Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.916

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლა

36 ქვეყანა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ყველა აქტი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. “ვეხმაურებით უმაღლესი კომისრის მიერ მის გლობალურ ანგარიშში გაჟღერებულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კა

35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

35 წლის ელისო გაფრინდაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ელისოს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია. ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რისთვისაც თქვენი გვერდში დგომაა საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე: „თიბისი“: GE77TB7918345061100045 „საქართველოს ბანკი“: GE43BG0000000528295889 მიმღები ელისო გაფრინდაშვილი.

33 წლის შემდეგ - 15 თებერვალი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დაბადების დღეა

დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა – დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეა – ორგანიზაციამ, რომელიც მანამდე საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო, 1990 წლის 15 თებერვალს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საბჭოთა საფეხბურთო კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ყრილობას 490 დელეგატიდან 391 დაესწრო. გუნდების, მწვრთნელების და ფუნქციონერების ნაწილი მომხრე იყო, რომ საბჭოთა ჩეპიონატი ყველა გუნდს დაეტოვებინა თბილისის „დინამოს“ გარდა. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლე

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა

31 ევროპარლამენტარი ბორელს: საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი

ოცდაათზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული სტილის“ კანონის გატარებით და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებით ზღვარი გადაკვეთა. ამასთან, ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. publika

300 წლის განმავლობაში პირველად კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა

პირველად 300 წლის განმავლობაში კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა. ტაძართან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიცია შესასვლელში მოქალაქეების დოკუმენტებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა. კიევ-პეჩერის ლავრაში სააღდგომო ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლე

30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ

2022 წლის 31 ოქტომბერს სამყაროს ტყუპები — ლიდია და ტიმოთი მოევლინა. ამაში თითქოს უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი ემბრიონების სახით 30 წლის წინ გაყინეს. ოფიციალური მონაცემებით, მათი ემბრიონები ყველაზე დიდხანს იყო გაყინული მათ შორის, საიდანაც ოდესმე დაბადებულან ბავშვები. ემბრიონები ანონიმური წყვილისთვის ინ-ვიტრო განაყოფიერებით 1992 წლის 22 აპრილს შექმნეს და -196 °C-ზე გაყინეს. ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცესში შესაძლებელია საჭიროზე მეტი ემბრიონის შექმნა, რომლებსაც ზოგჯერ მე

30 წელი სოხუმის დაცემიდან — რას ამბობენ პოლიტიკოსები

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”. “ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე

30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულის, დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან

30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა აღნიშნა, საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი 30 ნოემბერს, უკრაინკას ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როცა ის საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. მისი თქმით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გოგილაშვილის გან

30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი

30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება

30 ევროპარლამენტარი ოლივერ ვარჰეის - არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო ქვეყნის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს

არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, - ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკ

3-7 ივლისს ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნ

3-5 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3-5 იანვარს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შეს

3 წევრის დატოვების შემდეგ დაკარგავს თუ არა სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას

20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც დღეს გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხად

3 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ვამხილეთ - საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 და თავდაცვის სამინისტროს 1 თანამშრომელი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს. მათი ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ვ.გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მოქალაქეს ს

3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა - რას იტყვის ევროკომისია საქართველოზე ზეპირ მოხსენებაში

რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება: 12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული; საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას. რატომ ახლა? ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლ

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირვ

3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული, დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას - მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთიდან ფრენებთან დაკავშრებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და საქართველოს ხელისუფლებას ამაში რამე წვლილი არ მიუძღვის. ლევან დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ პუტინის განკარგულებისთანავე, გასული კვირის ბოლოს უკვე  საქართველომ  მიიღო რამდენიმე განაცხადი, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. მისი თქმით, 3 ავიაკომპანიის გა

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება

29 მარტიდან 2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტის ღამის საათებში შავი ზღვის სანაპიროზე და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, ხოლო 29 მარტის დღის მეორე ნახევრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ქარბუქი აღინიშნოს. „30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტე

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი. „მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებ

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა (ვიდეო)

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა... ცნობისთვის,  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.    გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეი

28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 28-29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, 30 მარტს კი დაიკლებს.

28 ნოემბრამდე წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ქარბუქი, ზვავები, ზღვაზე კი შტორმია მოსალონდელი

საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებ
×
×
  • შექმენი...