Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.101.294

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - შენობაში კვლავ მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეეძლებათ მუშაობა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმო

ანა ბუჩუკური - უცხოური ძალა დააკონკრეტეთ და მიუთითეთ რუსეთი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა, მთავარი საფრთხე მოდის ოკუპანტი სახელმწიფოსგან

უცხოური ძალა დააკონკრეტეთ და მიუთითეთ რუსეთი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა, მთავარი საფრთხე მოდის ოკუპანტი სახელმწიფოსგან. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7416736065079344/

ნათია მეზვრიშვილი - ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს

ივანიშვლს თუ ჰგონია, რომ მოქალაქეებს კობახიძით და "ოცნებით" შეაშინებს, ძალიან ცდება. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს.    ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516499182236206/

„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე

„იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცევა საერთაშორისო იზოლაციაში, როგორ ფიქრობთ, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის კუთხით, რა რისკები შეიძლება დაუდგეს ქვეყანას?“ — მიხეილ დაუშვილის კითხვა კომიტეტზე, რასაც „ოცნების“ წევრების გაღიზიანება და შეძახილები მოჰყვა ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/803596715038747/

ნათია მეზვრიშვილი - 2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია (ვიდეო)

2012 წელი იყო ისტორიული მაქსიმუმი, ამომრჩევლის აქტივობის მხრივ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდ აქტივობას ვაჩვენებთ, “ოცნების” საქმე წასულია.   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855653779719426/

მიხეილ ჯანელიძე საჯარო მოხელეებს - ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ - დროა, გადაწყვეტილებები მიიღოთ

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ. “არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ",- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლა

საგამოძიებო: აქციაზე დაკავებულის პირადი ცხოვრების გავრცელებისთვის 46 წლის კაცი დავაკავეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, Facebook-ში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრ

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანს

არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

რატომ აძლევს თავს უფლებას ბატონი ბერსე, საზოგადოების გვერდის ავლით რამე მოითხოვოს – ბრაჭველი

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი, იურისტი საბა ბრაჭველი ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას რუსული კანონში  ცვლილებასთან დაკავშირებით და  უკანდახევად აფასებს ამაზე საუბრის დაწყებას  “ქართულ ოცნებას”.   თუმცა ის ასევე აკრიტიკებს ალან ბერსეს, რომელმაც ამ საკითხის განხილვა ქართული სამოქალაქო საზოგადოების გვერდის ავლით დაიწყო. “პარტიამ, რომელიც სუვერენიტეტის აბსოლუტურ დაცვას ქადაგებდა, “ქართული კანონის” მიღებით ამაყობდა, ყველა საე

“მომიტინგეებისთვის ჩამორთმეული ტელეფონები შსს-ს და პარლამენტის ტერიტორიაზე ჩაირთო” – არასამთავრობოები

მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებზე 28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად გამოიკვეთა მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა. ამის შესახებ ნათქვამია 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორი

სოციალურმა მუშაკებმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

სოციალურმა მუშაკებმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, ხელმძღვანელობა შეხვდეს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც 1 იანვრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება. აქციაზე შეკრებილების თქმით, ხელმძღვანელობამ ამ ადამიანებს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი უნდა აუხსნას. თუმცა, უწყებამ სოციალური მუშაკების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 10-მდეა იმ სოციალური მუშა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო. ის ცოტა ხნის წინ მივიდა ზაარბრიუკენის მოედანზე, სადაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს. ქუჩაში შეკრებილი მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით შეხვდნენ, ისმოდა შეძახილები „მადლობა, სალომე ზურაბიშვილს“. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნე

ნათია მეზვრიშვილი - რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ - განსხვავებული აზრის გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები არასოდეს ყოფილა

რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს, ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი შეფასებით, ახლოა დრო, ბიზნესი გვერდით დაუდგეს საჯარო მოხელეებს და პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, მათი აღდგენა მოითხოვოს. „ოცნებამ“ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის

ნანა საჯაია: წყარომ მითხრა, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია

Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაია კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" აშშ-ის კონგრესში უკვე წარადგინეს. "კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია", - წერს ის.  კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი. ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს. ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. არსებული ცნობებით, ადგილზე სულ მცირე 6 პირია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია

„ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა - ჟურნალისტი დუმილის უფლებას იყენებს

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ განუცხადა, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჯუბა ქათამაძემ. შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრი

მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში – მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ნეტგაზეთი/ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარია. ვრცელ პოსტში, სადაც ნათია მეზვრიშვილი მზია ამაღლობელის საქმის გარემოებებს განიხილავს, ამბობს, რომ მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გთავაზობთ ნათია მეზვრიშვილის პოსტს უცვლელად. „კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხ

საკუთარ თავს მივუძღვნი ქვეყნისთვის თუნდაც ერთი აგურის დადებას — ლუკა ჯაბუას წერილი ციხიდან

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ მოქალაქეებისგან რეჟიმის პატიმრებისთვის გაგზავნილი წერილების პასუხად მათე დევიძისა და ლუკა ჯაბუას წერილები მიიღო. ლუკა ჯაბუას წერილიც, მათეს მსგავსად, ჯერ კიდევ ახალ წლამდეა დაწერილი და 30 დეკემბრით თარიღდება. ნეტგაზეთი წერილს უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ყველაფრისთვის, ბრძოლისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხნევებისთვის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის… მინდა გითხრათ, რომ წამით არ ვკარგავ შემართებას. თავი მაღლა მიჭ

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ორი ახალგაზრდა დიღმის იზოლატორში იპოვეს

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე, რომელთაც მეგობრები და ადვოკატი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, დიღმის იზოლატორში აღმოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო არც დაკავებულების ახლობლებსა და ადვოკატს, არც მედიას არ აწვდიდა ზუსტ ინფორმაციას, რომელ იზოლატორში იყვნენ გადაყვანილები. ისინი სავარაუდოდ, ნიღბების ტარების გამო დააკავეს. როგორც ადვოკატებმა დაკავებულების მონახულების შემდეგ განაცხადეს, ისინი შეცდომით არიან

თემურ ქათამაძის თქმით, დაკავების შემდეგ მასზე ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა

„ბათუმელების“ ცნობით, თემურ ქათამაძისგან მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. „11 იანვარს ბათუმის სამმართველოს წინ მიმდინარე აქციაზე უკანონო დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქ

„კინო ტერორის წინააღმდეგ“ - კინოს პროფესიონალები და მოყვარულები წინააღმდეგობის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ

„კინო ტერორის წინააღმდეგ“ – კინოცენტრის ახალ შენობასთან კინოს პროფესიონალები და მოყვარულები შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს ყველა იმ პროფესიულ გაერთიანებასა თუ ცალკეულ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობაშია. „სოლიდარობას ვუცხადებთ:  53 სინდისის პატიმარს ჟურნალისტებს და განსაკუთრებით მზია ამაღლობელს სტუდენტებს  თეატრს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, სოფელ შუქრუთის მაღაროელებს, მწერლებს, მუზეუმის თანამშრომლებს,

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა

მიმდინარე წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9,500-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი 10-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გავლენასა და რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხება. ანგარიშის თანახმად, მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიე

ბენ უოლესი - რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა მათი მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია - რიგითმა რუსებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?

რუსეთის საოკუპაციო ძალების ხერსონიდან გასვლა კრემლის მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბელ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა უნდა დასვან შეკითხვა: რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. „თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია ვერცერთ თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როდესაც ის ასევე ჩაბარდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - აღნ

ოლივერ ვარჰეი - ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირს საკმაოდ მსხვილი პროექტები აქვს, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ

ელექტროენერგიის შავი ზღვის სადენი მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს საქართველოში და საქართველო გახდება წმინდა ენერგიის ექსპორტიორი, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რა საინვესტიციო გეგმები აქვს

სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო

სომხეთმა აზერბაიჯანისგან სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღო. ერევანი და ბაქო მოლაპარაკებების პროცესის მესამე ეტაპს იწყებენ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა, ედუარდ აგაჯანიანმა განაცხადა. მისივე თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „ნამდვილად სომხურმა მხარემ აზერბაიჯანისგან მიიღო შეთავაზებები, რომლები
×
×
  • შექმენი...