28 ივნისს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისში.
შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბორდისა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების გამოწვევებსა და იურიდიული სამსახურის ფუნქციონირებაზე.
შეხვედრის ბოლოს ქალთა ორგანიზაციას ახალი წევრები შეემატა.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.
„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანი
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’ გაიმართება.
გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.
‘’ყვავილე
ცესკოს განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა.
მათი ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი.
ამასთან, ცესკოს ინფორმაციით:
წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას
გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმარ
26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის 27 პარტიაა რეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 30 აგვისტოს ამოიწურა.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარდგენას მოიცავს, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ყოველ პარტიას უფლება ა
ხუთშაბათს 26 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის საკრებულოში ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” გაწეული საქმიანობის ანგარიშს მოქალაქეებს წარუდგენს.
თემები: კორუფცია თბილისის მერიაში. არაეფექტიანი მენეჯმენტი. სატრანსპორტო და ურბანული პრობლემები.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
„26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლ
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იტყობინება, 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.
„ვინაიდან ხანგრძლივი დროის
გარემოს ეროვნული საგენტოს ცნობით, 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. სინოპტიკოსების პროგნოზით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში კი ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.
„26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შეს
26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.
„ 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება. თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემ
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
„საქართველოს პა
25 მარტს, 14:00 საათზე, “პულმან - აქსის თაუერსის” საგამოფენო სივრცეში, საქართველოში წარმოებული საფრენი აპარატების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წევრები.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს, ქართველი ინჟინრების მიერ პროექტირებული უპილოტო (დაპილოტირებადი) უნივერსალური დრონები. კომპანია “missiya“-ს წარმოებული საფრენი აპარატები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში: პოლიცია, სახანძრო, სამაშვე
25 არასამთავრობო ორგანიზაცია ტარიელ ნაკაიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და მისი მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს გმობენ.
განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიიჩნევენ, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიზნად ისახავს, ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ე
ფეისბუკზე ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში 25 ოქტომბერს მარიამმა (სახელი შეცვლილია), პოსტი დადო. 24 წლის ახალგაზრდა ქალი ჰყვებოდა, რომ 4 თვის წინ ბათუმში გაცნობილი ბიჭი, რომელიც ცნობილი და ტიტულიანი მოკრივეა, ფიზიკურად ისე სასტიკად გაუსწორდა, რომ მოძრაობაც უჭირდა. მარიამი წერდა, რომ მოკრივეს კრივის ეროვნული ფედერაციიდან მფარველობდნენ. საერთო ნაცნობები კი ქალზე ზეწოლას ცდილობდნენ, სპორტსმენის კარიერა არ დაეღუპა და გაჩუმებულიყო. ახალგაზრდა ქალი ათასობით სხვა ქალს, რომელსაც ფეისბუკის ეს ჯგუფი აერთიანებს, რჩე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი.
მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩას
24 ნოემბერს თბილისში, 3 საათზე, ქალთა მარში გაიმართება.
მისი ორგანიზატორები არიან „ქალთა მოძრაობა“, პარტიების ქალთა ორგანიზაციები („ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“), ასევე, „საფარი“ და „ქალები საქართველოდან“.
მარში დაიწყება თავისუფლების მოედანთან და დასრულდება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.
„ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ
24 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის შესახებ საკითხებს განიხილავენ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა გრძელდება და რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი შიმშილობს.
მისი თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, პარლამენტმა, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა.
საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარ
საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ–თანამშრომელი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა.
ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცემა. აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადების ტექსტში ნათქვამია:
მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ:
ოთარ ქირია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
ლიკა საჯაია, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
მარიამ გერსამია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო
23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თ
ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან - აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში! - ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერ