საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
დღეს, 15 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. მთავრობა „საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირებას გეგმავდა. საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების საკმარისმა რაოდენობამ მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად, სესია არ შედგა. სიტუაცია დაიძაბა გარე ტერიტორიაზეც, სადაც მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე მოანგრიეს და რამდენიმე საათის შემდეგ შენობაც დაიკავეს.
როგორც
არჩევნების დღეს ძალადობის კადრები რომ ვნახე ტელევიზორით, დავურეკე შს მინისტრს, მის მოადგილეს… ვერსად დავუკავშირდი და დღემდე არ გადმოურეკავთ. შემიძლია დავადასტურო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ გიცავდათ იმ დღეს და არ გვიცავს დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ბრძოლა ახლა მხოლოდ პირველ ეტაპზეა. როგორც პრეზიდენტმა ა
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და ისინი შენობაში შეუშვან.
„გაგვიღონ ჩაკეტილი ჭიშკარი, რათა შევიდეთ შიგნით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმელ და თბილისელ სტუდენტებს. მობილიზება გამოაცხადეს, შიგნით შევიდნენ და ჩაკეტეს ჭიშკარი“, – გან
16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ცესკოში 16 ნოემბერს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება.
ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აანონსებენ. "ძლიერი საქართველო" კი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც შედეგებს აპროტესტებენ.
„თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ნეტგაზეთი
17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს.
„გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება.
გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 57701
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
პარალელურად, ცესკოში 11:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის
თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს.
„ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო - უკრაინის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს - უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6
ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინონ, ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს.
კალანდარიშვილს შავი სითხე ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ შეასხა.
„შენ ხარ ჩვენინ ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!“ – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა.
ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა.
ნეტგაზეთი
ეს პროტესტი იქნება განგრძობადი. ხელისფულებას მოუწევს უკან დახევა, ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ მან ეს არჩევნები გააყალბა.
ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1208463000267159
ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გამარჯვებულ პარტიებსა და მანდატმოპოვებულ პირებს მიულოცა და წარმატება უსურვა.
„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო
დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, სამივე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით.
აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ხვალ, 19 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს.
ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილი
ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
„მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, - განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს.
მისივე
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი.
ბრიფინგის თემა უცნობია.
იპნ
„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, – ინფორმაციას „პუბლიკას” ადვოკატი სერგი ხურციძე უდასტურებს.
ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს.
კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლების IPN-თან ადასტურებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
2022 წლის 4 აპრილს ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ექვსი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
„დაიტოვეს” წევრებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, გასაპროტესტებლად კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ
„დაიტოვეს” წევრებს, რომლებიც კალანდარიშვილის სახლისკენ მიდიოდნენ, უცნობი კაცი თავს დაესხა.
აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახლისკენ მიდიოდნენ, როცა მოულოდნელად აგრესიულმა კაცმა მათ გინება დაიწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„ტვ პირველს” მან უთხრა, რომ „მეზობელია”.
ვითარება პოლიციამ განმუხტა. ამავე დროს, ისინი „დაიტოვეს” წევრებს საშუალებას არ აძლევენ, გიო
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
გარდა ამისა, ხვალ
რუსმა სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის დაუსწრებლად აქვს წაყენებული, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააპატიმრა.
„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნაშია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გა
თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
იპნ
თბილისის მერიის განცხადებით, ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება.
უწყება ამბობს, რომ ქუჩაზე უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა იწყება.
პუბლიკა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ წესით იმ მუხლებს, რომლითაც ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელები სასჯელს იხდიდნენ, „წესით ამნისტია არ უნდა შეხებოდა”.
„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ადვოკატ სერგი ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს. კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლე
დღეს ქვეყანაში არის განცდა, რომ არ არსებობს სამართალი, არ არსებობს თავისუფლება და ჩვენ ვკარგავთ უზარმაზარ შესაძლებლობებს. დღეს პროტესტი სწორედ უსამართლობის მიმართ არის.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1616087228944551