩერებული, ხოლო მათგან 21 137-ს - ფინანსური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, სტატუსი სუ

შალვა ალავერდაშვილი - თბილისის სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი - ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან, ეს გადასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ

სასტუმროებში რუსეთიდან შემოსული ტურისტების წილი 3%-ს არ აღემატება თბილისში, შესაბამისად, მე ამ ხალხს ტურისტს არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, ვინც აქ ჩამოდიან და რჩებიან. ეს გასასინჯია, სხვა კლასიფიკაცია უნდა მივანიჭოთ, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასევე „დაუჯერებელია“ მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველომ მარტში უკრაინიდან 20 ათასი ტურისტი მიიღო. აღნიშნულ კონტექსტში, ალავერდაშვილი მიიჩნევს,

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია?

არ მგონია, კახა კალაძეს კრიტიკა იმის გამო ეკუთვნოდეს, რომ მას სხვა აქებს - ნუ გაავლებთ პირდაპირ პარალელებს, მაგრამ პრინციპის ასახსნელად ვამბობ: - მაგალითად, ჰიტლერს თუ ბეთჰოვენი მოსწონდა, ეს ბეთჰოვენის ნაკლია? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის “ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. აქვე სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პიროვნულ შედარებას არ აკეთებს, რადგან არც კალაძეა ბეთჰოვენი და არც სიმონიანი - ჰიტლერი.

რატი ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა,  – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის, საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა ბრეგაძემ. მიხ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნიდან, საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას. „შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს კოლეგებს ვესაუბ

ოლეგ ნიკოლენკო - მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის - კრემლი კი შედეგით აღფრთოვანებულია

მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერი ლეგ ნიკოლენკო “ტვიტერზე“ წერს. ნიკოლენკის თქმით, კრემლი შედეგით კმაყოფილია. “მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცი

პრეზიდენტი მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. „100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ”, - წერს სალომე ზ

ვიდეო: ნუცა ბუზალაძემ საქართველოს ჰიმნი ვაშინგტონში ააჟღერა - შთამბეჭდავი კაბა ქართული დროშის თემატიკით და ბრწყინვალე შესრულება

„ვგრძნობ დიდ პატივსა და პრივილეგიას, რომ შევასრულო საქართველოსა და ამერიკის  შეერთებული შტატების ეროვნული ჰიმნები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში. უღრმესი მადლობა ელჩ დავით ზალკალიანს და საელჩოს მთელ გუნდს ამ დაუვიწყარი საღამოსთვის!“ - წერს ნუცა ბუზალაძე.  ნუცამ საღამოზე ქართული დროშის თემით შესრულებული კაბა მოირგო, რომლის ავტორიც ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძეა.          ma
×
×
  • შექმენი...