საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია.
თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი)
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს.
პაპუაშვილი წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს წერს, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.
დღეს ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგა
შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ.
„შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე.
როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“.
იპნ
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს” - ამ მოთხოვნით „დაიტოვეს“ საპროტესტო აქცია თბილისში 10 ნოემბერს გაიმართა. აქციას, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შეურთდნენ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები და პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ფოტოებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ჯგუფი „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქო
ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1970864730096148
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - წერს ბორელი.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა თქვა, რომ ქართულმა ოპოზიციამ არასწორად შეაფასა ზოგიერთი რამ წინასაარჩევნო პერიოდში.
საქართველოს პრეზიდენტთან ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ როთმა თქვა:
პუბლიკა
პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა:
პუბლიკა
„ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო“, – ასე უპასუხა ფრანგმა პარლამენტარმა ფრედერიკ პეტიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარს, შეხვედროდა ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას.
ფრანგი პარლამენტარის თქმით, პაპუაშვილის განცხადება დემოკრატიის არსის სრული უარყოფაა.
„ძალიან გულდასაწყვეტია. ევროკავშირი არის ოჯახი, ის გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი… ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, ევროპაში ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩ
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ირგვლივ არსებული კითხვები იყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ისაუბრეს როგორც არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე, ისე პოტენციურ სანქციებზე, რაც შეიძლება დასავლეთმა დაუწესოს “ქართული ოცნების” ლიდერებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ხელმძღვანელ პირე
შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის საქართველოში ყოფნის მიზეზებს, გზას საქართველომდე და საქართველოდან, განმარტავს აქტივისტი, პლატფორმა „მწვანეების“ თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი. მისი თქმით, შვედი აქტივისტი საქართველოში თავისი ინიციატივით, საქართველოსადმი და ზოგადად, რეგიონისადმი პირადი ინტერესის გამო იმყოფება.
რას წერს თამარ ჯაყელი:
ვინ ჩამოიყვანა გრეტა?
არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხ
საქართველოში ცვლილებებს ყოველთვის ახდენდა ხალხთა მცირე ჯგუფი, რომელიც იყო იდეის ერთგული. გაზაფხულზე დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც ბიძინა ივანიშილი ვერ შეევაჭრება, ამიტომაც ეშინია მას მათი.
ვიკა ფილფანი, სამოქალაქო აქტივისტი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066913091646548
“ოცნებამ” არ დატოვა არც ერთი დამოუკოდებელი ინსტიტუტი, რომლის გამოძიებასაც შეიძლება საზოგადოება ენდოს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8379633272146884
რაც უფრო მალე მოვა გონს ხელისუფლება, მით უფრო ნაკლები იქნება კრიზისი, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საგარეო ზეწოლა, რომელიც ქვეყანას სამართლიან გარემოში დააბრუნებს.
“მე არ ვიცი, ეს აქციები ყოველდღიური იქნება თუ პერიოდულად ჩატარდება, ეს დამოკიდებულია იმ განწყობაზე, რომელიც საზოგადოებაში არის. ადეკვატური და გონიერი ხელისუფლება მოუსმენს თავის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ ხა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება. როგორც მედია წერს, დაკავებების თაობაზე ინფორმაცია "ტელეგრამ არხებზე" გავრცელდა.
კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში "საჯარო შეხვედრიდან" დაბრუნებული "ოპოზიციონერები" ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
ამასთან, აღინიშნება, რომ დაკავებულების ახლობლებმა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების
„ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ 11 ნოემბერს გამართულ აქციაზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა.
მან ქართულ საზოგადოებას შემართებისკენ მოუწოდა, უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს ევროპელ ლიდერებზე და აღნიშნა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია, რომელიც საფრთხეს უქადის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევ
დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყვნენ გერმანელი მიხაელ როთი, პოლონელ მიხაილ კამინსკი, ლიეტუველი ჟიგიმანტას პავილიონისი, ფინელი იუკა კოპრა და შვედი ერიკ ოტოსონი.
„ნეტგაზეთი“ მათი გამოსვლების თარგმანს გთავაზობთ:
მიხაელ როთი
ჟიგიმანტას პავილიონისი
ერიკ ოტოსონი
იუკა კოპრა
მიხაელ კამინსკი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უმრავლესობა მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
Decision Desk HQ-ის წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელებმა“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218-ე ადგილი მოიპოვეს და ამრიგად, „რესპუბლიკური პარტია“ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის კონტროლს შეინარჩუნებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ადგილების საბოლოო გადანაწილება ჯერჯერობით უცნობია, რადგან კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში ხმების დათვლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდზე ოპოზიციის მხარდამჭერებსა და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, - დაპირისპირების ამსახველ ვიდეო მასალას ტელეგრამ არხი - RESPUBLICA ავრცელებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა.
კერძოდ, არსებული ცნობებით, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული ოპოზიციონერები ომარ სმირ, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთ
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს.
შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმო
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს და მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. უწყება ამბობს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება.
მერიის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.
სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაე
"ნაციონალურ მოძრაობას" სჩვევია პოპულისტური განცხადებები და ამ ქმედებებით საკუთარ ამომრჩევლებში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ. მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით გეგმას. ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს, მათი ქმედება კი პოტენციურად შეიძლება "ქართული ოცნების" ინტერესებს წარმოადგენდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და პირდაპირ დასცინონ. ვამბობდით, ვამბობთ და მომავალშიც ამას ვიტყვით - ჩვენ, ამ პარლამენტს ლეგიტი
საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.
ცეს
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტის არჩეული წევრები ინდივიდუალური განცხადებით მიმართავენ ცესკოს, არ გატარდნენ რეგისტრაციაში როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი და არ გაიცეს მათზე პარლამენტის არჩეული წევრის დროებითი მოწმობა.
საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლში წერია, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქა