Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.099.402

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მირიამ ლექსმანი - სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს, დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს

სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს, დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს. “სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც

ლევან გოგიჩაიშვილი - გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას

დღეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რასაც ქვია ევროპის გზა. ჩვენ გვაქვს კითხვები და ამ ეტაპისთვის სანამ ამ კითხვებზე არ იქნება გაცემული ამომწურავი პასუხი, ჩვენ ვერ ავიღებთ ვერანაირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხებზე საუბარი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoG

გერმანიის საგარეო უწყება - გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიც

პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენს - დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ულოცავს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე. “გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის

ელგუჯა ხოკრიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება (ვიდეო)

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება.  გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/503106826100076

სასამართლომ პედიატრ კოტე ჩახუნაშვილს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩახუნაშ

საგამოძიებო: აქციაზე დაკავებულის პირადი ცხოვრების გავრცელებისთვის 46 წლის კაცი დავაკავეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, Facebook-ში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრ

ნათია მეზვრიშვილი - არალეგიტიმურმა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიტყუა ოდირის დასკვნაზე, უბრალოდ გადახედეთ ოდირის კრიტიკის მასშტაბს და თავად დარწმუნდით მტყუან-მართალში...

"არალეგიტიმურმა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიტყუა ოდირის დასკვნაზე. უბრალოდ გადახედეთ ოდირის კრიტიკის მასშტაბს და თავად დარწმუნდით მტყუან-მართალში:   - საქართველოზე აქამდე მომზადებული ყველა სხვა დასკვნისგან განსხვავებით, ოდირის 2024 წლის ანგარიშის პირველივე წინადადება იწყება იმით, როგორ აზიანებდა საარჩევნო გარემოს ბოლო დროს მიღებული კანონი და როგორი უკუსვლა იყო დემოკრატიული თვალსაზრისით. ასე არც ერთი წინა დასკვნა არ იწყება;

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვიეს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მიიწვიეს. ამის შეახებ დღეს, 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის თავმომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა „ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა ქუჩებში მშვიდობიანად, ვნებით იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ისინი აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როცა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენ კატეგორიულა

ევროკავშირში ივანიშვილისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირება გარდაუვალია — ევროპარლამენტარი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ ევროკავშირში დროის საკითხია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესება. “ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებას ერთიანობა სჭირდება. სამწუხაროდ, როგორც სჩვევიათ ასეთ საქმეებს, რომელიც ეხება უკრაინასა და საქართველოს, დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. განსაკუთრებით ამერიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს საქართველოში ხე

პია კაუმა - გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი გადავდო

დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს. „ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.   იპნ

გიორგი გახარია - რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ერთი შეხედვით, "ღიმილისმომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ

„ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა - ჟურნალისტი დუმილის უფლებას იყენებს

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ. შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრი

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს რამდენიმე პირი თავს დაესხა

დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს. ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა. საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც სამი საათის განმა

გიორგი გახარია - 15 იანვარს განხორციელდა წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით, ჩემზე და ჩემ გუნდზეც. ამას ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი

არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს]. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. მინდა მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სადაც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტზე მედიას

„კინო ტერორის წინააღმდეგ“ - კინოს პროფესიონალები და მოყვარულები წინააღმდეგობის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ

„კინო ტერორის წინააღმდეგ“ – კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია. „სოლიდარობას ვუცხადებთ:  53 სინდისის პატიმარს ჟურნალისტებს და განსაკუთრებით მზია ამაღლობელს სტუდენტებს  თეატრს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, სოფელ შუქრუთის მაღაროელებს, მწერლებს, მუზეუმის თანამშრომლებს,

პაველ ჰერჩინსკი - შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, ქუჩაში მიმდინარე სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა

ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, რომელიც უკვე 17 დღეა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შე

ვალერი ზალუჟნი - ომს ვაწარმოებთ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას?

ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია, რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულო ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, დღეს ომი მიმდინარეობს ხმელეთზე, ჰაერში, ზღვასა და კიბერსივრცეში. „გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა Х-101 ტიპის 55 ფრთოსანი რაკეტა და Х

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის სანქცირებული მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 20.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივები დააყადაღა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქცირებული რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების კუთვნილი 18 მილიარდი ფუნტის (20.5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების აქტივები გაყინეს. „ჩვენ რუსეთს ისეთი მკაცრი სანქციები დავუწესეთ, როგორიც არასდროს და ეს ანგრევს მათ ომის მანქანას. ჩვენი გზავნილი ნათელია: არ დავუშვებთ პუტინის წარმატების მიღწევას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენელმა ენდრიუ გრიფიტმა. შეგახსენებთ, უკრაინის ომის გამო

ოლივერ ვარჰეი - ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს საკმაოდ მსხვილი პროექტები აქვს, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ

ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა საინვესტიციო გეგმები აქვს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან, ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. „პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლონურმა მედიასაშუალებებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს

ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, ახლა ამას ყველა ხედავს

მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. „ის, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ჩვენ, ბალტიელები და თქვენ, თქვენი რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის. ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია

ბექა ლილუაშვილი -„ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ - ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია

„ქართული ოცნება“ რამით განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, იმ ადამიანის ხელისუფლებისგან, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დადო ? მე გამყოფ ზღვარს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის წევრმა“ ბექა ლილუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ აღნიშნა, ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც „წონის რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის“ - ადამიანის სიცოცხლე თუ პოლიტ

ვიოლა ფონ კრამონი - ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია, ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ

ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და ისინი, ვინც ამაში მარცხს განიცდიან, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. „ჩემთვის მძიმე სათქმელია, მაგრამ საქართველო ახლა არის მიტაცებული ქვეყანა. დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება. სასამართლო სისტემა იმართება კლანების

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდეს და მჭიდროდ თანამშრომლობდეს ევროკავშირთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული
×
×
  • შექმენი...