კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან? ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით., - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ეს მკაფიოდ ჩანს აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხად
კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ხელისუფლება ეცდება, უდიდეს გამარჯვებად გაყიდოს - ეს დამსახურება „ოცნების“ ხელისუფლებას ვერ უნდა მიეწეროს და არც მიეწერება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ღიად დეკლარირებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, „გაჩუმებას ურჩევდა“.
„ნაწილობრივ ვეთანხმები [საგარეო საქმეთა მინისტრს], რომ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაჩუმდეს. ი
დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.
„ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წ
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებუ
"ამნისტია ჰუმანური აქტია და თუ ის არის უსაფრთხო და საზოგადოების მხრიდან ნაკარნახევი ამ პროექტს მივესალმებით.
ჩვენ უკომპრომისოები ვიქნებით სამოხელეო დანაშაულთან მიმართებით, ქვეყანაში ნარკოტიკების შემომტან, გამავრცელებელ და გადამზიდ ნარკობარიგებთან დაკავშირებით და უკომპრომისოები ვიქნებით მკვლელებთან მიმართებით.
მოცემულ ამნისტიის პროექტს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესი ეტყობა. ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის ის განსხვავებაა, რომ ჩვენთვის პოლიტიკუ
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმო
დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა.
ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoG
"მთელი საზოგადოება - ჩვენი სპორტსმენები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები, რაგბისტები, ვმოძრაობთ ევროპისკენ. ევროპისკენ მოძრაობას კი შეესაბამება დემოკრატიული, გამჭვირვალე, კონკურენტული, თანაბარ პირობებში ჩატარებული არჩევნები, სხვანაირად არ არსებობს ევროპული დემოკრატია. თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს არჩევნებით მანიპულირებას და, შესაბამისად, არჩევნების გაყალბებას, რა თქმა უნდა, ეს იქნება სულ სხვა მიმართულებით მოძრაობა, რაც ძალიან დიდ ტურბულენტობებს გამოიწვევს.
დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე
სასამართლომ მიიღო ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. კონსტიტუცია აძლევს პრეზიდენტს უფლებას თავად განსაზღვროს, როგორ, რა გააკეთოს და ვინ ეკითხება მოსამართლეს პრეზიდენტის ამ უფლებამოსილების შეჩერებას? - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
როგორც ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, საერთოდ გაუგონარია ის ფაქტი, რომ ს
საქართველოში მოქმედი ადვოკატები პეტიციას ავრცელებენ და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და ქვეყანაში მიმდინარე სისტემურ ძალადობას აპროტესტებენ.
როგორც გავრცელებულ პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ადვოკატები, ვგმობთ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას და სისტემურ ძალადობას. ვართ ჩვენი პროფესიული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულნი, რომლის მიხედვითაც - „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა
მეთექვსმეტე დღეა, დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება საპროტესტო აქციები „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ხელისუფლების გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში.
ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის ერთი საათის განმავლო
ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული.
„ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.
როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
იპნ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგ
თბილისში, პროტესტის მე-19 დღეს კინემატოგრაფისტებმა და კინოს მოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
ისინი აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი კინოთეატრ “აპოლოსთან” შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ.
“შეუძლებელია ადამიანი იჯდეს ციხეში და შენ ითამაშო სპექტაკლი ან გადაიღო კინო და თქვა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ ეხება”, – ამბობს რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, რომელიც დღეს კინემატოგრაფისტების მარშზე მივიდა.
“გარდა იმისა, რომ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პატივისცემას, ჩემი აზრი
ლომის ბოკვერს, რომლის ვიდეოც რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად თბილისის ზოოპარკში მიიყვანა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა.
ის წერს, რომ დღეს თავად იმყოფებოდა ბოკვერის მოსანახულებლად და, როგორც დირექტორი ზურაბ გურიელიძისგან გაიგო, თუ ლომს ზოოპარკში არ მიიყვანდნენ, ის მალე დაიღუპებოდა.
“მე რომ მივედი, კიდეც კნაოდა, მაგრამ თავს ევლებოდა ახალგა
სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ - ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა და შრომა გასაგრძელებელია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების გამო შეიძლება ხელისუფლება უფრო მკაცრ და ბრუტალურ ქმედებებზე გადავიდეს.
„მძიმეა
შიდა წნეხი უნდა იყოს თანმიმდევრული, რაც შეეხება გარე წნეხს იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია კონკრეტული ინდივიდების მიმართ.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის"
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/581421341169984
რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს.
„ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის
მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს.
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა
პროევროპული აქციების მონაწილე რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აგზავნის. TV პირველისთვის გაგზავნილ წერილში ის აღწერს მისი დაკავების დღეს – “ყველაზე საშინელი დღე ჩემთვის”. ის, ასევე, ჰყვება სასამართლო სხდომაზე, სადაც მოსამართლე მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“ჩემი დაკავება, რეალურად, მოხდა მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირდაპირ გასატარებელი ავტომატების წინ, მაგრამ მათ გააყალბეს ოქმები და ჩაწერეს, ვითომდა დამაკავეს ლისზე. ანუ ადგილზე, სადაც ცხოვრებაში ერ
სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ბიუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა, გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება, 2025 წელს 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში.
შესყიდვების სააგენტომ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა.
netgazeti
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება იშლება.
როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს.
„არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.
ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალ
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაგებობების დანგრევას ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, „ზამთარში სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მყოფი ადამიანებისთვის ერთადერთი თავშესაფრის დანგრევა და უსახლკაროდ დატოვება არა მხოლოდ სოციალური საჭიროებების მიმართ ხელისუფლების არასენსიტიურობას აჩვენებს, არამედ მკვეთრად არაჰუმანურია და აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წინა შემთხვევების მ