Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    884.935

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

CSF: ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის დახვედრა ხელისუფლების მიერ კოორდინირებულია

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული. ,,დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ” , – ნათქვამია განცხადებაში.  ,,ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თ

Credit Suisse-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse Group AG-მა ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პერმიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა. ბანკის სპიკერის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ თანხას წარმოადგენს. განცხადებაში არაფერია ნახსენები სინგაპურში მიმდინარე ახლანდელი დავის შესახებ. განცხადება არის დეტალური აღიარება იმისა, თუ რა

Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი ფრანკის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა. SONNTAGSZEITUNG-ის ცნობით, ეს ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების, დაახლოებით, მესამედია. გამოცემის ინფორმაციით, გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფი მოქალაქეების საკუთრებაა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების  შეზღუდვებში მოხვედრილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ასევე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის და სახელმწიფოს დაბლოკილი სახსრები. დაყა

CNN: უკრაინამ, როგორც ჩანს, სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია

სულ უფრო მეტი რამ მიანიშნებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე, ზაპოროჟიეში, რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, წერს „სი-ენ-ენი“ და მიუთითებს, რომ ამის მთავარი ინდიკატორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა. უკრაინის პროგრესზე საუბრობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიც. ამერიკული ტელეარხი აგრეთვე ციტირებს რუს სამხედრო ბლოგერებს, რომლებიც ფრონტის ამ მონაკვეთზე რთული ვითარების შესახებ წერენ. მათ შორის ერთ-ერთი იმასა

CNN: კიევში ბაიდენის ვიზიტის დღეს რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა რაკეტა "სატანა"

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს, 20 თებერვალს, რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელსაც დასავლეთში „სატანას“ უწოდებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აცნობა შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. წყაროების თანახმად, აშშ რუსეთისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და მას ვაშინგტონი არ განიხილავდა საფრთხედ, ანომალიად და ესკალაციად. CNN-ის რესპონდენტები მიიჩნ

CNN ქალაქ ხერსონიდან კადრებს ავრცელებს, სადაც ადგილობრივები 8 თვის განმავლობაში რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ყვებიან

რვა თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები რუსეთის სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ პარასკევს, უკრაინული ძალები შევიდნენ ქალაქში და რუსულმა ჯარებმა აღმოსავლეთისკენ დაიხიეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, რომლის გადამღები ჯგუფი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ხერსონიდან ტელეკომპანიის კორესპონდენტი აცხადებს, რომ „მოსახლეობას არც წყალი აქვს, არც ინტერნეტი და არც ელექტროენერგია, მაგრამ განწყობა ეიფორიულია”. ტელეკომპანიის სიუჟეტში ჩანს ხერსონი

CNN – „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ

„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მისაღებად საჭირო ზღვარი მას შემდეგ გადალახა, რაც „რესპუბლიკელმა“ მაიკ გარსიამ კალიფორნიაში გაიმარჯვა. რაც შეეხება „დემოკრატებს“, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ 208 მანდატი აქვთ.

CNN - პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია. პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად. „თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასა

CNN - ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ

ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ისრაელში პატიმრობაში მყოფი 700-მდე პირის ღაზის სექტორში დაკავებული 40 მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, - ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ პალესტინელ პატიმრებს შორის 100-ს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისთვის. CNN-ის ცნობით, ისრაელი დათანხმდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ბილ ბერნსის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომელიც იმყოფებოდა დოჰაში, სადაც

CNN - ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მრავალი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow-ი მიაწოდა, - ინფორმაციას CNN-ი დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანია განმარტავს, რომ აღნიშნული რაკეტები უკრაინას, რუსული ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის ფონზე, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას აძლევს. ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ ერთობლივადაა შემუშავებული და როგორც წესი, საჰაერო ბაზირებისაა. მისი სროლის დიაპაზონი 250 კმ-ზე მეტია. CNN-ი ასე

