Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.996

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ - მოდუნება არ შეიძლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება. “დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსი

აშშ-ის საელჩო - ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არადემოკრატიულია - საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საელჩომ ხელისუფლებას მოუწოდა პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია. „დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული

ნათია მეზვრიშვილი - პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო, თუ ასეა, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა?

"პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო. თუ ასეა, ცოლს ტყე რანაირად აჩუქა, ან ორგანიზებული კორუფცია ქოლ-ცენტრების სახით საქართველოში რანაირად მოხდა, ან კორუფციითვის სანქცირებული მოსამართლეები როგორ გვყავს და საერთოდ, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა. სინამდვილეში ქვეყანაში პოლიტიკურ-ელიტური კორუფციული აღებ-მიცემობაა, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე. ამიტომ ვითხოვდით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნას საგამოძიებო ფუნქცი

მიშა დაუშვილი - გარკვეული ვადით ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დატოვება ერთ-ერთი საფუძველია, რომ მოვითხოვოთ ეროვნული ბანკისგან ამ რუსული ბრძანების გაუქმება (ვიდეო)

“რუსული ბრძანება რატომ არის დღეს აქტუალური?! იმიტომ რომ ფარცხალაძე ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა. გარკვეული ვადით ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დატოვება ერთ-ერთი საფუძველია, რომ მოვითხოვოთ ეროვნული ბანკისგან ამ რუსული ბრძანების გაუქმება.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384346924_1038774167368200_8180424349915848413_n.mp4

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ

ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს. ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება. „ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, ისრაელი გაიმარჯვებს. „ჩვენ აღ

ანა ბუჩუკური - ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან (ვიდეო)

ყოველდღე მოვთხოვთ ხელისუფლებას, დანიშნონ სუბსიდირებული რეისები და გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  387838323_1040170963833811_8178069425383169019_n.mp4

ანა ბუჩუკური - ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს!

ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ვურჩევდი “ოცნებაში” გადავიდეს! ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

„რადიო თავისუფლება“ - ევროპული საბჭო დოკუმენტის პროექტში, რომლის განხილვა დეკემბერში მოხდება, საქართველოს მოუწოდებს, შეცვალოს ნეგატიური ტენდენცია და ევროკავშირთან სრული თავსებადობისკენ სვლა განაგრძოს

საქართველომ ნეგატიური ტენდენცია უნდა შეცვალოს და ევროკავშირთან სრული თავსებადობისკენ სვლა განაგრძოს, - „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში წერია, რომელიც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მოიპოვა და რომლის განხილვაც ევროკავშირში დეკემბრის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, დოკუმენტის პროექტი ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციებზე დაყრდნობით არის შედგენილი და გადაწყვეტილების ნაწილი ჯერ ღიად რჩება. როგორც მედიასაშუალება წერ

ელჩი - გაკვირვებული ვარ ყურადღებით, რომელიც სახდეპის შიდა მემორანდუმს დაეთმო - ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები - მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა. რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. „უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო,

ბორის აკუნინი - პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ - ქართველებო, ეს არ დაგემართოთ, იზრუნეთ თავისუფლებაზე!

ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილბასრი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დაბუდებას - თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით, - ასე ეხმაურება რუსი მწერალი, ბორის აკუნინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, რამდენიმე ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე კომენტარის თხოვნით მიმართა. „

ანტონიო გუტერეში - მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა - მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ძალადობა უნდა დაგმოს. მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები. „ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი კი გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმამ სულ

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქ

გიორგი გახარია - მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის - საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?

ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია. “მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მი

ნათია მეზვრიშვილი - არ მოექცეთ მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული - არალეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის, მათი პროპაგანდისტული მედიების არც ერთი სიტყვის დაჯერება აღარ შეიძლება

არ მოექცეთ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის მოღალატე მთავრობის პროპაგანდის გავლენის ქვეშ! ევროიტეგრაციის პროცესის გაგრძელება ორმხრივ ნებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაცია გაჩერდა იმიტომ, რომ ამაზე უარს ამბობს ივნიშვილი და მისი არალეგიტიმური ხელისუფლება, საბოლოო წევრობამდე კი გრძელი გზაა გასავლელი თავისი ეტაპებით. "გაწევრიანების მოლა

პოლიციამ წაიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა – მოქალაქე

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ. “რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში. “ნეტაზეთი” ინფორმაციის მოძიებას შინაგან საქმეთა სამაინის

ნათია მეზვრიშვილი - ეს არის რეჟიმის მიერ ჩადენილი ორგანიზებული, სისტემური დანაშაული - სადამსჯელო ოპერაცია, რაც პირველ რიგში, გამოიწვევს რეჟიმის პასუხისგებას,  როგორც საქართველოს იურისდიქციაში, ისე სტრასბურგში და დიდი ალბათობით ჰააგაში

როგორ აღასრულებს „ოცნება“ ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას - პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული, რომელსაც აქვს რამდენიმე ფაზა და ჰყავს რამდენიმე აქტორი - ივანიშვილი, მისი „ოცნება“, სახელმწიფო უწყებები და არაფორმალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, დაკავების,

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს. განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას

თანამშრომლების გათავისუფლებაზე პოზიციის დაფიქსირების გამო გამიშვეს - საჯარო მოხელე

კიდევ ერთი საჯარო მოხელე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. „წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძ

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელდა

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტმა სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელა. „პრეზიდენტი ზურაბიშვილი განასახიერებს პოლიტიკურ სიმამაცეს და კისინჯერის სტიპენდიის სახელმწიფოებრიობის იდეალებს“, — განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ ფარკასმა. კისინჯერის სტიპენდია მხარს უჭერს მაკკეინის ინსტიტუტის პერსონაჟებზე ორიენტირებული ლიდერობის პროგრამების ძირითად ღირებულებებს და ფოკუსირებულია საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფ

„რუსთაველის მცველებო“, არ დანებდეთ, არ დაიღალოთ, იბრძოლეთ ბოლომდე“ | ვეფხია კასრაძის წერილი საკნიდან

საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ „ტვ პირველს” ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ბრძოლა არ უნდა დასრულდეს მანამდე, სანამ ქართველი ხალხი დამსახურებულ გამარჯვებას არ მოიპოვებს. კასრაძე წერილში საუბრობს მისი თანამესაკნეების მაღალ ზნეობაზე, კულტურასა და სიმტკიცეზე და დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს ციხიდან უთვლის, რომ მათი შვილებით უნდა იამაყონ. „მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს

სალომე ზურაბიშვილი - დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება

აქ არ არის ორი საქართველო, ერთი საქართველოა და არიან ადამიანები, რომლებიც სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და გახდნენ რეჟიმის წარმომადგენლები - ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან ყველა ქალაქში დგანან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც არჩიეს, რომ სამშობლო უფრო უყვართ, ვიდრე ნებისმიერი პარტია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს რუსული რეჟიმის ხელით საქართველოში დაპირისპირება შემო

ჯო უილსონი - გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი თვალს ადევნებს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე. „გაფრთხილება ყველას, ვინც ქართველი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილეობს: კონგრესი ადევნებს თვალს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების მომავალ ძალისხმევაზე“, - წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ

ბერდია სიჭინავა - ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები

ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში აქტიურ კომუნიკაციაში არიან „შერატონის“ სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ „ორგანიზებულ თავდასხმასა და „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებებთან

ბსუ-ის რექტორი აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომამდგენელი, ტიტე აროშიძე გახდა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა ტიტე აროშიძე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და ახალი მოწვევის საბჭოში საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ფარულ კენჭისყრაში მან აკადემიური საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა მიიღო. ერთი ხმა გაბათილდა. სხდომის პარალელურად სტუდენტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი უნივერსიტეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის არჩევას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ი

გახარია - ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს - თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!

"ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.
×
×
  • შექმენი...