Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.269

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახაბერ ქემოკლიძე - ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით

ქართული ოცნება და ეჭვი გვაქვს მათთან პირდაპირ უკვე შეზრდილი რუსეთის სპეც-სამსახურები, ქართულ საზოგადოებაზე ახალ ფსიქოლოგიურ ოპერაციას ახორციელებენ აქტიური საინფორმაციო ოპერაციის/ღონისძიების ფორმით, - ამის შესახებ აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რუსების მიერ ამ საკმაოდ “ჭკვიანურად” დაგეგმილ ფსიქო-საინფორმაციო ოპერაციას ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატურად უპასუხოს.  "მათ მიერ შემუშავებულია და როგორც ჩანს პროპაგანდი

არასამთავრობო ორგანიზაციები - სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს

სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი

პეტერ ფიშერი - ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში

ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას. „მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ირაკლ

„მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „მარტვილი საქართველოსთვის“ მიმართვა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტარციულ ერთეულში მდებარე დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კოლხური ბზის  მასობრივ ხმობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს აღნიშნული მწვანე ნარგავების განადგურებას და სალხინოს გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუარესებას.     აღსანიშნავია, რომ სალხინოს დადიანების სასახლეს, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს ადგილობრივი ღირსშეს

გია ვოლსკი - თუკი დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას მოხსნიან დღის წესრიგიდან, მზად ვართ კანონი არ ავამოქმედოთ

ვენეციის კომისია ამბობს, რომ პერსონალიზაცია არ არის საჭირო, ევროკავშირის რეკომენდაციები კი სწორედაც პერსონალიზებული თემაა - მათი პოზიციები ერთმანეთთან შესაბამისობაში არაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. ვოლსკის თქმით, თუკი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების რეკომენდაციას მოხსნიან, მზად არიან კანონი არ აამოქმედონ. „ევროკომისია ვენეციის კომი

ლევან იოსელიანი - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - თუ სოციალურ ქსელებში არსებულ აგრესიას ცხოვრებაში გადმოვიტანთ, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას

ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. „ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ად

ანა მალიარი - ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ

უკრაინის თავდაცვითი ძალები თანდათან მიიწევენ წინ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით, ამავდროულად, აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით უტევენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. „ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ. ჩვენს ჯარს ხვდება მტრის ძლიერი წინააღმდეგობა, დისტანციური დანაღმვა, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის”, - განაცხადა მალიარმა. ამასთან,

შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოყვანა, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ დროისთვი

ბექა ლილუაშვილი - ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება (ვიდეო)

"ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, ელჩის ფუჭი განცხადებებით ვერ შეიფუთება. მოვუწოდებთ მთავრობას, დააფინანსოს ჩარტერული რეისები და გამოიყვანოს ქართველები სახიფათო ზონიდან." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  369778959_1397193121179222_7670385164113745094_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ახლა რაც ხდება ეკლესიასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ყველა მხარე ცდილობს ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია (ვიდეო)

ახლა რაც ხდება ეკლესიასთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ყველა მხარე ცდილობს ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.  ეკლესია საკუთარ თავს თავად დაიცავს, არ არის საჭირო პოლიტიკური აქტორების ჩართულობა ამ ყველაფერში.  თვითონ ფაქტი საკმაოდ ჰგავს პროვოკაციას. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GOKO9xgzNtoQQHgCAPdBhq-UikRzbmdjAAAF.mp4

დონალდ ტუსკი - ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს, უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს

დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის. „ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წ

გახარია - დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის

"დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცისაა და მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას. დღისა, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს! საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვ

საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი წუხს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო - სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდება - თავისუფლების მოედანზე დახვედრის ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს, დილით დაბრუნდება. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. „ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული", - ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, ხოლო

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ

საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ. როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. „ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა

აშშ-მა „ქართული ოცნების” 20-მდე მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  სახელმწიფო დეპარტამენტმა  საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების“ წევრებს, პ

აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილე

მე ვარ და ვიქნები ერთგული ქართული ჯარის, მისი უმაღლესი მთავარსარდალი – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. მან თქვა, რომ რჩება ერთგული საქართელოს კონსტიტუციის, ქართული ჯარისა და ქართველი ხალხის. “მე მინდა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირელ რიგში, მე რას გავაკეთებ: მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, გათელებს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მის

გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. მან ფოტო აეროპორტიდან სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა: შაიშმელაშვილმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. publika

„პოლიტიკური შეხედულებების გამო ვეღარ შევძლებ მედიატორად მუშაობას" - გიორგი აბულაძე

მედიატორი გიორგი აბულაძე წერს, რომ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წლიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელებს. ის ამას უკავშირებს 30 ნოემბრის განცხადებას, რომლის ფარგლებშიც მედიატორები მთავრობის განცხადებას გაემიჯნნენ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „დეზინფორმაციაა”, თითქოს სააგენტოდან თანამშრომლები პოლიტიკური ნი

ტატა ხვედელიანი - შიდა წნეხი უნდა იყოს თანმიმდევრული, რაც შეეხება გარე წნეხს იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია კონკრეტული ინდივიდების მიმართ (ვიდეო)

შიდა წნეხი უნდა იყოს თანმიმდევრული, რაც შეეხება გარე წნეხს იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია კონკრეტული ინდივიდების მიმართ. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/581421341169984

აშშ-მ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის დასანქცირებით, ახლა დროა EU-მ იმოქმედოს - იუკნევიჩიანე

„შეერთებულმა შტატებმა გადადგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯი ივანიშვილზე მკაცრი სანქციების დაწესებით და საქართველოში რუსული პოლიტიკის იარაღად მისი აღიარებით. ახლა დროა ევროკავშირმა იმოქმედოს“,- აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე. მისვე განცხადებით,  „მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება“. „საქართველო რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ომის ფართო სურათის მნიშვნელოვან ნაწი

გეტბერგი: შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან

შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრის, გუსტავ გეტბერგის განცხადებით, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტთან კონტაქტი შეწყვიტოს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.   .  პუბლიკა

თემურ ქათამაძის თქმით, დაკავების შემდეგ მასზე ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა

„ბათუმელების“ ცნობით, თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. „11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქ

თბილისში მკვლელობა მოხდა - 26 წლის ბიჭი მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდეს

თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ტ.-მ 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - ბრალდებული პირი დაკავებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშ
×
×
  • შექმენი...