ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყვ
პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე „ჯოხს ისროდნენ” პოლიციელების მიმართულებით. პროკურორი ამტკიცებს, რომ ამით ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ” მათ ჯანმრთელობას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის პროცესი მიმდინარეობს.
ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წა
500-ზე მეტი ხელოვანი მთელი მსოფლიოდან – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის თანამშრომლები, მუსიკოსები, მწერლები, აკადემიკოსები, პერფორმერები და კულტურის სხვა მუშაკები სხვადასხვა სფეროდან – სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მიმდინარე სასტიკი მოვლენების დროს.
განცხადებაში წერია:
განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება აქ.
ხელმომწერთა სია ნახეთ აქ
პუბლიკა
მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”.
შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
„არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ , 30-ზე მეტი იყვნენ. ყველას ერთნაირი შა
მსახიობ გიორგი მახარაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გიორგი მახარაშვილი აცხადებს, პოლიციის თვალწინ თავს დაესხა 30-მდე პირი, სამართალდამცავებს კი მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ.
„წინ მიდგას პატრული და 30 „ტიპი“ „დუბინკით“ მცემს და უყურებენ... 10 წუთი მცემეს. დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით მეუბნებიან, გადავეციო“, - განაცხადა გიორგი მახარაშვილმა.
იპნ
გაუგონარია ასეთი რაღაც, ასეთი დაპირისპირება. ქუჩაში თუ დაუპირისპირდნენ ადამიანები ერთმანეთს, მაშინ მორევამდე მივა საქმე და ამის მეტი კი არაფერი არის სამოქალაქო დაპირისპირებამდე და სამოქალაქო ომი უკვე გამოვლილი აქვს ამ ქვეყანას. ძალიან საშიშ ზღვარზე ვართ, ჩემი აზრით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხოებაზეც, რა თ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმ „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
იპნ
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ და ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი.
მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.
ბესიკის ქუჩაზე, პარტია ახალის ოფისში ე.წ. ტიტუშკების შეჭრას აშუქებდა „ტვ პირველის“ ჯგუფი, რა დროსაც არხის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
„სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.
წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონის ესაუბრა. X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს, რომ ამხილა საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები.
სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ზურაბიშვილი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს.
პუბლიკა
8 დეკემბრის ღამის 4 საათისთვის თბილისში პარლამენტის შენობის წინ, იქ სადაც ათი დღეა საპროტესტო აქციები იმართება საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს.
როგორც ადგილზე მყოფმა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, "მოეწყობა, გალამაზდება" იქაურობა.
"ყველა ცივილურ ქვეყანაში ნაძვის ხე იწყობა და დგას. თქვენც უნდა მოგწონდეთ, სუფთა ქალაქი და ნაძვის ხის აწყობა, მე მგონი ცუდი არაფერი არ არის", - უთხრა თბილსერვისჯგუფის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას პირდაპირ ჩ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ამერიკელ ბიზნესმენს, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელ ილონ მასკს შეხვდა.
ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად წერს.
„შესანიშნავი საუბარი მქონდა ილონ მასკთან საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს პრეზიდენტი.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ილონ მასკი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაასახელა.
ცნობისთვის, დღეს საღამოს პარიზში, ხუთი წლი
10 დღეა ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მედიაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა „ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან დანაშაულად არის მიჩნეული“.
„10 დღის მანძილზე, ივანიშვილის „შავრაზმელები“ უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და როდესაც ეს შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყ
აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა აქვს“,-
ღამით თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და დააკავეს ექიმი გიორგი ახობაძე. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად ახობაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ის ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.
პუბლიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელსაც 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. სალომე ზურაბიშვილი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ამერიკელ ბიზნე
შეუძლებელია ამის ყურება. შეუძლებელია ამის ატანა. შეუძლებელია ამის „გაპრავება”. შეუძლებელია ამის მოთმენა. შეუძლებელია გაჩუმება! - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
მისივე თქმით, ეს ქვეყანა არასდროს შეგუებია და არც ახლა შეეგუება რუსეთის მონობას.
„სამწუხაროდ, შორიდან მიწევს იმ ყველაფრისთვის თვალის დევნება, რაც ჩემს სამშობლოში ხდება.
გულნოზა საიდი – ნიუ იორკში ბაზირებული ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” (The Committee to Protect Journalists, CPJ) ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელი.
“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი” ღრმად შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. საქართველო დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის იქ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. სამწუხაროდ, ამჟამად არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ამა წლის გაზაფხ
„ჩემი მხარდაჭერა კრიტიკულ მედიას!“, „შეწყვიტე მედიაზე ძალადობა!“, „მე ვიცავ ჟურნალისტს, ჟურნალისტი გვიცავს ჩვენ!“ – „რესპუბლიკის“ მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან საპროტეტსო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების და აქტივისტების ფოტოები მიამაგრეს.
დღეს ჟურნალისტების მხარდამჭერი აქციები თბილისის გარდა გაიმართა რეგიონებშიც,- გორში, ბათუმსა და ზუგდიდში.
დღეს, 8 დეკემბრის დილით, რუ
28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია აღნიშნული.
საია-ს განმარტებით, ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის
"სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და თავდადებით ემსახურებიან ჩვენი საზოგადოების ინფორმირების ძალზედ მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ეს ახალგაზრდები, ხშირად ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად დგანან მოძალადე რეჟიმსა და მშვიდობიანი მომიტინგეებს შორის. მათ შეძლეს და ჩამოხადეს ნიღაბი ამ რეჟიმს, დაგვანახეს მათი მანკიერი და მახინჯი სახე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს და მათი მადლიერი ვიყოთ."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ როცა ჯგუფი ადამიანზე ძალადობს, იქ ერთი პოლიციელი „ვერაფერს ვერ გააკეთებს”. ეს განცხადება დარახველიძემ „პუბლიკის” ჟურნალისტზე თავდასხმის დროს პოლიციელების უმოქმედობის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა.
6 დეკემბერს „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს – ადგილზე იყო, მინიმუმ, ორი პოლიციელი და მოქალაქეებს მოთხოვნის მიუხედავად, არ დააკავეს თავდამსხმელები, მათ გაქცევის საშუალება მის
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეეცდება, აღმასრულებელი ქმედებებით გააუქმოს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლება.
NBC-თან ინტერვიუში შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა შეასრულოს დაპირება, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს დაასრულებს აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას, ტრამპმა უპასუხა : „დიახ, აბსოლუტურად“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აღმასრულებელი ქმედებით გადალახოს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, სადაც აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებშ