Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    862.075

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ცესკომ მოსამართლე ხუჭუას “მიკერძოების” დასასაბუთებლად საქმეს მისი ცოლის პოსტების სქრინები დაურთო – ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიკერძოებაში ადანაშაულებს. ქურდოვანიძის თქმით, ამის დასასაბუთებლად ცესკო სააპელაციო სასამართლოში ხუჭუას ცოლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ პოსტებს წარადგენს. ამის პარალელურად, ცესკო ითხოვს საქმიდან ამორიცხოს რაიონულ სასამართლოში, ხმის ფარულობის შემოწმების მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტი. “თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტ

ივანიშვილის სანქცირება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა - ევროპის ქვეყნების დეპუტატების განცხადება

ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ხელომწერების თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს. ხელომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ: ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებზე (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ გამჭვირვალ

გიორგი გახარია - "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით,  საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება (ვიდეო)

მათ (ქართულ ოცნებას) წარმოდგენა არ აქვთ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ოცნება" ძალიან ცდება, თუ ფიქრობენ, რომ ტრამპის გამარჯვების პირობებში, მათ რაიმე შეუმსუბუქდებათ - პირიქით,  საქართველოსთან ამერიკის პოზიცია უფრო გამკაცრდება.  გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი. ვიდეო: https://www.facebook.com/reel/2239494939758384

დიმიტრი ცქიტიშვილი - არალეგიტიმური პარლამენტი, არის დიდი საფრთხე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

დღეს ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რაც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. არალეგიტიმური პარლამენტი, არის დიდი საფრთხე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=1276864193664929

ნათია მეზვრიშვილი - პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას

პროკურატურას და სამთავრობო მედია საშუალებებს ერთნაირი კითხვები ჰქონდათ, ფაქტიურად მე მთხოვდნენ გამოძიების ჩატარებას. გამოძიების მიზანი გაყალბებული არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებაა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452568517437308

ანა ბუჩუკური - ყველაზე საშიში რასაც ივანიშვილი ცდილობს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დააკარგინოს რწმენა არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის

ყველაზე საშიში რასაც ივანიშვილი ცდილობს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დააკარგინოს რწმენა არჩევნების, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1102929648124288

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი - თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარა

შარლ მიშელი - ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა. „ასევე, ჩვენ არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას და წინსვლის გზას განვიხილავთ“, - ნათქვამია შარლ მიშელის წერილში. ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდე

ევროპარლამენტარი: მარნეულში იყო გაყალბების ფესტივალი, მთელი პალიტრა

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში არჩევნებს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში აკვირდებოდა, ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში იმ დარღვევებზე ილაპარაკა, რომლებიც აქ თავისი თვალით ნახა და აღბეჭდა. ნატალი ლუაზოს თქმით, ის აკვირდებოდა არჩევნებს თბილისის გარეუბანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში. რაც შეეხება დარღვევებს, ლუაზოს თქმით, მან მარნეულში ნახა დაშინება, გაყალბება, ხმების ყიდვის შემთხვევები. „ეს იყო გაყალბების ფესტივალი“, – თქვა ნატალი ლუაზომ.

თბილისის სააპელაციომ ხმის ფარულობის დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციომ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა – გაუქმდა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაც. სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. ამ საქმეთა შორის გაერთიანებული იყო საიას 12 საქმე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ყველა (1293) ტექნოლოგიური უბნის ბათილობას ეხებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა საქმეთა გაყოფის თაობაზე. საქმეს განიხილავდა მოსამართლეთა კ

ქუთაისის მერიის თანამშრომელი: სამსახურიდან გამიშვეს, დამკვირვებელმა ნახა, რომ ხმა „ოცნებას“ არ მივეცი

ქუთაისის მერიის თანამშრომელი, აქტივისტი, ცოტნე თვარაძე „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებელმა დაინახა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა. მისი თქმით, ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი დამკვირვებელმა გამოართვა იმ მოტივით, რომ თითქოს აპარატი კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გაწევდა. თვარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ვარაუდობს, რომ „ოცნებას“ ექნებოდა მცდელობა მერიაში დასაქმებული სხვა პირე

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი - საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად პირველი წინაპირობაა თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით პროცესი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქართველო ამ გზიდან გადავიდა. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით და შესაძლოა, ასევე მთავრობის ქმედებით, ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ გზას, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა გაიმართა. მისი თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებ

გახარია - ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს

ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამ დოკუმენტების გამჟღავნებას 29 ოქტომბრიდან ვითხოვთ, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზად. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მალავს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მძევლად ა

პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავი 2-ს: ან ღიად აღიარეთ, რომ პარტიული ტელევიზია ხართ, ან გახსენით ეთერი გახარიასთვის

"თითქმის 4 წელია, რაც რუსთავი 2-ის ეთერი დაკეტილია გიორგი გახარიასთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და გუნდის წევრები კი რუსთავი 2-ის ეთერში ხშირად არიან წარმოდგენილი. ამ ქმედებებით „ოცნება" პირდაპირი მნიშვნელობით აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას" და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა", რასაც შემდგომ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს. რუსთავი 2-ს „იმედისგან" განსხვავებით, ღიად არ აქვს აღიარებული, რომ პარტიული ტელევიზიაა. ამიტომ ან ღ

ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს

იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „განხილვის თემას ასევე წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის მოდელი : საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ

GWP: 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველ

ესტონეთის პრემიერი - უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს

საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება. „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმ

ლევან გოგიჩაიშვილი - არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს (ვიდეო)

არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს. არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქართულ ოცნებას მოპარულ არჩევნებს გაუთეთრებს. ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627442161200312

ლევან გოგიჩაიშვილი - 7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ (ვიდეო)

7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111

შარლ მიშელი - არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს - გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი გუ

მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.

თბილისში აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვისაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაშ

თეონა აქუბარდია - ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!

რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა - მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი - მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.   იპნ

„გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი სარჩელი დაუშვებლად ცნეს, იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“. იხილ
×
×
  • შექმენი...