CNN - აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს

შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, დღეს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-მა პირველად გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საკამათო იარაღის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს განიხილავდა, რადგან უკრაინელები კონტრშეტევაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევისთვის იბრძოდნენ. აშშ-ის ოფიციალუ

CNN - აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. “ყველა შესაძლებლობა განიხილება… Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი სისტემაა, რომელიც განიხილება”, - აღნიშნა მაღალჩინოსანმა. CNN-ის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის “მთავარ პრიორიტეტს” წარმოადგენს. “ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რომელიც უკრაინ

CNN - FIFA-მ უარით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობაზე გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით. წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფ

CNN - უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო

უკრაინამ მტრის სუსტი წერტილი იპოვა და სამხრეთში დიდი კონტრშეტევა დაიწყო, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. ერთი-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ხელმძღვანელობა ძალების ნაწილს ჯერ კიდევ რეზერვში ტოვებს, კონტრშეტევისთვის გამოყოფილი ძალების „ძირითადი ნაწილი“ უკვე საქმეშია ჩართული. “სიჯიუტემ, როგორც ჩანს, გარკვეული შედეგები მოიტანა. კონტრშეტევის მსვლელობისას სამხრეთ-აღმოსავლეთში რუსული თავდაცვითი ბარიერების გარკვეულ

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7142 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7192 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7951 ლარია.

Bloomberg - რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა

რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg. აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული. ხორბლის თითქმ

Bloomberg - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპულ ტურნეს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი გეგმავს ფოკუსირება მოახდინ

Bloomberg - ევროკავშირმა შესაძლოა თავისი ბუნებრივი აირის ნაწილი უკრაინის საცავებში შეინახოს

ევროკავშირში მსჯელობენ თავისი ბუნებრივი აირის ნაწილის უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე საცავებში შენახვის შესაძლებლობაზე, ზამთარში საწვავზე მოთხოვნილების და ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივის აირის საცავები თითქმის შევსებულია - 70%-ზე მეტი და მოსალოდნელია, რომ სიმძლავრის ლიმიტს ისინი უკვე სექტემბრისთვის მიაღწევენ. მედია წერს, რომ ეს არის იმ პანიკის თავიდან აცილებისკენ მიმ

Bloomberg - ევროკავშირი რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტს აკრძალავს

ევროკავშირი რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტის აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას Bloomberg ევროკავშირის შიდა დოკუმენტსა და საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, პოლონეთი, ესტონეთი და ლატვია ევროკავშირს მოუწოდებენ, აკრძალოს რუსეთის გავლით საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რომელიც შესაძლოა, თავდაცვის, საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიებში იქნას გამოყენებული ან რუსეთს წარმოების სიმძლავრეების გაფართოებაში დაეხმაროს. ამასთან, არსებობს ინიციატივა, სანქციები დაუწესდეს იმ ტა

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები

BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამ

BBC-ის გამოძიების შემდეგ “ფორმულას” ტოვებს ტელეწამყვანი აკა ზარქუა

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც “ფორმულას” გადაცემის “მრგვალი მაგიდა” თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის ხსნის ტელეარხის თანადამფუძნებლის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით. ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარ

BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი საქართველოში ქოლცენტრების დამფუძნებლად სახელდება და მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული. ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ. BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპ

BBC - სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა

სირიის ახალ პრეზიდენტად აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი სირიულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს. ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა. აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმ

BBC - ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს, საპრეზიდენტო არჩევნები კი 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს

ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ პრეზი

Anonymous - საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს - ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის - თქვენი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „კვირების წინ Anonymous-მა კიბერ ომი გამოუცხადა არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერის რეჟიმს საქართველოში მას შემდეგ, რაც წარმატებით მოხდა საქართველოს ყველა სამთავრობო სამინისტრო ვებ-გვერდზე შეღწევა და გატეხა. დღევანდელი კიბერთავდასხმა თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე, რომ
×
×
  • შექმენი...