საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ. გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა.
შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება
საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ „მორიგი ცილისმწამებლური“ კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 24 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.
„ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობ
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული.ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინსიტრაციის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის განხილვების გარეთ დატოვება.
„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან
ადიგენში, სადაც მუსლიმები პარასკევის ლოცვის შესრულებას აპირებენ, აქცია იმართება. შესაბამის ვიდეოს ადგილიდან გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ადიგენში მცხოვრები მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეები არიან შეკრებილები – ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მსგავსი ეპიზოდი ადიგენში გასულ თვესაც მოხდა. კერძოდ, 8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუ
ადიგენში რელიგიური ნიშნით დაპირისპირება მოხდა. გუშინ ათობით პირი დაბა ადიგენთან მივიდა და მუსლიმებს ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცა.
ადგილიდან ვიდეო გაავრცელა გამოცემა ბათუმელებმა, სადაც ჩანს სახლთან შეკრებილი მოქალაქეები, რომელთა შორის არიან სასულიერო პირებიც. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სახლში მყოფ პირს და მოითხოვენ, რომ მან სახლი დატოვოს.
როგორც გამოცემა ბათუმელები წერს, დაპირისპირების მოხდა იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ სახლთან, სადაც ბოლო წლებია ადიგენში მცხოვ
სამცხე–ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს განხილვის გარეშე, უფლებას აძლევს საჯარო რეესტრს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ნაწილი აჭარის რეგიონს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს კითხვებით მიმართავს.
სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 მაისის წერილით ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. სააგ
ქუთაისში მამაკაცმა საზოგადოებრივი ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე წერს.მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში ბრალს უყენებენ.
სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს. მაგდა კოტრიკაძე წერს, რომ მკვლელი ქალის ძმა აღმოჩნდა და ახლა ქალს გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
"ქალს, რომელსაც ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ და ბრალი წარედგინა სსკ-ის 109- ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დღეს ბრალდება შ
გლდანში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეზი გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
ადვოკატის თქმითვე, მას ბრალდებულმა განუცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ის რამდენიმე წლის წინ, ექიმთან კონსულტაციაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც უფლებადამ
ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსაჯვრდებული ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსაჯვრდებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარეს სასამართლოსგან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე ჩაბარდა, ისინი რამდენიმე წუთში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მივლენ. შესაბამისი პროცედურების
პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
“შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმ
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბაბილოსთან“ აქციაზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ გუჯა ავსაჯანიშვილთან დაკავშირებას ცდილობს.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც იზოლატორში დარეკა ინფორმაციის მისაღებად, გვეუბნება, რომ შაკო მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმმა მიიღო, რადგან მას მუცელი სტკიოდა.
ტყეშელაძე განგვიმარტავს, რომ იზოლატორის ექიმებს პატიმრების კვლევის დამატებითი ს
ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს.
ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დ
23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი.
კობაიძის თქმით, მძ
ადვოკატის განცხადებით, გუშინ, 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებზე პოლიციამ იძალადა. აქციის დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ლაშა გოგებაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, გ.წ. დაახლოებით 01:30 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ქვედა ქუჩაზე დააკავეს. უფლებადამცველმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა.
მისი თქმით, სპეცრაზმელები ორივე დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს სახეზე ემჩნევათ ცემის კვალი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდა
გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან, მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, ბრაიან ჯეიმს ბინგამს და პატრიკ ჰენდერსენი.
როგორც ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მათ აიძულებდნენ ქართულ ენაზე ესაუბრათ და პოლიციელების კითხვებისთვის ეპასუხათ.
გიორგი ტაბატაძის ცნობით, პატრიკ ჰენდერსენი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს, ის ინგლისურის მასწავლებელია, რ
ღამით თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და დააკავეს ექიმი გიორგი ახობაძე. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად ახობაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ის ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.
პუბლიკა
2008 წლის აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხა.
გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს,
პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორი პირიდან, რომელთაც რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან, ერთ-ერთმა, 23 წლის ბიჭმა ციხეში თვითდაზიანების მიყენება სცადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა, თეკო მეგენეიშვილმა განუცხადა.
ორივე დაკავებული გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულებს საკანში პატიმრების მხრიდან გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი. მეგენეიშვილის თქმითვე, დაკავებულებს საკანში მყოფები იმის გამო ავიწროებე
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2023 წლის 18 მაისს მოკლული გიორგი ალხანიშვილის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე ითხოვს, რომ საქმის განხილვა ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაციით მოხდეს.
როგორც ადვოკატი წერს, საგამოძიებო უწყება მომხდარის ჯგუფურ მკვლელობად განხილვას თავს არიდებს და ლოიალურად უდგება იმ ადამიანების ქცევის შეფასებას, რომელიც საქმეში ფიგურირებენ.
„ოთხმა მეგობარმა - ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა, ლუკა ჯიბლაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა და დავით მენაბდემ გიორგი სტუმრად წაიყვანეს ერთ-ერთის, ალექსანდრ
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, გოგონას ოჯახი აღნიშნული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, უკვე დარწმუნებულია, რომ მოზარდი მოკლულია.
რუხაძის თქმით, გარდაცვლილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები აქვს.
„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძისა და ამავე კომპანიის ორი თანამშრომლის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება.
„გუშინ მოვინახულე სამივე ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ აქვთ წარდგენილი. ჩემი დაცვის მყოფები ბრალს არ ეთანხმებიან. ვაცადოთ გამოძიებას და ყველაფერი გაირკვევა. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მ